საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №539
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46(53), 24/09/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 56.7pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №539
1999 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახურის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახურის
დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კადრების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის სტატუსი და ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანებებით, სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებითა და რეგლამენტით და ამ დებულებით.
3. “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
II. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ამოცანები
1. სახელმწიფო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებების სტრუქტურის შემდგომი სრულყოფისათვის და კადრების შემადგენლობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო საკითხების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების, სახელმწიფო მინისტრის ბრძანების შესრულების უზრუნველყოფა.
4. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 132-ე მუხლის შესაბამისად:
ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნევლყოფა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და მათ შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერების შეტანა;
გ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
დ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა და (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება.
5. შრომის განაწესის შემუშავება და საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
6. საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღმასრულებელი ხელისუფლების, ხელმძღვანელი პირების, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანებების მომზადება.
7. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მოწვეულ შტატგარეშე მოსამსახურეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ვადების დაცვის კონტროლისა და სათანადო დოკუმენტების შევსების სისწორის უზრუნველყოფა.
8. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის თანამდებობის პირთა მიერ არსებული წესის მიხედვით ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციის (თანამდებობათა რეესტრის შესაბამისად) და სხვა მოსამსახურეთა (პრედენდენტთა) მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და შესაბამის ორგანოებში ჩაბარების უზრუნევლყოფა.
9. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში თანამდებობაზე დასანიშნი პირის მიერ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ყველა სავალდებულო დოკუმენტის წარმოდგენის უზრუნველყოფა.
10. სახელმწიფო კანცელარიის მოხელეთა სამუშაოს აღწერილობის შედგენის სამუშაოთა კოორდინაცია, წარმოდგენილი მასალის ანალიზი (მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით).
11. სახელმწიფო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალიწინებით კადრების მართვის არსებული საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და მისი პროგრამული უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.
12. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა.
13. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოხელეთა სწავლების, ტრენინგების მოწყობის ორგანიზაცია.
14. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოხელეთა რეზერვის ფორმირება.
15. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სამსახურებში, განყოფილებებში პრაქტიკის გავლის მიზნით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირების ორგანიზაცია.
16. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა; სათანადო დოკუმენტების, მასალების მომზადება, ატესტაციის შედეგების სისტემატიზაცია.
17. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მოსამსახურეთა ნამსახურევი წლების დადგენა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესების შესახებ სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება.
18. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესაბამისად (რანგების მიხედვით) სახელმწიფო კანცელარიის მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების პროცედურის ორგანიზაცია.
19. სახელმწიფო ჯილდოების მისაღებად, საპატიო წოდების მინიჭებისათვის სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა წარდგენის შემთხვევაში დადგენილი წესით დოკუმენტების მომზადება.
20. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა მიმართ კანონით დადგენილი წახალისების სხვადასხვა ფორმის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება.
21. სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეებთან გასაუბრებისა და საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მათ ბიოგრაფიაში მომხდარი ცვლილებების დაზუსტება, პირად საქმეში ასახვა.
22. საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე იმ თანამდებობათა ნუსხის განსაზღვრა, რომელბზეც კანდიდატურებს ნიშნავს, ათავისუფლებს, საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი.
23. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მომუშავე სამხედრო ვალდებულთა და წვევამდელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა, საყოველთაო მობილიზაციის პირობებში დადგენილი წესით მათი დაჯავშნის ორგანიზაცია.
24. საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებ გარეთ მოხელეთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით ბრძანებების პროექტის მომზადება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების უზრუნველყოფა; მივლინების შედეგების ამსახველი დოკუმენტების სისტემატიზაცია და შესაბამისი ანალიზური ინფორმაციის მომზადება.
25. დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა ყოველწლიური შვებულებების (ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე) და დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებების შესახებ ბრძანებების პროექტის მომზადება.
26. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა სამუშაოზე გამოცხადების, მივლინების, შვებულების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ამსახველი ოპერატიული ინფორმაციის მომზადება, არსებული მდგომარეობის შესახებ ხელმძღვანელების ინფორმირება.
27. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა პენსიის დასანიშნად სავალდებულო დოკუმენტების შედგენა, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნამსახურობის სტაჟის გაანგარიშება, დოკუმენტების შესაბამისი რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში გადაგზავნა.
28. დადგენილი წესით საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად პერიოდულად საარქივო მასალების მომზადება, საქართველოს პრეზიდენტის არქივში ჩაბარება.
29. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში თანამშრომელთა და მოწვეულ პირთა შესვლის წესის შესახებ სახელმწიფო მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება.
30. სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა და სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უზრუნველყოფა.
III. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია საკადრო საკითხში;
ბ) ითანამშრომლოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა განუხრელი განხორციელება;
დ) ხელმძღვანელობას წარუდგინოს საინფორმაციო-ანალიზური მასალა და წინადადებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სტრუქტურული ცვლილებებისა და მოხელეთა შემადგენლობის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საინფორმაციო ბანკით და მეთოდური მასალებით, გაეცნოს საკანონმდებლო ბაზას და ნორმატიულ დოკუმენტებს;
ვ) გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ანალოგიური სამსახურის საქმიანობას;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში არსებული კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სისტემებით.
IV. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1. კადრების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანებების, დავალებების, სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მიერ დამტკიცებული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინებით;
ბ) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებას;
გ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას.
დ) ადგენს სამსახურის მოხელეთა სამუშაოს აღწერილობას და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს;
ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს სამსახურის დამხმარე მოსამსახურეებთან (ტექნიკურ პერსონალთან) და შტატგარეშე მოსამსახურეებთან, განსაზღვრავს მათ ფუნქციურ მოვალეობას;
ვ) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურის სახელით გაცემულ დოკუმენტაციას.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მომუშავე სამხედროვალდებულთა და წვევამდელთა რეგისტრაციას, აღრიცხავს, საყოველთაო მობილიზაციის პირობებში მათი დაჯავშნის ორგანიზაციას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო კანცელარიის საშვთა სისტემის სრულყოფისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით მოსამსახურეთა უზრუნველყოფის შესახებ;
გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. სამსახურის რეფერენტი:
ა) ახორციელებს მართვის ორგანიზაციის საკითხების ანალიზურ მუშაობას, საინფორმაციო, მეთოდური დოკუმენტების მომზადებას;
ბ) ახორციელებს სამსახურის საინფორმაციო ბაზის პროგრამულ უზრუნველყოფას.
7. საქმისმწარმოებლის ფუნქციები განისაზღვრება კონკრეტულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ფუნქციური მოვალეობის განაწილების საფუძველზე.
V. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის გაუქმება ან გარდაქმნა ხდება არსებული წესის შესაბამისად.