„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№118/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №118/ნ

2010 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ა ვტორიზაციის დებულების ა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010წლის 1 ოქტომბრის№99/ნ ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ა ვტორიზაციის დებულების ა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010წლის 1 ოქტომბრის№99/ნ ბრძანები თ (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების” (დანართი №1) 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრ დისას მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იქნება, დაწესებულებას ეს ფართი არ ჩაეთვლება რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის, ხოლო ამ ფართის გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.”.

    მუხლი 2

ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის”(დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2011 წლის 1 თებერვლამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.”.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინ ი