საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 09.12.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №658
სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68(75), 17/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,200 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.1999 მიღება
06.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №658 1999 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის რეორგანიზაციის შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 1997 წლის 15 აპრილის საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სამართლებრივი სტატუსი.  საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, მისი მუშაობის სრულყოფის, ეფექტიანობის ამაღლებისა და დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბების მიზნით: 1. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე. 2. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა არის საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სამართალმემკვიდრე. 3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წესდება. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის, როგორც საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სამართალმემკვიდრის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არსებული წესისა და ნორმების ფარგლებში. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 20 ნოემბრის №7 განკარგულება და „საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 4 ოქტომბრის №617 დადგენილება. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წესდება I. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა (შემდგომში – დაწესებულება) შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. დაწესებულება საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის სამართალმემკვიდრეა. 3. დაწესებულება დაფუძნებულია საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე. 4. დაწესებულება ასრულებს სახელმწიფოებრივ ამოცანებს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის, საინფორმაციო, კულტურულ და სხვა სფეროებში. 5. დაწესებულება ანგარიშვალდებულია ამ წესდების მე-4 თავით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე. 6. დაწესებულების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №68. 7. დაწესებულების სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა. დაწესებულების შემოკლებული სახელწოდებაა – სსიპ საქტელერადიომაუწყებლობა. II. დაწესებულების უფლებაუნარიანობა, მიზნები და საქმიანობის საგანი 8. დაწესებულების სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმოადგენს მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელება. 9. დაწესებულების მიზანია: ა) შექმნილი ტელერადიოპროდუქციით, გაწეული მომსახურებითა და შესრულებული სამუშაოებით ტელერადიომაუწყებლობის დარგში საქართველოს საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სახელმწიფო ტელერადიოწარმოების განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განახლება; ბ) დაწესებულების უფლებამოსილების ფარგლებში ტელერადიოსაქმიანობის ერთიანი საჯარო ინტერესების სრულყოფილად წარმართვა; გ) დაწესებულების უფლებამოსილების ფარგლებში ტელერადიომაუწყებლობის ფუნქციონირების რეგულირება და ორგანიზაცია; დ) საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის, მისი კულტურული და პოლიტიკური ერთიანობისათვის ხელის შეწყობა. 10. დაწესებულების საქმიანობის საგანია: ა) ტელერადიო პროდუქციის შექმნა; ბ) დადგენილი წესით საქართველოსა და უცხოეთში ტელერადიომაუწყებლობის ქსელის შექმნა, ტელერადიოპროდუქციის შეუფერხებელი გაცვლისათვის ხელშეწყობა და ორგანიზაცია; გ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მომხმარებლისათვის ოპერატიულად მიწოდება; დ) საკონკურსო საწყისებზე საუკეთესო ტელერადიო პროდუქციის გამოვლენა და გავრცელება; ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ტელერადიო გადაცემების შესახებ; ვ) მარკეტინგული და სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აუდიო-ვიდეო და აუდიოვიზუალური პროგრამების, კინოპროდუქციის შეძენა, ამ პროდუციისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა სახეების საავტორო უფლებების მოპოვება; თ) მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული ფილმების, ტელე-, და რადიოპროგრამების, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების შესაქმნელად საწარმოშემოქმედებითი პროცესისათვის პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ი) კინემატოგრაფიული, სასცენო, მუსიკალური და ხელოვნების სხვა ჟანრის ნაწარმოებების შექმნა და გავრცელება; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა დაფუძნება; ლ) რეკლამისა და სარეკლამო მომსახურების ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) გამოფენების, ლატარიების, კონკურსების, ფესტივალების ორგანიზება და მოწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) უცხო ქვეყნების ტელერადიო ორგანიზაციების მომსახურება გადამღები და სამონტაჟო ტექნიკით, ტრანსპორტით, ჟურნალისტებით, კავშირგაბმულობით. 11. დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ქმედობა, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. 12. დაწესებულებას აქვს უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ თუ ის არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, დადგება საკითხი მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ. III. დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, ფორმა და ფარგლები 13. დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი (შემდგომში – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ორგანო), მის მიერ დადგენილი ორგანოს მეშვეობით. 14. დაწესებულება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წელიწადში ერთხელ წარუდგენს საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 15. დაწესებულება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნიდან 3 კვირაში წარუდგენს მას დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. 16. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. IV. დაწესებულების მართვა და ხელმძღვანელობა 17. დაწესებულების მართვა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება თავმჯდომარეს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 18. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე. 19. თავმჯდომარე წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ არის შეზღუდული. 20. თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს დაწესებულებას საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოთა ყველა დონის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებში; ბ) განსაზღვრავს დაწესებულების სტრუქტურას და ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; გ) წყვეტს საკადრო საკითხებს და წარმართავს მის საქმიანობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის; ე) განაგებს ფინანსურ სახსრებს; ვ) ქმნის დაწესებულების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა ფონდებს, აგრეთვე სხვა ფონდებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს დაწესებულების მუშაკებს. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის მოადგილეებს, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; თ) დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებსა და რწმუნებებს; ი) ხსნის საბანკო ანგარიშებს; კ) გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს; ლ) წყვეტს კანონმდებლობით და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 21. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით თავმჯდომარე: ა) ამტკიცებს საშტატო განრიგს და განსაზღვრავს წლიური სახელფასო ფონდის რაოდენობას; ბ) ახორციელებს უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა და დატვირთვას. 22. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით თავმჯდომარე: ა) აწარმოებს სესხის აღებას; ბ) იძლევა თავდებობას. 23. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დაწესებულების კოლეგიალური ორგანო, რომელიც თავმჯდომარის საკონსულტაციო ორგანო იქნება. 24. კოლეგიალურ ორგანოს ქმნის თავმჯდომარე. 25. დაწესებულების კოლეგიალური ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს, მათი მოწვევის, გადაწყვეტილებების მიღების წესს ადგენს დაწესებულების შიდაორგანიზაციული სტრუქტურის მარეგულირებელი აქტი, რომელსაც ამტკიცებს თავმჯდომარე. V. დაფინანსება 26. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სახელშეკრულებო საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. VI. საბუღალტრო ანგარიშგება 27. დაწესებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს სამეწარმეო ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 28. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი. VII. წესდებაში ცვლილების შეტანა წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. VIII. დაწესებულების ლიკვიდაცია 29. დაწესებულება წყვეტს საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 30. დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 31. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს.