ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016106
გამოქვეყნების წყარო სსმ, 162, 13/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,566 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.HeaderChar1 {mso-style-name:"Header Char1"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar1 {mso-style-name:"Balloon Text Char1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} span.FooterChar1 {mso-style-name:"Footer Char1"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 55.35pt 80.9pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №373 2010 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირების მიზნით შესასყიდი ობიექტების (შენობა-ნაგებობა) გამოვლენისა და შესყიდვის თანდართული წესი. მუხლი 2🔗. ამ დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად: 1. შესასყიდი ობიექტების ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გამოვლენის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს სახალხო დამცველის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემადგენლობით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები შესყიდული ობიექტების მართვისა და შემდგომი ფუნქციონირების მექანიზმებთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირების მიზნით შესასყიდი ობიექტების (შენობა-ნაგებობა) გამოვლენისა და შესყიდვის წესი     მუხლი 1🔗. კომისია 1. კომისია იქმნება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირებისათვის შესასყიდი ობიექტების (შენობა-ნაგებობები) გამოვლენის მიზნით. 2. კომისია განსაზღვრავს ობიექტის შეფასების კრიტერიუმების წონებს და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კრიტერიუმებსა და მათ წონებს. 3. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტის ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 4. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 5. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 8. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. 9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).  10. სამდივნო კომპლექტდება კომისიის წევრი ორგანიზაციის/უწყების წარმომადგენლებისაგან. 11. სამდივნოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარეს საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სააგენტო ადმინისტრაციული ხარჯების ფარგლებში. 12. სამდივნო უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვასა და კომისიისათვის წარდგენას, ასევე კომისიის სხდომის ოქმის წარმოებასა და წევრებისათვის გადაგზავნას სხდომის გამართვიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 13. კომისიას ჰყავს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შედგება ინჟინრის, არქიტექტორის, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა სპეციალისტებისაგან, რომელთაც წარადგენენ კომისიის წევრი ორგანიზაციები/უწყებები. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა მტკიცდება კომისიის შემადგენლობასთან ერთად.     მუხლი 2🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) განსაზღვრავს შესასყიდი ობიექტების რაოდენობას, ადგილმდებარეობას და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას; ბ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საკონკურსო განაცხადისა და შეფასების ფორმას; გ) შერჩევის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აცხადებს კონკურსს შესაბამისი ლოტების მიხედვით. 2. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება წარმოებს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში.  3. კონკურსის მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს: ა) საკონკურსო განაცხადი; ბ) მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ან მისი ასლი); დ) შესასყიდი ობიექტის არანაკლებ 8 ფოტოსურათი (მათ შორის, არანაკლებ 4 – ინტერიერისათვის, 4 – ექსტერიერისათვის); ე) შენობის არქიტექტურული ნახაზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 15 დღის განმავლობაში, ამასთან, კომისია უფლებამოსილია, გააგრძელოს აღნიშნული ვადა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღით. 5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო განიხილავს მასთან შესულ დოკუმენტაციას და არასრულად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შემთხვევაში განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს დამატებით ვადას ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენისათვის.  6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო სრულყოფილად შევსებულ/წარდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას უგზავნის კომისიას, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებლებს. 