გაზის მეურნეობის დარგში ფინანსურ ურთიერთობათა მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №529
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.1999 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | ორგანიზაციების დასახელება |
დოკუმენტის ტექსტი
გაზის მეურნეობის დარგში ფინანსურ ურთიერთობათა მოწესრიგების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 56.7pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №529
1999 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
გაზის მეურნეობის დარგში ფინანსურ ურთიერთობათა მოწესრიგების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 13 ივნისის №241 ბრძანებულებით, დეპარტამენტ „საქენერგოსა“ და საქართველოს მოსახლეობის კრედიტორული დავალიანება დეპარტამენტ „საქგაზის“ მიმართ 1995 წლის 1 მაისის მდგომარეობით აღებულ იქნა სახელმწიფოს შიდა ვალში და მისი გადახდა გადავადდა 1997 წლის 1 მაისამდე. ამავე პერიოდით გადავადდა დეპარტამენტ „საქგაზის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სესხებისა და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვა.
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის №826 ბრძანებულებით, საქართველოს მოსახლეობასა და დეპარტამენტ „საქენერგოს“ უფლებამონაცვლეებს – სახელმწიფო კომპანიებს „საქენერგოსა“ და „საქენერგოგენერაციას“ ჩამოეწერათ ყოფილი დეპარტამენტების „საქენერგოსა“ და „საქგაზის“ მიმართ რიცხული და შიდა ვალში აღებული დავალიანებები 81,2 მლნ ლარის ოდენობით. ამავე დროს, მძიმე სოციალური ვითარების გამო, მოსახლეობას არა აქვს მის მიერ მოხმარებული, შიდა ვალში აღებული და 1997 წლის 1 მაისამდე გადავადებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის საშუალება, რამაც შეიძლება შეაფერხოს საქართველოს გაზის მეურნეობაში მიმდინარე პრივატიზების პროცესი.
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით:
1. ჩამოეწეროს საქართველოს მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 13 ივნისის №241 ბრძანებულებით სახელმწიფო შიდა ვალში აღებული და 1997 წლის 1 მაისამდე გადავადებული სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება 31,9 მლნ ლარის ოდენობით, თანახმად №1 დანართისა.
2. შემცირდეს ბუნებრივი გაზის მიწოდებით წარმოქმნილი სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვის“ დებიტორული დავალიანებები, ერთი მხრივ, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გაზის მეურნეობების (მათ მიმართ ამავე პერიოდისთვის რიცხული მოსახლეობის დავალიანების ფარგლებში – 31,9 მლნ ლარი) და, მეორე მხრივ, ყოფილ დეპარტამენტ „საქენერგოს“ მიმართ (81,2 მლნ ლარი) საქართველოს სახელმწიფოს შიდა ვალში აღებული თანხით (113,1 მლნ ლარი).
შესაბამისად, შემცირდეს სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“ კრედიტორული დავალიანებები თურქმენეთისადმი 95 მლნ ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი – 18,1 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოქმნილია ბუნებრივი გაზის ღირებულების დასაფარავად თურქმენეთში საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი პროდუქციის ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე ანაზღაურების შედეგად.
3. სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ბალანსზე რიცხული მოსახლეობის მიერ ნორმის ზემოთ მოხმარებული გაზის დავალიანების (17,4 მლნ ლარი) ჩამოწერის საკითხი გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით სააქციო საზოგადოება „საქტარნსგაზმრეწვმა“ და სააქციო საზოგადოება „თბილგაზმა“.
4. სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვმა“ დავალიანების ჩამოწერის შედეგად შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსთან“ და გაზის მეურნეობებთან ურთიერთანგარიშსწორებაში.
ე. შევარდნაძე
დანართი
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 ივლისის №241 ბრძანებულებით სახელმწიფო შიდა ვალში აღებული და განვადებული მოსახლეობის დავალიანება ყოფილ დეპარტამენტ „საქგაზის“ სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიმართ
№
ორგანიზაციების დასახელება
მოსახლეობის დავალიანება ლარებში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
ტრესტი „თბილგაზი“
ტრესტი „რუსთავგაზი“
ტრესტი „კასპიგაზი“
ტრესტი „მცხეთაგაზი“
ტრესტი „გორიგაზი“
ტრესტი „ხაშურიგაზი“
ტრესტი „მარნეულიგაზი“
სამმართველო „გარდაბანიგაზი“
სამმართველო „საგარეჯოგაზი“
სამმართველო „ქარელიგაზი“
სამმართველო „ახალგორიგაზი“
სამმართველო „თეთრიწყაროგაზი“
სამმართველო „ყაზბეგიგაზი“
სამმართველო „ბორჯომიგაზი“
სამმართველო „დუშეთიგაზი“
სამმართველო „ბოლნისიგაზი“
17489689
2896094
19850
664701
63700
124883
45473
2302478
72981
10151
174294
8000
5654041
26455
2380587
30000
სულ
31963377
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი –
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პ. მამრაძე