ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზრში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 09.12.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №657
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67(74), 14/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 848 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზრში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №657 1999 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ ბოლო წლებში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში გაწეული საქმიანობის მაჩვენებელთა გარკვეული ზრდის ტენდენციის მიუხედავად ეს მონაცემები არ ასახავს ფაქტობრივად გაწეული საქმიანობის მოცულობას, ვინაიდან სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ამ საქმიანობის სათანადო აღრიცხვა-ანგარიშგება, რის გამოც იქმნება საგადასახადო ბაზაში მისი არასრული მოქცევის შესაძლებლობა. ჯეროვნად არ არის შეფასებული მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი საშუალება სახელმ­წიფო ბიუჯეტის შემოსავლის გაზრდისა გაწეული მომსახურების აღრიცხვის მოწესრიგების მეშვეობით. ქ. თბილისში განლაგებული მსხვილი რესტორნებისა და ბენზინგასამართი სადგურების შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოავლინა მომსახურების სფეროში გაწეული საქმიანობის რეალური მაჩვენებლების დამალვის ფაქტები. სათანადო ყურადღება არ ექცევა ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს სხვა ობიექტებში სარეალიზაციო საქონლის ფასმაჩვენებლისა და გაწეული მომსახურების პრეისკურანტების სავალდებულო გამოცხადების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამასთან, მოუგვარებელია ფასმაჩვენებლების დამზადებისა და ამ ობიექტებისათვის მათი მიწოდების საკითხი. სამომხმარებლო ბაზარზე ამჟამად არსებული არაჯანსაღი ვითარება გარკვეულწილად განაპირობა „ვაჭრობის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 4 მაისის №522 დადგენილებამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზაში სრულად მოქცევის მიზნით: 1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ვ. მაისურაძე) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, მმართველობის ადგილობრივი და თვითმმართველობის ორგანოებისა და საქართველოს სხვა სამთავრობო დაწესებულებების ხელშეწყობით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს ქმედითი ღონისძიებანი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე სათანადო წესრიგის დასამყარებლად, რათა უახლოეს დროში აღმოიფხვრას ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ობიექტების საქმიანობაში არსებული დარღვევები და ნაკლოვანებანი და მკვეთრად გაუმჯობესდეს მოსახლეობის მომსახურების დონე, მისი სოციალური ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტმა (მ.ჩიკვილაძე) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად დეტალურად შეისწავლოს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ობიექტებში გაწეული საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ამ საქმეში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების მდგომა­რეობა და მიიღოს მკაცრი, გადამჭრელი ზომები მის მოსაწესრიგებლად, ამასთან, რეალური შემოსავლის დამალვის ფაქტების გამოვლინებისას გამოიყენოს კანონმდებლობით დაწესებული მკაცრი სანქციები. 3. იმის გამო, რომ არადამაკმაყოფილებლად სრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ფასმაჩვენებლისა და მომსახურების ობიექტებში გაწეული მომსახურების პრეისკურანტის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ, რის შედეგად მოუგვარებელია და გადაწყვეტას საჭიროებს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფის საკითხები საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ.მანჯგალაძე) საქონლის დამამზადებელ და გამყიდველ მეწარმეებთან ერთად შეიმუშაოს ფასმაჩვენებლების ნიმუშები სარეალიზაციო საქონლის ჯგუფური ასორტიმენტის მიხედვით და დაამტკიცოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დამტკიცებული ნიმუშების მიხედვით ფასმაჩვენებელთა დამამ­ზადებელი მეწარმის შერჩევა მოხდეს ტენდერით, რომლის მოწყობა და ამისათვის საჭირო პირობების შემუშავება განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად. ამასთან მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული, რომ სატენდერო პირობებით შერჩეული ფასმაჩვენებლის ნიმუშების გავრცელება დროებით, ამ საქმის მოწესრიგებამდე, მოხდეს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ, იმ ვარაუდით, რომ მოვაჭრე სუბიექტი ტენდერში გამარჯვებულ საწარმოსაგან შეიძენს სამომხმარებლო საქონლის ფასმაჩვენებელს სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული ნიმუშისა და რაოდენობის შესაბამისად. 4. იმასთან დაკავშირებით, რომ „ვაჭრობის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 4 მაისის №522 დადგენილება ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს და გარკვეულწილად წარმოადგენს ამჟამად სამომხმარებლო ბაზარზე არაჯანსაღი ვითარების გამომწვევ ერთ მიზეზთაგანს, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აღნიშნული დადგენილების ნაცვლად ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება. ამ კანონის პროექტი შეიმუშაონ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუ­ჩაშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, იმ ვარაუდით, რომ ამ კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს სამთავრობო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს ახალი საკანონმდებლო აქტის მიღებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების დროულ გადაწყვეტას. 5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბე­რიძე) სისტემატურ რეჟიმში გააგრძელოს და განავითაროს სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების რეალური მოცულობის დადგენის მიზნით სპეციალურად ორგანიზებული სტატისტიკური გამოკვლევების განხორციელება და მისი შედეგების შესახებ სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს. 6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ფასების ინსპექციამ (ა. მაისურაძე) მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამის სამსახურებთან ერთად დაუწესოს მკაცრი კონტროლი ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებში ფასმაჩვენებელთა გამოცხადებას და არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველთვიურად სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შესულ ობიექტში ფასგამოცხადების საკითხებს. 7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ. ე. შევარდნაძე