სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.1999
ძალის დაკარგვა 02.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №676
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69(76), 24/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის N676 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 16.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.4pt 51.05pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №676
1999 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ
“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის შესრულების მიზნით დამტკიცდეს თანდართული
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი
“.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი
ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მერვე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, მისი სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებზე და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აგრთვე სასაზღვრო ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის ცალკეულ საკითხებს.
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება სასაზღვრო ნიშნებით (სასაზღვრო ბოძებით): მთავარი სასაზღვრო ბოძით, დამატებითი (დამხმარე) ბოძით, პირამიდით და კოპეცით.
2. სასაზღვრო ნიშნები მართკუთხა პირამიდის ფორმის ბოძებია.
3. მთავარი სასაზღვრო ბოძის სიმაღლეა 190 სმ, ხოლო დამატებითი (დამხმარე) ბოძისა – 110 სმ. ყველა სასაზღვრო ბოძის ფუძე კვადრატია, რომლის გვერდების სიგრძე 18 სმ-ის ტოლია.
4. მთავარი ბოძის ზედა ნაწილში მოსაზღვრე სახელმწიფოს მხარეს მაგრდება ფოლადისაგან დამზადებული საქართველოს სახელმწიფო გერბი.
5. სასაზღვრო ნიშნების ფერი (ფერები) საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერის (ფერების) იდენტურია.
6. პირამიდა რკინაბეტონისაგან დამზადებული ერთი მეტრი სიმაღლის ბოძია, ხოლო კოპეცი – ცემენტის ხსნარზე ქვებისაგან ამოყვანილი ერთი მეტრი სიმაღლის კოშკი.
7. სასაზღვრო ნიშნების განლაგების თანამიმდევრობა განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
2. საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სახელმწიფო საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
3. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წასვლისას საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით (სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტით), საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პირადობის მოწმობით, მეზღვაურის პასპორტით, მატარებლის ბრიგადის წევრების პირადობის მოწმობითა და სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობით ამ პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ ეროვნული პასპორტებით (საზღვარგარეთის პასპორტით) და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი.
5. უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებითაც ისინი შემოვიდნენ საქართველოში.
6. არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე.
7. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის შემთხვევაში მოწმდება იმ საბუთების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლას (საქართველოს სატრანზიტო ვიზა), თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდაცვის ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხდვით.
9. საპასპორტო კონტროლის ავტომატიზებული სისტემით აღჭურვილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მონაცემთა ბაზის მიხედვით მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა.
10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევენ პირს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“.
11. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხორციელდება იმ პირების აღრიცხვა, რომლებიც არ გაატარა მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა.
12. საპასპორტო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას წარმოებს სრული მოცულობით, ხოლო საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე – არჩევით, ავტომატიზებული კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
13. სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირველ რიგში სასაზღვრო კონტროლს გადიან საერთაშორისო, სხვა ქვეყნებისა და საქართველოს საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების დელეგაციათა წევრები და მათი თანმხლები პირები.
მუხლი 3🔗
1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა შემოწმება, რომლებიც მგზავრობენ საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით, როგორც წესი, წარმოებს ავტობუსის სალონში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოძრაობის ხაზზე საპასპორტო კონტროლის ჯიხურში.
2. ავტობუსებითა და სატვირთო-სამგზავრო მცირე ავტობუსებით, პირთა უკანონო გადაყვანის გამოვლენის მიზნით, წარმოებს სამალავების დათვალიერება.
3. სატვირთო ავტოტრანსპორტის შემოწმება სასაზღვრო ძალების მიერ წარმოებს სასამსახურო ძაღლებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
4. დალუქული ტვირთის გახსნა და შემოწმება წარმოებს კომისიურად საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, მძღოლისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით.
5. შემოწმების შედეგებზე ფორმდება სათანდო აქტი.
6. კონკრეტული ინფორმაციის ან ავტოტრანსპორტის საერთო სახის დათვალიერებისას იმ პირთა გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი, ასევე იარაღისა და ნარკოტიკული მასალების სამალავების აღმოჩენისას წარმოებს ავტო-ტრანსპორტის სპეციალური შემოწმება.
7. დაულუქავი ავტომაქანის ტვირთის (ბარგის) შემოწმება, გარდა საქვეკარანტინო ტვირთებისა, ხორციელდება შერჩევით, ხოლო საქვეკარანტინო ტვირთებისა – ყველა შემთხვევაში საკარანტინო სამსახურების მიერ, როგორც წესი, სასაზღვრო ძალებისა და საბაჟო ორგანოების თანდასწრებით.
მუხლი 4🔗
1. საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხდება სპეციალურად ფრენისათვის გამოყოფილ დერეფანში, რომლის კოორდინატებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.
2. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდების სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საერთაშორისო აეროპორტებში (აეროდრომებში), სადაც გახსნილია სასაზღვრო გამტარი პუნქტები, აგრეთვე არარეგულარული რეჟიმით ფუნქციონირებად აეროპორტებში (აეროდრომებში), რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვა.
3. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საქართველოს და უცხოური საჰაერო ხომალდების იმ ადგილებში იძულებით დაფრენის შემთხვევაში, სადაც ეს არ არის დადგენილი, სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის საფუძველზე სასაზღვრო ძალების მიერ, რომლებიც გაიგზავნებიან უახლოესი ქვედანაყოფიდან, ამასთან, აღნიშნული ეცნობება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.
4. სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ყველა ქართული და უცხოური ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ხომალდები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ფრენას.
5. საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს, რომლებიც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, სასაზღვრო კონტროლი ეწევათ ეკიპაჟის წევრთა საბუთების შემოწმების მიზნით.
6. უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები და ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ ეძლევათ და ისინი გადაეცემიან ავიკომპანიის წარმომადგენლებს (ეკიპაჟის მეთაურს) იმ ქვეყანაში დასაბრუნებლად, საიდანაც ჩამოფრინდა საჰაერო ხომალდი, ხოლო ამ პირთა დასაბრუნებელი საბუთები ფორმდება ჩიკაგოს კონვენციის მეცხრე დანართის შესაბამისად.
7. სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი კონტროლს უწევს ეკიპაჟის წევრებისა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინა დათვალიერებას.
8. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ საჰაერო დერეფნის გაუვლელად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის ნებართვას ათანხმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ინფორმაციას აწვდის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. ინფორმაცია მოიცავს:
ა) სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილს, დროსა და სიმაღლეს;
ბ) რეისის ნომერს (ფრენის მარშრუტს);
გ) საზღვარზე გადაფრენის მიზეზს (საგანგებო ვითარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, ავარიის წინაპირობა და სხვ.);
დ) დაფრენის აეროპორტს ან აეროდრომს (საქართველოს თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე);
ე) სხვა დამატებით ინფორმაციას (მოთხოვნისამებრ).
9. საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 5🔗
1. რკინიგზის ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომლის მოწყობასაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით უზრუნველყოფს რკინიგზის ადმინისტრაცია.
2. ყველა სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა სასაზღვრო ძალების მხრიდან გადის შიდა და გარე შემოწმებას.
3. სასაზღვრო ძალები ამოწმებენ სარკინიგზო შემადგენლობის იმ ადგილებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდის დასამალავად.
მუხლი 6🔗
1. საქარველოში მომავალ მგზავრთა საბუთები, როგორც წესი, მოწმდება მატარებლის მოძრაობისას სახელმწიფო საზღვრიდან სასაზღვრო რკინიგზის სადგურამდე და, პირიქით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
2. მატარებლის უფროსი ყოველმხრივ უზრუნველყოფს სასაზღვრო ძალების მიერ სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას.
3. რკინიგზის სადგურებში სასაზღვრო კონტროლს რკინიგზის ადმინისტრაციამ უნდა შეუქმნას უსაფრთხო პირობები.
მუხლი 7🔗
1. სატვირთო მატარებლის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო ძალები ამოწმებენ მატარებლის სანატურო ფურცელში მითითებული ვაგონების რაოდენობისა და შემადგენლობაში არსებული ვაგონების რაოდენობის შესაბამისობას.
2. ტვირთის შემოწმება ხდება სასამსახურო ძაღლებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
3. ვაგონზე დამღის დარღვევის, ვაგონის დაზიანების ან სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდული მასალის გადამალვას, სასაზღვრო ძალები იწვევენ საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და მათი თანდასწრებით ადგენენ აქტს მოქმედი წესის შესაბამისად.
4. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო ძალები უფლებამოსილი არიან საბაჟოს, რკინიგზის წარმომადგენლებისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით შესამოწმებლად გახსნან დალუქული ვაგონი (კონტეინერი).
მუხლი 8🔗
1. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი უცხოეთისა და საქართველოს გემების სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება მისადგომებთან ან საჭიროების შემთხვევაში – რეიდზე. საზღვარგარეთიდან მომავალი სამგზავრო გემების სასაზღვრო კონტროლი შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების ნავსადგურში შესვლამდე. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიული ზღვის დათქმულ ადგილზე ან საქართველოს შიდა წყლებში გემებს ხვდება კომისია.
2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილების ექიმი მესაზღვრეებთან ერთად ადის გემზე და ამოწმებს გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და ეცნობა საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, მოწმობას დერატიზაციის ან მისგან განთავისუფლების შესახებ, იღებს ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო ანალიზებს.
3. ყველა გემი, რომლებიც შემოდიან ნავსადგურში საზღვარგარეთიდან, ექვემდებარება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის შემოწმებას.
4. შემოწმების დამთავრებამდე გემზე ასვლა და გემიდან ჩამოსვლა აკრძალულია ყველა პირისათვის, გარდა ლოცმანისა.
