ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.11.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №629
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62(69), 26/11/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.11.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.5pt 46.35pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №629
1999 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე შეიქმნას ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრი.
2. დამტკიცდეს ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 მარტის №199 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქართულ-ინგლისური წარწერით.
2. ცენტრი ახორციელებს ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო უზრუნველყოფას.
3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
II. ცენტრის ამოცანები
5. ცენტრის ამოცანებია:
ა) მასობრივი ინფორმაციისა და სხვა საშუალებათა მეშვეობით ეკონომიკური რეფორმის გაშუქება;
ბ) ეკონომიკური რეფორმის საკითხებზე ახსნა-განმარტებითი და შემეცნებითი საქმიანობა.
III. ცენტრის ფუნქციები
6. ცენტრი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფას;
ბ) ეკონომიკური რეფორმის შესახებ ეწევა ახსნა-განმარტებით და შემეცნებით საქმიანობას მოსახლეობაში;
გ) აწყობს სემინარებს, კონფერენციებს, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური რეფორმის საკითხებზე. ორგანიზებას უწევს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებებში;
დ) ახორციელებს საზოგადოებრიობის საინფორმაციო უზრუნველყოფას მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, ერთჯერადი და პერიოდული ბეჭდვითი გამოცემებისა და სხვა საშუალებებით;
ე) ამზადებს სპეციალურ სატელევიზიო პროგრამას ეკონომიკური რეფორმების შესახებ;
ვ) გამოსცემს გაზეთს, საინფორმაციო ბიულეტენს;
ზ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ეკონომიკური რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საზღვარგარეთ;
თ) აგროვებს, შეისწავლის და აანალიზებს საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეთა გამონათქვამებში ასახულ ტენდენციებსა და ინიციატივებს;
ი) შეისწავლის და აანალიზებს უცხოურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში საქართველოში მიმდინარე პროცესების ამსახველ მასალებს;
კ) შეისწავლის და აანალიზებს საზოგადოების აზრს ეკონომიკური რეფორმის შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებას სამთავრობო სტრუქტურების შიგნით;
მ) ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრთან კოორდინაციით.
IV. ცენტრის უფლებამოსილება
7. საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს უფლება აქვს დადგენილი წესით:
ა) მიიღოს საჭირო ინფორმაცია ეკონომიკური რეფორმისა და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ სხვადასხვა დაწესებულებიდან და სახელმწიფო უწყებიდან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად აწარმოოს მოლაპარაკება უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა; ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოიყენოს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და სამივლინებო ხარჯებისათვის, აგრეთვე მოწვეული კონსულტანტებისა და სპეციალისტების შრომის ანაზღაურებისათვის;
დ) კონტრაქტის საფუძველზე მოიწვიოს კონსულტანტები და სპეციალისტები.
V. ცენტრის სტრუქტურა
8. ცენტრის საშტატო ნუსხა განისაზღვრება 5 საშტატო ერთეულით.
9. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
10. ცენტრის უფროსი წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი მუშაობისათვის.
11. ცენტრის უფროსი:
ა) განსაზღვრავს ცენტრის მუშაკთა ფუნქციებს;
ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მას სხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განაგებს ცენტრის ქონებასა და სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
დ) გამოსცემს ბრძანებებს და არსებული წესით სამუშაოდ იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს ცენტრის მუშაკებს.
5. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის უფროსი.
VI. ცენტრის კონტროლი
12. ცენტრის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კონტროლის პალატა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
VII. ცენტრის სახსრები და ქონება
13. ცენტრის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ინვენტარი, ტექნიკა და საფინანსო რესურსები.
14. ცენტრის საქმიანობის დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო სახსრები, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული სახსრები, აგრეთვე ცენტრისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემული სხვა სახსრები, შემოსავლები და შემოწირულობანი.
VIII. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
15. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ცენტრის დებულებაში ცვლილებათა შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის საშტატო ნუსხა
ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის საშტატო ნუსხა შედგება 5 საშტატო ერთეულისაგან:
ცენტრის უფროსი – 1
უფროსის მოადგილე – 1
რეფერენტი – 3