1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამისი საკითხების დამუშავებისათვის დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიის მუშაობაში დახმარების მიზნით, შეუძლია მოიწვიოს ექსპერტ-კონსულტატები