საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №491
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
matsne.gov.ge 1,514 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №491 1999 წლის 20 აგვისტო  ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ“ თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗.  საკვალიფიკაციო ატესტაციის მიზნები 1. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია ეწყობა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე. 2. საკვალიფიკაციო ატესტაციის მიზანია უზენაესი სასამართლოს წევრთა კვალიფიკაციის, სამოსამართლო უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეფასება უზენაესი სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მათი განწესების, საკლასო ჩინის მინიჭებისა და კარიერის საკითხების გადასაწყვეტად.     მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო ატესტაცია 1. საკვალიფიკაციო ატესტაციას ექვემდებარებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები, რომლებიც თანამდებობაზე განწესდნენ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საკვალიფიკაციო ატესტაციას ხელმძღვანელობს უზენაესი სასა­მართლოს თავმჯდომარე. 3. საკვალიფიკაციო ატესტაციის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.     მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო ატესტაციის ეტაპები 1. საკვალიფიკაციო ატესტაცია ეწყობა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ტესტირების მეთოდით მოწმდება უზენაესი სასამართლოს წევრის კვალიფიკაცია, განსწავლულობა მოქმედ კანონმდებლობაში. მეორე ეტაპზე ფასდება უზენაესი სასამართლოს წევრთა სამოსამართლო უნარ-ჩვევები საატესტაციო პირის ნამსახურობის ნუსხისა და საქმიანი რეპუტაციის შესახებ საატესტაციო კომისიის წევრის დასკვნის საფუძველზე. 2. საკვალიფიკაციო ატესტაციის მოწყობის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. თავი  II                                                                                                            საკვალიფიკაციო ატესტაციის პირველი ეტაპი  – ტესტირება     მუხლი 4🔗. ტესტირების მიზანი ტესტირების მიზანია: შემოწმდეს, თუ როგორ იცნობს საატესტაციო პირი პოზიტიურ სამართალს, ახალ კანონმდებლობას; შეფასდეს მისი კვალიფიკაცია.     მუხლი 5🔗. სპეციალიზაცია  ტესტირებისას 1. ტესტირებას გაივლიან: ა) უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასა­მართლო კოლეგიის, სისხლის სამართლის საქმეთა  პალატისა და საზედამხედველო პალატის წევრები – საკონსტიტუციო სამართალში, სისხლის სამართალსა და სისხლის სამართლის პროცესში; ბ) უზენაესი სასამართლოს  სამოქალაქო,  სამეწარმეო  და გაკოტრების საქმეთა პალატის წევრები – საკონსტიტუციო   სამართალში, სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო სამართლის პროცესში. გ)   უზენაესი  სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატე­გორიის საქმეთა პალატის წევრები – საკონსტიტუციო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, საგადასახადო სამართალსა და საბაჟო სამართალში. 2. ამ მუხლში აღნიშნული სამართლის დარგების გარდა საატესტაციო პირისათვის შესავსებად განკუთვნილი ტესტი უნდა შეიცავდეს კითხვებს   „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციიდან“. 3. ტესტირების პროგრამის შემუშავებასა და საკვალიფიკაციო ტესტის შედგენას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.      მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო ტესტი 1. საკვალიფიკაციო ტესტი შედგება ასი კითხვისაგან. 2. საკვალიფიკაციო ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას; ხოლო მეორე ნაწილი –  ამ შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ  შესაძლო ვარიანტს (პასუხს). უზენაესი სასამართლოს    წევრმა  უნდა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო თვითონ ტექსტში და საკვალიფიკაციო ტესტის წინსართში. 3.  კითხვის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. საატესტაციო პირმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ კითხვის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის შემოხაზული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით.     მუხლი 7🔗. პასუხების შეფასება და ტესტირების შედეგი 1. ტესტის ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით. 2. ტესტის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა. 3. ტესტირების შედეგი მიიჩნევა დადებითად, თუ სწორად იქნა გაცემული პასუხი ტესტის სულ ცოტა 75 კითხვაზე.     მუხლი 8🔗. ტესტირების დრო ტესტის შესავსებად განკუთვნილია ექვსი   ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ ტესტი არ გასწორდება და შეფასდება უარყოფითად.     მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო ტესტების დარიგების წესი 1. საკვალიფიკაციო ტესტი მოთავსებული უნდა იყოს დახურულ  კონვერტში. 2. თუ კონვერტი გახსნილია ან სხვაგვარად  იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ამის შესახებ საატესტაციო პირმა უნდა აცნობოს საატესტაციო კომისიის წარმომადგენელს. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ  მიიღება.     მუხლი 10🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი საკვალიფიკაციო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ჩაატაროს ინსტრუქტაჟი, ახსნას ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინსართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ტესტის შესავსებად.     მუხლი 11🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. ტესტის შესავსებად ნორმატიული აქტების, კანონთა კომენ­ტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, აგრეთვე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება  და­უშვებელია. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის ან ტექნიკური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში ტესტირების შედეგები ჩაითვლება უარყოფითად.     