ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

მიღების თარიღი 16.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №543
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46(53), 24/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 728 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #543 1999 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ საქართველოს სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და, კერძოდ, ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტების მომავალი ბევრად არის დამოკიდებული მოპოვებული ქვანახშირის მუდმივი მომხმარებლის არსებობაზე, რამაც თავისთავად უნდა უზრუნველყოს შახტების სტაბილური მუშაობა. ასეთი მსხვილი მომხმარებელი იქნება 125 მგვ თბოელექტროსადგური, რომლის მშენებლობა ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარების დამტკიცებული სქემით არის გათვალისწინებული და რომელიც გარანტირებული მომხმარებელი იქნება 600-700 ათასი ტონა ტყიბულის ქვანახშირისა წელიწადში. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება და მოწონებულ იქნეს „ისტროენერგო გრუპ, ინკ ლევიცეს“  (სლოვაკეთი) მიერ დამუშავებული „ტყიბულში 2X125 მეგა­ვატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის“ შესაძლებლობის გამოკვლევა – სამუშაო ვერსია. აღინიშნოს, რომ მშენებლობის დაფინანსება ხორციელდება კერძო ინვესტიციით საქართველოს სახელმწიფო და საბანკო გარანტიების გარეშე. 2. დადგინდეს, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს „ისტროენერგო გრუპ, ინკ ლევიცე“ (სლოვაკეთი) და მისი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველო-სლოვაკეთის შეზღუ­დული პასუხისმგებლობის  საზოგადოება  „ჯორჯიან ენერგო გრუპ“ „GEG“ (ა. ქოიავა). 3. მიღებულ იქნეს ცნობად: ა) მშენებლობის პროექტის რეალიზაციის შემდეგი ვადები: - შახტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დაფინანსების გახსნა – 20.09.99 წ.; - ინვესტიციების შესახებ საბანკო წერილის წარმოდგენა – 20.09.99 – 10.10.99 წ.; - მშენებლობის ტერიტორიის მომზადება – 15.09.99 – 20.09.99 წ.; - მშენებლობის სამუშაო პროექტის წარდგენა სახელმწიფო ექსპერტიზაზე – 10.01.2000 წ.; - მშენებლობის დაფინანსების გახსნა – 03.04.2000 წ.; - შახტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დაფინანსების გაგრძე­ლება – 01.05.2000 – 30.09.2002 წ.; - შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 01.06.2000 – 03.06.2002 წ.; - ტექნოლოგიური აღჭურვა – 01.05.2001 – 30.09.2002 წ.; - თბოელექტროსადგურის საექსპლუატაციოდ მიღება – 02.09.2002 – 28.02.2003 წ.; - კომერციული ოპერაციების დაწყება - 03.03.2003 წ. ბ) პროექტის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია 200 მლნ. აშშ დოლარით, მათ შორის: - შახტების რეკონსტრუქცია – 10%; - მიწა და შენობა-ნაგებობები – 30%; - საჭირო მოწყობილობა – 60%. 4. პროექტის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით: ა) პროექტი დამუშავდეს ევროპული სტანდარტების მიხედვით (გერმანული ნორმები); ბ) თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევა და შემდგომი მიჩენა მენაშენისათვის მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მიწის ღირებულების გადახდა მოხდეს მშენებლობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. 5. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი), ქ. ტყიბულის მერიამ (დ. ცირეკიძე) არსებული წესის მიხედვით მოამზადონ მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად საჭირო დოკუმენტაცია. 6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს 2X125 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა მისი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ვაჭრობისა და საგარეო-ეკო­ნომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ. გიორგაძე) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება საქართ­ველო-სლოვაკეთის კომპანია  „GEG“-ს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმებაში. 8. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის (კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, მე-6 მუხლი, მე-6 პუნქტი) შესაბამისად, განახორციელოს სააქციო საზოგადოება „ტყიბულნახშირის“ აქციათა პირდაპირი  მიყიდვა სლოვაკეთის ფირმა „ისტროენერგო გრუპ, ინკ ლევიცესათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. 9. პროექტის, დაბანდებული აქტივების, ფირმის უძრავ-მოძრავი ქონების, ელექტროენერგიის ტრანსპორტირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულებები „ჯორჯიან ენერგო გრუპსა“ და სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს შორის გაფორმდეს 2X125 მგვ-ანი  თბოე­ლექტროსადგურის მშენებლობის პროექტის სახელმწიფო ექსპერტიზისა და დამტკიცების შემდეგ. 10. თბოელექტროსადგურის დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრს მ. ჩხენკელს. 11. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენ.ებლობის და დაპროექტების შესახებ გამოქვეყნებული 1998 წლის 17 მარტის №79 განკარგულება. 12. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში. ე. შევარდნაძე