ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურეობრივ–საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1094
სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 163, 14/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,580 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2010 მიღება
01.01.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურეობრივ–საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №10 94 2010 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №14, 3.06.2003, მუხ. 90) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის №2511–რს კანონის მე-2 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. თანდართული სახით დამტკიცდეს: ა) ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესი და პირობები (დანართი №1); ბ) იარაღის დაბრუნების ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის აქტის ფორმა (დანართი №4). 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ საერთო სასამართლოებიდან მიღებული შემაკავებელი და დამცავი ორდერების სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში გადაგზავნა. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. მინისტრი ი. მერაბიშვილი დანართი №1 ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესი და პირობები თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს: ა) ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესსა და პირობებს; ბ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს; გ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესსა და პირობებს; დ) ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის წესსა და პირობებს. 2. აღნიშნული წესი ეხება იმ იარაღებს: ა) რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – მომსახურების სააგენტო); ბ) რომლებსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. 3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის საფუძველია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა.     მუხლი 2🔗. მოძალადისთვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვაზე, აგრეთვე სამსახურებრივ -საშტატო იარაღის ჩამორთმევაზე და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემაზე უფლებამოსილი პირი 1. მოძალადისთვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვაზე, აგრეთე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევაზე და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო): ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში; ბ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური, დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს საპატრულო პოლიციის იურისდიქცია, არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური. თავი II. პირად საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული იარაღის შენახვის  და მისი დაბრუნების წესი და პირობები     მუხლი 3🔗. პირად საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული იარაღის შენახვის წესი და პირობები 1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ჩამორთმეული იარაღის სათანადოდ შენახვა, რისთვისაც აღნიშნული პირი ჩამორთმეულ იარაღს ინახავს დალუქული სახით სპეციალურ სათავსში. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. 3. უფლებამოსილი პირი ჩამორთმეულ იარაღს ინახავს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადით.     მუხლი 4🔗. პირად საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული იარაღის დაბრუნების წესი და პირობები 1. იარაღის ჩამორთმევის საფუძვლების გაუქმების შემთხვევაში იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიბრუნოს ჩამორთმეული იარაღი. ამ მიზნით, მან უფლებამოსილ პირთან უნდა წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბ) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ან შეიცვალა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედება; გ) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იარაღის მფლობელს იმავდროულად აქვს აღნიშნული იარაღის ტარების უფლება). 2. ჩამორთმეული იარაღის მისი მესაკუთრისთვის დაბრუნების დროს დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 3. იარაღის დაბრუნების ოქმზე იარაღის მესაკუთრის ხელმოწერა სავალდებულოა. 4. იარაღის დაბრუნების შემთხვევაში იარაღზე დადებულ ლუქს ხსნის ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც უზრუნველყო მისი შენახვა. თავი III. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის წესი და პირობები     მუხლი 5🔗. მოძალადისთვის სამსახურებრივ -საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები 1. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა ხდება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის საფუძველზე. 2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი. 3. ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი უნდა გადაეცეს იმ ორგანოს, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ორგანოსთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.     მუხლი 6🔗. სამსახურებრივ -საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესი და პირობები 1. მოძალადისთვის სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობები შეიძლება განისაზღვროს შემაკავებელი ორდერით. 2. შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი პირის მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოძალადის სამსახურის სპეციფიკა. 3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შემაკავებელ ორდერში კეთდება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ. აღნიშნული კატეგორიის იარაღის შეზღუდულად სარგებლობის კონკრეტულ პირობებს კი განსაზღვრავს მოძალადის უშუალო უფროსი, ოჯახში ძალადობის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნის საფუძველია შემაკავებელი ორდერის გაუქმება ან მისი პირობების შეცვლა. 5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV. ოქმების (აქტების) აღრიცხვა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა     მუხლი 7🔗. ოქმების (აქტების) აღრიცხვა და სამინისტროს დანაყოფებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა 1. უფლებამოსილი პირების მიერ ამ წესის შესაბამისად შედგენილი ოქმები და აქტები, მათი შედგენიდან/გამოცემიდან 72 საათის განმავლობაში ელექტრონული დოკუმენტის სახით უნდა გაეგზავნოს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს (შემდგომში – სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო) და მომსახურების სააგენტოს. 2. სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოქმების და აქტების მიღების შემდგომ უზრუნველყოფს: ა) შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და მოხსნას; ბ) აღნიშნული ინფორმაციის ცენტრალიზებულ აღრიცხვას და მოთხოვნის შემთხვევაში კომპეტენტური დანაყოფებისთვის მათ მიწოდებას. 3. საქართველოს საერთო სასამართლოებიდან მიღებული შემაკავებელი და დამცავი ორდერები, სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა მათი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათის განმავლობაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით უნდა გადააგზავნონ სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში. დანართი №2 იარაღის დაბრუნების ოქმი 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმის შედგენის ადგილი 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმის შედგენის დრო 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის მესაკუთრის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დასაბრუნებელი იარაღის ტიპი, სერია, ნომერი და რეგისტრაციის ნომერი 5.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––            ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის დაბრუნების საფუძველი 6.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის დაბრუნებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა 7.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იმ ორგანოს დასახელება და მისამართი, რომელმაც უზრუნველყო ჩამორთმეული იარაღის შენახვა . –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის მიმღების შენიშვნა მისთვის ჩაბარებული იარაღის მდგომარეობაზე 10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის მიმღების ხელმოწერა 11. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უფლებამოსილი პირის ხელმოწერა შენიშვნა: აღნიშნული ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, საიდანაც ერთი გადაეცემა იარაღის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი, როგორც წესი, რჩება იარაღის შენახვაზე უფლებამოსილ დანაყოფს. დანართი №3 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის ოქმი 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმის შედგენის ადგილი 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმის შედგენის დრო 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოძალადის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ჩამორთმეული იარაღის სტატუსი, ტიპი, სერია და ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი (თუ არსებობს) 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იმ ორგანოს სახელწოდება, რომელმაც იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი 7.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა 8.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––       ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის ჩამორთმევაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, გვარი და თანამდებობა 9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოძალადის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა 10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსხვერპლის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა 11. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმის (თუ არის) ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა; მოწმის არარსებობის შემთხვევაში ამავე გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი 12. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა შენიშვნა: აღნიშნული ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოძალადეს (მისი სურვილის შემთხვევაში), მეორე ეგზემპლარი – იმ ორგანოს, რომელმაც ჩამორთმეულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრვ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო მესამე ეგზემპლარი  რჩება უფლებამოსილ პირს. დანართი №4 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის აქტი 1. –––––––––––––––––––––––––––––                                                2. –––––––––––––––––––––––––  ოქმის შედგენის დრო                                                                          იარაღის გადაცემის დრო 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იმ ორგანოს სახელწოდება, რომელსაც გადაეცა ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოძალადის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გადაცემული იარაღის ტიპი, სერია და ნომერი 7.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის ჩამორთმევის საფუძველი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა) 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის მიმღების სახელი, გვარი და თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––   ხელმოწერა 9.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––           –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იარაღის გადაცემაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა      შენიშვნა: აქტი დგება 2 ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა იმ ორგანოს, რომელმაც ჩამორთმეულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო მეორე  რჩება უფლებამოსილ პირს (შესაბამის დანაყოფს).