,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 11/03/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხ. 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინისტრის ბიურო”.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს კავშირურთიერთობის კოორდინაცია;

ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირურთიერთობის კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა, მოქალაქეთა მიღება და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;

თ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი;

ი) სამინისტროს მთავარი კანცელარიის ზედამხედველობა და კონტროლი;

კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა;

ლ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატური მომზადება და საზოგადოებისათვის წარდგენა”.

3. მე-17 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-19 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;”.

5. 27-ე მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 10.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.171.
სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”“, №37, 10.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.171 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11332/