7. სამდივნო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის პირველად ექსპერტიზას, რაც გულისხმობს დოკუმენტაციის საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრას. განაცხადის საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ამზადებს დოკუმენტაციას კომისიისათვის წარსადგენად. სამდივნო სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პორტალის/ვებგვერდის საშუალებით უზრუნველყოფს დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის შედეგების საჯაროობას.     მუხლი 3🔗. საკონკურსო პირობები 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით მესაკუთრისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს. 2. კომისია გამოავლენს „კერძო სახლის“ ტიპის ობიექტებს შემდეგი პირობების მიხედვით: ა) მდებარეობა: ა.ა) დაკავშირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი სარგებლობის გზასთან; ა.ბ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელმისაწვდომობა: ა.ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/სკოლასთან; ა.ბ.ბ) ჯანმრთელობის დაცვის სერვისებთან; ა.ბ.გ) სასურსათო დანიშნულების სავაჭრო პუნქტთან;  ა.გ) უნდა მდებარეობდეს დასახლებულ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობაც შეადგენს არანაკლებ 500 პირს; ბ) კომუნიკაციები და გათბობის საშუალებები: ბ.ა) უნდა იყოს წყლის რესურსი, მათ შორის, არტეზიული ჭა ან მისი არსებობის შესაძლებლობა; ბ.ბ) უნდა იყოს ელექტროენერგია; ბ.გ) უნდა იყოს საკანალიზაციო სისტემა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სანიაღვრე სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა; გ) შენობა-ნაგებობა: გ.ა) ნაგებობის საერთო სასარგებლო ფართობი (მანსარდისა და აივნების გარეშე) უნდა იყოს არანაკლებ 180 მ​2-ისა და არა უმეტეს 240 მ​2-ისა; გ.ბ) უნდა ჰქონდეს ეზო; გ.გ) არ უნდა იყოს კონსტრუქციული დაზიანებები; გ.დ) ძირითადი კედლები უნდა იყოს მყარი კონსტრუქციის, გარდა ტიხრებისა; გ.ე) უნდა იყოს შიდა კიბე, ან შესაბამისი რესურსი/ფართობი კიბისათვის.     მუხლი 4🔗. შესასყიდი ობიექტის ფასის გამოვლენა 1. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს გამარჯვებული კანდიდატები საუკეთესო პირობების მიხედვით, სადაც ერთ-ერთ კრიტერიუმად განიხილება შესასყიდი ობიექტის ღირებულება. 2. შესასყიდი ობიექტის საბოლოო ფასის გამოსავლენად ტარდება ზეპირი ვაჭრობა. 3. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4. მდივანი კომისიას აცნობს ინფორმაციას მოცემულ ლოტზე კონკურსის ყველა მონაწილის შესახებ. 5. კომისია ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს უცხადებს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ფასს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. ამასთან, კლებადობის მინიმალური ბიჯი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 000 ლარს. 6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველ წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს. 8. თუ ორმა ან მეტმა მონაწილემ წარადგინა/დააფიქსირა ერთნაირი ფასი, ფასის ცვლას იწყებს/აგრძელებს შესაბამისი რიგითობის მიხედვით მონაწილეთა შორის წილისყრის შედეგად გამოვლენილი მონაწილე (მონაწილეები).  9. ზეპირი ვაჭრობის დროს თითოეულ მონაწილეს ახალი წინადადებისათვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთისა. 10. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, მათ შორის, თითოეული პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი და დაფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.     მუხლი 5🔗. ობიექტის შეფასება 1. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრები თავიანთი წერილობითი შეფასებების თაობაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით. 2. კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ თითოეული ობიექტისათვის მინიჭებული ჯამური ქულების საშუალო მაჩვენებლებით დგება ობიექტთა რეიტინგი. 3. საუკეთესო რეიტინგის მქონე ობიექტ(ებ)ს ადგილზე შეისწავლის კომისიის ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი და წერს დასკვნას. 4. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ობიექტის აღწერილობა, მათ შორის, ობიექტის შესაბამისობა პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან. 5. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის უარყოფითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის მომდევნო სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე ობიექტს ადგილზე შემოწმებით. 6. გამარჯვებულად მიიჩნევა საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე ის ობიექტი, რომლის შესახებაც არსებობს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა. 7. გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები და ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები.     მუხლი 6🔗. ხელშეკრულების გაფორმება 1. კონკურსის შედეგების დასრულების შემდეგ, ობიექტის შეძენის მიზნით, ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ობიექტის მესაკუთრე (გამყიდველი), სააგენტო (მყიდველი) და დონორი ორგანიზაცია (დამფინანსებელი). 2. სააგენტო უზრუნველყოფს შესყიდული ქონების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.