საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №540
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46(53), 24/09/1999
matsne.gov.ge 870 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.55pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 42.5pt 42.55pt 56.7pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №540 1999 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება I. ზოგადი ნაწილი 1. კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახური (შემდგომში � სამსახური) არის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებათა კომპიუტერიზაციის, პროგრამირების პროცესისა და შიდაუწყებრივი, უწყებათაშორისი მართვის უზრუნველყოფის მიზნით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში იგი მონაწილეობს სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციული ბაზის შექმნაში. 2. სამსახურის ამოცანები, კომპეტენცია, ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებული �საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით� და ამ დებულებით. II. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასა და ხელისუფლების სხვა ორგანოებში მიმდინარე სახელმწიფო მმართველობის სისტემის სრულყოფის პროექტის განხორციელების ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში და მასთან დაკავშირებული შესაბამის სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ქსელის სამინისტროებთან, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ორგანოებთან კომუნიკაციების ამოქმედებისათვის კომპიუტერული ინფასტრუქტურის შექმნისა და კომპიუტერული ადმინისტრირებისათვის საჭირო სამუშაოებში მონაწილეობა; გ) სახელმწიფო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და კორდინაცია; დ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების მთლიანი კომპიუტერიზაცია; ე) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და უწყებათაშორისი ერთიანი კომპიუტერული ქსელის შემდგომი გაფართოება. III. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) ერთიანი სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის შექმნაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას დააკავშირებს საქართველოს პარლამენტთან, უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სამინისტროებსა და სახელმწიფო დეპარტამენტებთან და გადააქცევს მას ცენტრალურ ინფორმაციულ ბაზად, რომელშიც დაგროვდა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინფორმაცია; ბ) ერთიანი სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების კოორდინაცია და ექსპლუატაცია; გ) ერთიანი ინფორმაციული სივრცის კვალიფიციური და სისტემატური თანხლება; დ) სისტემის ინტეგრირებული თანხლება; ე) აპარატურისა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, მისი სისტემატური თანხლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება; ვ) სახელმწიფო ორგანოებში არსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელების ფუნქციური ანალიზი; ზ) სახელმწიფო ორგანოებში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ძირითად მიმართულებათა შესახებ წინადადებების შემუშავება; თ) სახელმწიფო ორგანოთა კომპიუტერული დაკომპლექტების, მათი საქმიანობის ორგანიზაციის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური ფუნქციონირების საკითხების შესწავლა; ი) კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან თანამშრომლობა ; კ) ერთიანი კომპიუტერული ქსელის მომხმარებელთა ასისტირება. IV. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს სამსახურის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს. 3. სამსახურის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან დადგენილი წესით. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 5. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს ადევნდებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. V. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ახალი პროგრამების განვითარების, ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილება; ბ) სელებისა და აპარატურის ტექნიკური მომსახურების განყოფილება. VI. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 1. ახალი პროგრამების განვითარების, ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) არსებულ პროგრამულ პაკეტებზე მუშაობა, ტესტირება და გაწყობა; ბ) ახალი პროგრამული მოდულების შექმნა, სამუშაო პროგრამების სისტემური სრულყოფა მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით; გ) მრავალწერტილიანი კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; დ) ცენტრალური სერვერების საიდუმლოობა, მუდმივი მეთვალყურეობა; ე) ინსტალირებული სისტემების მართვა, ვერსიების განახლება, ახალი სისტემების ინსტალაცია სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ვ) მომხმარებელთა ბაზის, მათი უფლებებისა და რესურსების კორექტულად გადაწილება; ზ) ცენტრალურ სერვერებზე ინსტალირებულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში ცვლილებების შეტანა და ასლების შექმნა; თ) კომპიუტერულ ქსელში ინსტალირებულ სპეციალიზებულ პროგრამულ პაკეტთა ჯგუფის ადმინისტრირება; ი) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კომპიუტერული ქსელის მომხმარებელთან მუშაობა, კომპიუტერულ და პროგრამულ პაკეტებზე მუშაობის წესების ახსნა, მომხმარებლებთან წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა, მომხმარებელთათვის პერიოდული სწავლების მოწყობა და მათი მუშაობის კოორდინაცია; კ) ერთიანი სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების კოორდინაცია და ექსპლუატაცია; ლ) სახელმწიფო ორგანოებში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ძირითად მიმართულებათა შესახებ წინადადებების შემუშავება. 2. ქსელისა და აპარატურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) კომპიუტერული ქსელისა და პარკის ტექნიკური მეთვალყურეობა; ბ) დაზიანებული ან მოძველებული მოწყობილობების შეკეთება, განახლება; გ) აპარატურის მომწოდებელ კომპანიებთან საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ურთიერთობა; დ) ერთიანი სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის ტექნიკური მხარის კოორდინაცია და მის შექმნაში მონაწილეობა; ე) ერთიანი სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის ტექნიკურ მოთხოვნათა გათვალისწინება, სახელმწიფო ორგანოთა კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავება. VII. სამსახურის რეორგანიზაცია 1. სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დასაშვებია მისი რეორგანიზაცია. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებით გათვალისწინებული წესით.