ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამგეობის ორგანოს სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.127.000564
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 02/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო კოდი 010.260.010.35.127.000.564

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს

დად­გე­ნი­ლე­ბა №42

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამგეობის ორგანოს სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:

პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;“.

2. მე-2 მუხლის, პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება;“

3.პირველი მუხლის, მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„4. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და შტამპი;“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები გამგეობის რწმუნებულის მიერ ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი