საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 12.12.1999
გამომცემი ორგანო 179,4
ნომერი №665
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68(75), 17/12/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.1999 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1. შპს „მზეკაბანი“ | 135,4 |
| 2. აბაშის რაიონის პურის მიმღები საწარმო | 41,0 |
| 3. შპს „წნორის პურპროდუქტების კომბინატი“ | 57,3 |
| 4. ქუთაისის სს „წისქვილი“ | 122,4 |
| 5. სს „კახეთის პური“ | 18,0 |
| 6. მარნეულის პურპროდუქტების კომბინატი | 921,2 |
| 7. ნავთლუღის პურპროდუქტების კომბინატი | 305,8 |
| 8. გორის სს „ელიტა“ | 343,2 |
| სულ | 1209,2 |
| 1. | აჭარკოოპკავშირი |
| 2. | მესტიის რაიკოოპერატივი |
| 3. | ცაგერის რაიკოოპერატივი |
| 4. | ტყიბულის რაიკოოპერატივი |
| 5. | კოოპერატივი „სოჩხეთი“ |
| 6. | ახმეტის რაიკოოპერატივი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 51.05pt 42.55pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №665
1999 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციას არ შეუქმნია პრობლემები მოსახლეობის პურითა და ფქვილით მომარაგებაში, არ მომხდარა პურის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ პურპროდუქტების საწარმოთა პრივატიზება და პურის ფასების ლიბერალიზაცია მიმდინარეობდა გეგმაზომიერად.
ამასთან, მოსახლეობის პურითა და ფქვილით მომარაგების წინათ არსებული სისტემის რეორგანიზაციის დროს გამოვლინდა მთელი რიგი ფინანსური პრობლემები. კორპორაციის სისტემაში შემავალ საწარმოთა უმრავლესობას დარჩა მნიშვნელოვანი დავალიანებები ბიუჯეტის წინაშე, რაც განაპირობა მთელმა რიგმა ობიექტურმა და სუბიექტურმა მიზეზებმა. მათ შორის, ცალკეულ საწარმოთა და ცეკავშირის სისტემაში შემავალ ორგანიზაციათა მხრიდან სახელმწიფო დავალიანებების გადახდისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სამთავრობო გადაწყვეტილებათა მიღებამ, არსებული ფინანსური სირთულეების გამო სახელმწიფოს მიერ კორპორაციისა და პურის მწარმოებელი საწარმოების არასრულმა დაფინანსებამ და ა.შ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 მარტის №189 დადგენილების შესაბამისად კომბინირებული საკვების შეღავათიან ფასებში გაცემამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა პურპროდუქტების სისტემაში შემავალ საწარმოებს, ვინაიდან იმთავითვე არ იქნა განსაზღვრული ფასთა სხვაობის დაფარვის წყარო.
საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემათა გადაჭრის მიზნით:
1. საქართველოში გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოტანილ ხორბლისა და ფქვილისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახდელის გადაუხდელობით ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილი დავალიანება ყოფილ პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციასა და მის სისტემაში შემავალ საწარმოებს 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განესაზღვროთ 14693,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული დავალიანება შემცირდეს:
ა) 1996 წლის თებერვალ-მარტში ევროკავშირიდან შემოტანილი ჭვავის ფქვილის სარეალიზაციო ფასის შემცირებით მიღებული თანხით – 114,7 ათასი ლარით;
გ) 1994-1995 წლებში ყოფილი პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სისტემაში შემავალი საწარმოების მიერ კომბინირებული საკვების შეღავათიან ფასებში რეალიზაციით გამოწვეული ზარალის თანხით – 2681,6 ათასი ლარით №1 დანართის მიხედვით.
3. დაკმაყოფილდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ყოფილი პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სისტემაში შემავალი საწარმოების, აგრეთვე ცეკავშირის გამგეობის თხოვნა და საქართველოს მაღალი მთის რაიონების მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით ჩამოეწეროთ, როგორც უიმედო ვალი, აღნიშნული რაიონების მოსახლეობას, ახალციხისა და ქუთაისის პურის მიმღებ და ცეკავშირის სისტემის საწარმოებს 1995-1996 წლების ზამთრის სეზონისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 20 სექტემბრის №366 ბრძანებულების შესაბამისად მაღალი მთის რაიონებში შეტანილი და მოსახლეობის მიერ დღემდე აუნაზღაურებელი ფქვილის ღირებულება 1209,2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ყოფილი პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სისტემის საწარმოებს იმავე თანხით შეუმცირდეთ ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე არსებული ფიქსირებული გადასახდელის გადაუხდელობით წარმოქმნილი დავალიანება N2 და N3 დანართების მიხედვით.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 25 აგვისტოს №522 დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების 1996 წლის 8 აპრილის №78-28-2-58 ერთობლივი ბრძანებისა, საქართველოს პურპროდუქტების სააქციო-კომერციული კორპორაციის მიერ აკუმულირებული ბიუჯეტის კუთვნილი 2572 ათასი ლარიდან ფირმა „ანჟელის“ მიერ აუთვისებელი ნაშთი – 500 ათასი ლარი დროებით გადაეცა სს „მარცვალს“ კერძო ფერმერებთან და საზოგადოებრივ მეურნეობებთან სასაქონლო მარცვლეულის ერთობლივ წარმოებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებათა დასაფინანსებლად.
5. საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციაზე დარჩენილი აკუმულირებული 1072,0 ათასი ლარიდან:
ა) 411,5 ათასი ლარი გადაეწეროს ფირმა „ანჟელისაგან“ სიმინდის მარცვლის მიმღებ საწარმოებს;
ბ) 660,5 ათასი ლარი ჩამოიწეროს იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წელს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულმა კორპორაციამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ მიიღო პურის ცხობისათვის გათვალისწინებული დოტაცია 1200 ათასი ლარის ოდენობით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (კ. თარგამაძე) ერთად შეისწავლოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 22 მარტის №159გ განკარგულების თანახმად ხორბლის შემოსატანად ყაზახეთში გადარიცხული და დღეისათვის სააქციო საზოგადოება „ქუთაისის პურის მიმღებზე“ დავალიანებად რიცხული 464,0 ათასი ლარის ბიუჯეტში დაბრუნების საკითხი და ორ თვეში წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.
7. საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიამ (ა. ბურჯანაძე) ერთი თვის განმავლობაში მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კორპორაციასა და ადრე მის სისტემაში შემავალ საწარმოებზე რიცხული გეგმურ დავალიანებათა კორექტირება ამ ბრძანებულების შესაბამისად და წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ საწარმოთა კორექტირებულ გეგმურ დავალიანებათა ნუსხა.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) ამ ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებული მონაცემები აცნობოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღოს ზომები მათი ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებისათვის ყოველკვარტალურად თანაბარი ოდენობით;
ბ) წარმოადგინოს წინადადება პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1997 წლის 15 ივლისიდან დღემდე გაწეული ხარჯების დაფარვის შესახებ.
ე. შევარდნაძე
დანართი №1
1994-1995 წლებში კომბინირებული საკვების შეღავათიან ფასებში რეალიზაციის შედეგად ფასთა სხვაობით მიღებული ზარალი
(ათას ლარობით)
1. შპს „მზეკაბანი“
135,4
2. აბაშის რაიონის პურის მიმღები საწარმო
41,0
3. შპს „წნორის პურპროდუქტების კომბინატი“
57,3
4. ქუთაისის სს „წისქვილი“
716,3
5. სს „კახეთის პური“
161,4
6. მარნეულის პურპროდუქტების კომბინატი
921,2
7. ნავთლუღის პურპროდუქტების კომბინატი
305,8
8. გორის სს „ელიტა“
343,2
სულ
2681,6
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე –
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
დანართი №2
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 20 სექტემბრის №366 ბრძანებულებით საქართველოს მაღალი მთის რაიონების მოსახლეობისათვის გაცემული ფქვილის აუნაზღაურებელი ღირებულება
(ათ.ლარი)
დებიტორული დავალიანებანი
1.
აჭარკოოპკავშირი
361,5
2.
მესტიის რაიკოოპერატივი
241,5
3.
ცაგერის რაიკოოპერატივი
56,4
4.
ტყიბულის რაიკოოპერატივი
8,0
5.
კოოპერატივი „სოჩხეთი“
3,0
6.
ახმეტის რაიკოოპერატივი
18,0
7.
თერჯოლის რაიკოოპერატივი
17,1
8.
წყალტუბოს რაიკოოპერატივი
12,0
9.
მარტვილის რაიკოოპერატივი
77,2
10.
ამბროლაურის რაიკოოპერატივი
118,8
11.
ადიგენის რაიკოოპერატივი
18,4
12.
ონის რაიკოოპერატივი
22,2
13.
ახალქალაქის რაიკოოპერატივი
32,3
14.
ახალქალაქის რაიკოოპერატივის პურკომბინატი
37,3
15.
ნინოწმინდის რაიკოოპერატივის პურკომბინატი
5,6
16.
ერედვის რაიკოოპერატივი
1,4
17.
ასპინძის რაიკოოპერატივი
8,0
18.
ხონის რაიკოოპერატივი
9,6
19.
ხონის რაიკოოპერატივის პურკომბინატი
34,3
20.
ბაღდათის რაიკოოპერატივის პურკომბინატი
24,9
21.
ლენტეხის რაიკოოპერატივი
75,8
22.
ჭიათურის რაიკოოპერატივი
2,5
23.
საჩხერის რაიკოოპერატივი
0,1
24.
ვანის კოოპმრეწვკომბინატი
4,6
25.
ვანის რაიკოოპერატივი „ზეინდარი“
0,7
26.
ხარაგაულის რაიკოოპერატივი
0,3
27.
ლანჩხუთის კოოპმრეწვკომბინატი
0,7
28.
ჩოხატაურის რაიკოოპერატივი
7,2
29.
ახალგორის რაიკოოპერატივი
10,8
სულ
1209,2
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე –
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
დანართი №3
ფიქსირებული გადასახდელის გადაუხდელობით წარმოქმნილი დავალიანების კორექტირება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 20 სექტემბრის №366 ბრძანებულებით მაღალი მთის რაიონების მოსახლეობისათვის ფქვილის გამცემი საწარმოებისათვის
(ათ.ლარი)
ფიქსირებული გადასახადი
1. სს „აჭარპური“
134,0
2. შპს „ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატი“
241,0
3. გორის სს „ელიტა“
172,4
4. ქუთაისის სს „წისქვილი“
122,4
5. სს „კახეთის პური“
18,0
6. სს „ქუთაისის პურის მიმღები“
107,8
7. სს „ფოთის წისქვილქარხანა“
227,0
8. სს „ქუთაისის პურის მიმღების“ დებიტორები
179,4
9. ოზურგეთის პპკ
7,2
სულ
1209,2
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე –
სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე