საჯარო სამართლის იუსრიდიული პირის - სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 12.12.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68(75), 17/12/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იუსრიდიული პირის - სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 59.55pt 1.0in 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №667
1999 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შექმნის შესახებ
სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების მიზნით:
1. მოხდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის მართვის სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრის დაფინანსება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების, სახელმწიფო შეკვეთებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს ცენტრის შექმნისათვის აუცილებელი სახსრები „2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №390 ბრძანებულების შესაბამისად.
4. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) გადასცეს ცენტრს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის მართვის სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის კუთვნილი შენობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დამტკიცდეს სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის მართვის სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის ბაზაზე მისი რეორგანიზაციის შედეგად.
2. ცენტრი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. მას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი და საანგარიშსწორებო ანგარიშები.
3. ცენტრი შექმნილია საჯარო და სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფოებრივი ქონების განკერძოების გზით.
4. ცენტრის ადგილსამყოფელია: თბილისი, ვ.ბერიძის 6.
II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
5. ცენტრის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფო რეგულირების ფორმებისა და მეთოდების, სტილისა და მექანიზმების სრულყოფის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება, მათი დანერგვის ხელშეწყობა და შესაბამისი კადრების მომზადება.
6. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
7. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებათა ორგანიზაციული სტრუქტურების სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება; თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენისათვის მეთოდური მასალების მომზადება;
გ) სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების დადგენა, მათი მომზადების საჭიროებასა და სახელმწიფო დაკვეთასთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება;
დ) ერთიანი მეთოდოლოგიისა და მიდგომების საფუძველზე სახელმწიფო მოხელის რანგისა და საკლასო ჩინის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის აუცილებელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება;
ე) სასწავლო პროგრამების, სასწავლო პროცესისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კადრების შერჩევისა და ატესტაციის პროცედურების დამუშავება, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება, მართვის სტილისა და მოსამსახურეთა ჯგუფური თავსებადობის პირობების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) სახელმწიფო სამსახურის პერსონალის მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
III. ცენტრის მართვა
8. ცენტრის მართვის უმაღლესი ორგანოა მმართველობითი კომიტეტი, რომლის წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ცენტრის უფროსის წარდგინებით.
9. ცენტრს მართავს ცენტრის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით. უფროსს ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და იგი პერსონალურად აგებს პასუხს საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, აგრეთვე ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის.
10. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია მმართველობითი კომიტეტის წინაშე.
11. ცენტრის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას წარადგენს ცენტრის უფროსი და ამტკიცებს მმართველობითი კომიტეტი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან შეთანხმებით.
12. ცენტრის ხელმძღვანელ პირებს ნიშნავს ცენტრის უფროსი მმართველობით კომიტეტთან და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან შეთანხმებით.
13. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.
14. ცენტრი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას მიაწოდოს კოორდინაციის განხორციელებისათვის აუცილებელი მასალები.
IV. ქონება და ფინანსები
15. ცენტრს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
16. ცენტრის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების, სახელმწიფო შეკვეთებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე.
17. ცენტრი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ქონებრივ და არაქონებრივ რესურსებად უპირატესად იყენებს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის აქტივებს ხელშეკრულების საფუძველზე.
18. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
V. ცენტრის ლიკვიდაცია
19. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.
20. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება არსებული წესის თანახმად.
VI. დებულებაში ცვლილებების შეტანა
21. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მმართველობითი კომიტეტის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან შეთანხმებული გადაწყვეტილების საფუძველზე.