უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის მოწესრიგების დროებით გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 29.11.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 010.140.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65(72), 08/12/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის მოწესრიგების დროებით გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt .75in 40.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
1999 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის მოწესრიგების დროებით გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის მოწესრიგების დროებით გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოში უცხო სახელმწიფოების, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების, მოქალაქეთა (შემდგომში – უცხოელთა) შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საკანონმდებლო ბაზაში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანამდე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) სახელმწიფო საზღვარზე და სასაზღვრო ზონაში – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული შესაბამისი ქვედანაყოფები;
ბ) ქვეყნის შიგნით მთელ ტერიტორიაზე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს შესაბამისი სამსახურები.
2. საქართველოში შემოსულ უცხოელთა მიგრაციული კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შემოღებულ იქნეს „მიგრანტის ბარათი“ თანდართული ნიმუშის მიხედვით.
3. უცხოელთა მიერ საქართველოში შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის წესების დარღვევის, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ცხოვრების ან ძალადაკარგული დოკუმენტებით სარგებლობის, აგრეთვე აღრიცხვის, მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის დადგენილი ნორმების დაუცველობის, საქართველოში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნიდან გამგზავრებისათვის თავის არიდებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის სხვა სამართალდაცვის ორგანოებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე):
ა) აღრიცხოს უცხოელი მოქალაქეები, შეიტანოს სათანადო აღნიშვნები პასპორტსა და „მიგრანტის ბარათში“, რომლის ერთი ნაწილი რჩება მოქალაქეს, ხოლო მეორე ნაწილი შედის იმიგრაციულ-ემიგრაციულ საინფორმაციო ბანკში და შემდეგ მიეწოდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს;
ბ) განსაზღვროს იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომლებთანაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული აქვს უვიზო მიმოსვლა, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას პასპორტის შემცვლელი პირადობის ან მოქალაქეობის სხვა დოკუმენტში შტამპის დასმის წესი;
გ) არ დაუშვას საქართველოში უცხოელთა შემოსვლა ან საქართველოდან გასვლა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე):
ა) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოში უვიზოდ შემოსულ უცხოელთა აღრიცხვა საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს რაიონულ და საქალაქო სამსახურებში შემოსავლიდან სამ დღეში (უქმე და დასვენების დღეების ჩაუთვლელად), რის შესახებაც „მიგრანტის ბარათში“ სპეციალური შტამპის დასმით შეტანილ იქნეს სათანადო აღნიშვნები;
ბ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დაუწესოს ზედამხედველობა საქართველოში შემოსული უცხოელების მიერ ქვეყანაში ყოფნის ვადების დაცვას.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამართალდაცვის ორგანოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში არ დაუშვას უცხოელი მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაცემა.
7. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ა. იოსელიანი) დროულად და ოპერატიულად მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ინფორმაციის მიწოდების, გაცვლისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ხუთ დღეში შეიმუშაონ ერთობლივი წესი.
9. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა ხელი შეუწყონ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს სამხარეო, რაიონულ და საქალაქო სამსახურებს, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო-გამტარ პუნქტებს უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის უზრუნველყოფაში.
10. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო და კერძო სასტუმროების ადმინისტრაციებმა უზრუნველყონ მათთან დაბინავებულ უცხოელთა საპასპორტო მონაცემების აღრიცხვა და სათანადო ინფორმაციის სამ დღეში შესაბამისი ტერიტორიული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისათვის მიწოდება.
11. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტრომ (ს. ესაკია) უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გამტარი და საკონსულო-სავიზო პუნქტების აღჭურვა კავშირგაბმულობის საშუალებებითა და ელექტრონული ფოსტით.
12. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) გამონახოს დამატებითი სახსრები ბრძანებულებით გათვალისწინებული „მიგრანტის ბარათის“ საჭირო რაოდენობით დასამზადებლად.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი) საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკთა მონაწილეობით მიმდინარე წლის 10 იანვრამდე მოამზადოს უცხოელთა შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის აღრიცხვის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა.
14. დამტკიცდეს თანდართული „მიგრანტის ბარათი“.
15. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
ე. შევარდნაძე
Ministry of Refagees end Accommodation of Georgia
0 0 0 0 0 0 0
შემოსვლა
ბ-გასვლა
b-departure
პასპორტის №/ pasport/ Gfcghn №
გვარი, სახელი
Surname, Name
Фамилия Имя
საქართველოდან გასვლის თარიღი
_______________________________________
(ხელმოწერა/Signature თარიღი/ Date)
ბარათის ეს ნაწილი წარმოადგინეთ გთხოვთ უვიზოდ შემოსულებმა აღრიცხვი-გასვლისას სათვის 3 დღის ვადაში მიაკითხოთ
დაიცავით საქართველოდან საპასპორტო სამსახურს (ტრანზიტის
გასვლის თარიღი გარდა)
ცნობისათვის
* სასაზღვრო-გამტარ პუნქტში ისარგებლეთ უცხოელთათვის
გამოყოფილი გასასვლელით
* ბავშვის ბარათს ავსებს თანმხლები პირი
ამ გვერდს ავსებს სასაზღვრო - მიგრაციული სამსახურების წარმომადგენელი
A - შემოსვლა
__________________________________________
სასაზღვრო-გამტარი პუნქტის დასახელება
__________________________________________
თვითმფრინავის რეისის დასახელება და №
__________________________________________
პორტისა და გემის დასახელება
__________________________________________
მატარებლის რეისის დასახელება და №
__________________________________________
ავრობუსის რეისის დასახელება და №
შენიშვნები _______________________________
____________________________________________
A - შემოსვლა
ბ.ა.
„___“___________ წ.
შენიშვნები ____________________________
_______________________________________
_______________________________________
B - შემოსვლა
ბ.ა.
შენიშვნები ____________________________
_______________________________________
_______________________________________
საჭიროებისას მიმართეთ მისამართზე 380002 ქ. თბილისი
რუსთაველის გამზირი 28, მიგრაციის კონტროლის
დეპარტამენტი (მპდ)