,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №32
2005 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს სტრუქტურა
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) პრივატიზების დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;
გ) კავშირგაბმულობის დეპარტამენტი;
დ) მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტი;
ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი;
ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
კ) მინისტრის აპარატი;
ლ) გენერალური ინსპექცია;
მ) ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.
2. დებულების მე-9 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პრივატიზების დეპარტამენტი – ორგანიზებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავებას; ორგანიზებას უწევს ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო პირობების შემუშავებას; ამზადებს წინადადებებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხების დამტკიცების თაობაზე;“.
3. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს „მ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ) ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – ამზადებს წინადადებებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმით, თუ სხვა სახით სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვის თაობაზე; ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვასა და მართვას (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილისა და აქციებისა); ამზადებს წინადადებებს საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნისა და იმ ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია კანონმდებლობით; ამზადებს წინადადებებს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე, იხილავს საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის, ჩამოწერის, რეალიზაციის საკითხებს; იხილავს წინადადებებს საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის თაობაზე; ამზადებს წინადადებებს მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 24.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.166.
- სად არის „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“, №32, 24.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.166 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11308/