მუხლი 12🔗. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება 1. ტესტის კითხვებზე გაცემული  პასუხები მოწმდება კომპიუტერის მეშვეობით. 2. ტესტის  კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობა ანო­ნიმურია და მას შეიძლება გაეცნოს მხოლოდ საატესტაციო პირი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. ტესტირების შედეგებზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 13🔗 ტესტირების შედეგების გადასინჯვა 1. საატესტაციო პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ტესტის რომელიმე კითხვა ბუნდოვანია, შედგენილია ამ დებულების 5-6 მუხლების წესის დარღვევით, უფლება აქვს მოითხოვოს ტესტის აღნიშნულ კითხვაზე გაცემული პასუხის შეფასების შემოწმება საატესტაციო კომისიის მიერ. 2. საატესტაციო პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილი პრეტენზია განხილულ უნდა იქნეს საატესტაციო კომისიის მიერ ტესტირებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 3. თუ საატესტაციო კომისია დარწმუნდება, რომ კითხვაზე გაცემული პასუხის შეფასება არ არის სწორი ან კითხვა ბუნდოვანია, იგი უფლე­ბამოსილია შეცვალოს შეფასება. 4. საატესტაციო კომისიის შეფასების ხელმეორედ გასაჩივრება დაუშვებელია. თავი III  საკვალიფიკაციო ატესტაციის მეორე ეტაპი     მუხლი 14🔗. მოსამართლეთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასება 1. საკვალიფიკაციო ატესტაციის მეორე ეტაპზე საატესტაციო კომისიის მიერ  ფასდება საატესტაციო პირის სამოსამართლო უნარ-ჩვევები ნამსახურობის ნუსხისა და საატესტაციო კომისიის წევრის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 2. საატესტაციო პირს უფლება აქვს გაეცნოს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საატესტაციო კომისიაში წარდგენილ ინფორმაციას. 3. საატესტაციო კომისიის სხდომას ტესტირების შედეგების დადგე­ნიდან არა უგვიანეს 14 დღისა იწვევს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 15🔗. საატესტაციო პირის ნამსახურეობის ნუსხა 1. საატესტაციო პირზე, რომელმაც გაიარა ტესტირება, დგება ნამ­სახურობის ნუსხა. 2. ნამსახურობის ნუსხაში მითითებული უნდა იყოს საატესტაციო პირის: ა) სახელი და გვარი; ბ)  დაბადების თარიღი და ადგილი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) განათლება და სპეციალობა; ე) სამსახურის გავლა, აგრეთვე სამსახურიდან  განთავისუფლების ფორმულირება შესაბამისი კანონის სათანადო ნორმის მითითებით; ვ)  წახალისებები; ზ) დისციპლინური პასუხისმგებლობის დადება და მისი მოხსნა, დისციპლინური სახდელისა და მისი დაკისრების საფუძვლის მითითებით. 3. ნამსახურობის ნუსხის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.     მუხლი 16🔗. საატესტაციო კომისიის წევრის დასკვნა 1. საატესტაციო კომისიის წევრი სხდომამდე არა უგვიანეს 3 დღისა საატესტაციო კომისიას წარუდგენს დასკვნას საატესტაციო პირის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი კვალიფი­კაციისა და სამოსამართლო უნარ-ჩვევების თაობაზე, განხილულ საქმეთა რაოდენობისა და სირთულის გათვალისწინებით. 2.  საატესტაციო კომისიის წევრის დასკვნის შედგენისას სავალ­დებულოა იმ საქმეთა შესწავლა, რომელთა განხილვისას დაშვებული შეცდომებისათვის საატესტაციო პირი მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში. აღნიშნულ საქმეებზე საატესტაციო კომისიის წევრმა უნდა იმსჯელოს საატესტაციო კომისიისათვის წარდგენილ დასკვნაში. თავი IV  საატესტაციო კომისია მუხლი 17🔗. საატესტაციო კომისიის შექმნის წესი 1. საკვალიფიკაციო ატესტაციას აწყობს საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. 2. საატესტაციო კომისია შედგება ათი წევრისაგან, რომელთა არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ საქართველოს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. საატესტაციო კომისიის წევრი, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 15 წლის გამოცდილება და არ უკავია თანამდებობა საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 3. საატესტაციო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საატესტაციო კომისიის მდივანს.     მუხლი 18🔗. საატესტაციოკომისიის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საატესტაციო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა არა ნაკლებ ორი მესამედი. 3.  კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 19🔗. საატესტაციო პირის საკითხის განხილვა საატესტაციო კომისიის მიერ 1.  კომისია  უფლებამოსილია საკითხის განხილვისას თავის სხდომაზე მოიწვიოს საატესტაციო პირი. მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიის სხდომა საკითხის განხილვას გადადებს, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. კომისიის სხდომაზე საკითხის განმეორებით განხილვისას საატესტაციო პირის არასაპატიო მიზეზით გამო­უცხადებლობის შემთხვევაში საატესტაციო კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მის დაუსწრებლად. 2. საატესტაციო პირის საკითხის განხილვისას კომისია ეცნობა საატესტაციო პირის ნამსახურობის ნუსხას და საატესტაციო კომისიის წევრის დასკვნას საატესტაციო პირის საქმიანი რეპუტაციის შესახებ, ისმენს საატესტაციო პირის ახსნა-განმარტებას. კომისიის წევრებს უფლება აქვთ დაუსვან შეკითხვები საატესტაციო პირს.     მუხლი 20🔗. საკვალიფიკაციო ატესტაციის შედეგები ატესტაციის საფუძველზე საატესტაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას შეეფერება თუ არა საატესტაციო პირი დაკავებულ თანამდებობას.     მუხლი 21🔗. საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი 1. საატესტაციო კომისიის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს და საატესტაციო ფურცელს, რომელშიც აისახება თითოეული ატეს­ტირებული პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული აზრი (თუ ასეთი არის). 2. სხდომის ოქმს და საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 3. საატესტაციო ფურცელი ერთვის უზენაესი სასამართლოს წევრის პირად საქმეს.