„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.12.2010
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 21/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 45.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2010 წლის 7 დეკემბერი
დაბა ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებისა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით.
2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.
3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეუძლია კანონმდებლობის შესაბამისად გაერთიანდეს ან ნებაყოფლობით შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში.
5. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნორმის ფარგლებში.
6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საბიუჯეტო სახსრებიდან.
მუხლი 3🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები
1. წინამდებარე დებულების შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხით, სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ) მთავარი სპეციალისტი – ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი;
გ) წამყვანი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი;
დ) სპეციალისტი – მეხანძრე-მაშველი, მძღოლი – საქმის მწარმოებელი.
მუხლი 4🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის:
ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლთა სპეც. დაწყებითი მომზადება);
ბ) უფროსს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მათ მომზადებას და გადამზადებას.
თავი II
სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და გადაადგილება
მუხლი 5🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში თანამშრომელთა მიღების წესი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება და ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებენ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. სახანძრო-სამაშველო სამსახურში უფროსის და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლები საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობებზე მიიღებიან მოქალაქეები არანაკლებ ზოგადი განათლებისა და В.С.Д. ავტოტექნიკის მართვის მოწმობით.
4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოთხოვნები
სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლეობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) თანამდებობის დაკავების შემდეგ უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი.
2. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების სპეციალური მოთხოვნა
სამსახურში შესვლისას, აგრეთვე შემდგომ ყოველწლიურად მოსამსახურე (პრეტენდენტი) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას – დეკლარაციას.
მუხლი 7🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) დაბალ თანამდებობებზე შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას უნდა უძღვოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 8🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.
მუხლი 9🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:
ა) შექმნას შრომის, დასვენების და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს სამსახურის და მოსამსახურის პირად ღირსებას;
ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობაში პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებული ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის.
მუხლი 10🔗. წახალისება სამსახურეობრივ საქმიანობაში მიღწეული საქმიანობისათვის
1. სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 11🔗. დისციპლინური სასჯელები
1. იმ თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილი დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.
მუხლი 12🔗. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი
1. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაქვემდებარებული ერთმანეთთან, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობების მიხედვით.
3. უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
4. დასჯა და წახალისება, როგორც წესი, ცხადდება ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული საყვედური არ შეიძლება მოიხსნას ზეპირად.
5. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობება პირადად, მწყობრის წინ ან თათბირის დროს. მოსამსახურეს სასჯელის დადებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
7. დისციპლინური სასჯელი მოსამსახურეთა მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით, მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომის მიერ.
მუხლი 13🔗. სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადებისას
1. თუ მოსამსახურე უფროსის აზრით იმსახურებს დასჯას, წახალისებას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
2. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას დისციპლინური სასჯელის დადებისას პასუხს აგებს დისციპლინური წესით.
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 14🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის არანორმირებული სამუშაო დღე.
2. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.
მუხლი 15🔗. მოსამსახურეთა შვებულება
1. მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი V
მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა
მუხლი 16🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
მოსამსახურის სამსახურისდან გათავისუფლება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 17🔗. მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და საპენსიო უზრუნველყოფა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება ხელმძღვანელი თანამდებობისათვის 65 წლით. ხოლო, მეხანძრე –მაშველისათვის 55 წლით, რომლის მიღწევის შემდეგ ისინი ექვემდებარებიან სამსახურიდან დათხოვნას. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები
მუხლი 18🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება
1. სამსახურის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამებობის მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციას. გასაცემი დანამატები და კომპენსაციები გამოითვლება და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19🔗 . მოსამსახურეთა შეღავათები და გარანტიები
1. მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უწესდებათ შეღავათები კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოსამსახურე, რომელიც საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობით.
თავი VII
მუხლი 20🔗. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.