1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს დებულება (რეგლამენტი);
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
გ) ამ დებულების (რეგლამენტის) 129-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;
ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ) დაიცვას ამ დებულებით (რეგლამენტით) და „საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ქცევის სტანდარტები;
თ) ამ დებულების (რეგლამენტის) 130–ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
თავი II — საკრებულოს წევრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-14/