ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №526

1999 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ

აქტიური სამეცნიერო საქმიანობისა და მიღებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგებისათვის დაენიშნოთ:

პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიები:

გიორგი დევდარიანს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომელს

მაია თუხარელს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს

გიორგი ონიანს – საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს

სოლომონ პავლიაშვილს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მოვალეობის შემსრულებელს

თეიმურაზ ტონიას – საქართველოს განათლების სამინისტროს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგეს

ვასილ ღლიღვაშვილს – საქართველოს განათლების სამინისტროს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომელს

თემურ შენგელიას – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფაკულტეტის დეკანს

ნანა ხახუტაიშვილს – საქართველოს განათლების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს

მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიები:

ნინო აბაშიძეს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტს

ნინო აბესაძეს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს

ქეთევან ბარაბაძეს – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელს

ევგენი გუგულაშვილს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს

ქეთევან კუპატაძეს – საქართველოს განათლების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტს

გოჩა ლეფსვერიძეს – საქართველოს განათლების სამინისტროს თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგეს

მაია ქოიავას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელს.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113080/