მუხლი 9🔗
1. თითოეული გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში საზღვარგარეთიდან, აღმართავს საკარანტინო ალამს სიგნალების საერთაშორისო წესის მიხედვით და ამ ალმით რჩება მანამ, სანამ არ მიეცემა თავისუფალი პრაქტიკის ნება.
2. სამედიცინო პერსონალს, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ შემოწმებას, აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე და ყველა შენობაში, სადაც შეიძლება იყვნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, თავისუფალი შესვლის უფლება.
3. სანიტარიულ-ჰიგიენური შემოწმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას ეძლევა ნავსადგურთან თავისუფალი ურთიერთობის უფლება.
4. ყველა ორგანო, რომელიც ახორციელებს ცალკეული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის კონტროლს, ხელს უწყობს სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურს შემოწმების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საშიში ინფექციით დაავადებულ პირთა გამოვლენაში.
მუხლი 10🔗
1. ნავსადგურში შემოსული გემი, რომელიც არ ემორჩილება სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მოთხოვნებს, შეიძლება გაშვებულ იქნეს ზღვაში, ხოლო ტვირთის გადმოტვირთვა და მგზავრების გადმოსვლა შეიძლება იმ პირობით, თუ მათ გაეწიათ სანიტარიული კონტროლი.
2. იმ შემთხვევაში, თუ გემი სანიტარიულ-ეპიდემიური თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა (გემზე ავადმყოფის ან ავადმყოფობაზე საეჭვო პირის ყოფნა), ექიმი იღებს გადაწყვეტილებას (დაავადების სახეობის გათვალისწინებით) გემის რეიდზე გადაყვანის შესახებ.
3. გასვლის გაფორმებისას გემს აუცილებელია ჰქონდეს სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურის ნებართვა ნავსადგურიდან გასვლამდე, 24-საათიანი ვადით.
მუხლი 11🔗
1. საქართველოში შემოსვლისას (სასაზღვრო ზონაში) და გასვლისას (საბაჟო ზონაში) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევის (შიდსი) განხორციელებას (არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალისა და უცხო სახელმწიფოებთან შემოწმებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით).
2. სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა სასაზღვრო გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია დადგენილი წესით წარმოადგნოს ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისის მოწყობისას).
3. საერთაშორისო რეისზე გემის გასვლის გაფორმების დაწყებამდე 2 (ორი) საათით ადრე სააგენტო ატყობინებს სასაზღვრო გამტარ პუნქტს გემის ნავსადგურიდან გასვლის დროს.
4. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის მორიგეს.
5. სააგენტო უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გემზე მიყვანას მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და უკან დაბრუნებას.
მუხლი 12🔗
1. საზღვარგარეთ მიმავალი გემების სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე მათზე არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები, დამთავრებული უნდა იყოს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფებოდეს გემბანზე.
2. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. სასაზღვრო გამტარი პუნქტის ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან მისვლა ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებთან და სხვა მცურავ საშუალებებთან მისვლა.
3. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა წარმომად-გენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან სასაზღვრო გამტარი პუნქტის საშვებით, ამასთან დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას.
მუხლი 13🔗
1. სასაზღვრო გამტარი პუნქტი მე-12 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ საშვებს გასცემს დაინტერესებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წლამდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაცემულ იქნეს ერთჯერადი საშვი (მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საშვი უკან უნდა დაბრუნდეს).
2. სანაოსნოს, საბაჟოს, ნავსადგურის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს უფლება აქვთ ავიდნენ ნავსადგურში მდგომ საზღვარგარეთის გემზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საშვის გარეშე, თავიანთი სამსახურებრივი დოკუმენტებით.
3. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, შეიძლება ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ პასპორტით ან პირადობის მოწმობით, ხოლო ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ – მხოლოდ პასპორტით, ნავსადგურის მთავარი გასასვლელიდან №1 სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით.
4. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, უფლება აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე და ქალაქში გადაადგილდნენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მუხლი 14🔗
1. სასაზღვრო ძალები ნაპირზე გადასვლას და ნაპირზე ყოფნას უკრძალავენ საზღვარგარეთის გემის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ტერიტორიულ ზღვაში და საქართველოს შიდა წყლებში ყოფნისას, ნავსადგურებში დგომისას ჩაიდინეს სამართალდარღვევა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ საქართველოში შემოსვლა.
2. გემის კაპიტნებს სხვა ქვეყნის გემზე ასვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობით ან მეზღვაურის პასპორტით.
მუხლი 15🔗
1. უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ნავსადგურში უცხოური გემით შემოდიან და აქვთ ვადაგასული ან საერთოდ არ გააჩნიათ საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო საბუთები, არ ეძლევათ ნაპირზე გადმოსვლის ნება.
2. უცხოური გემის ეკიპაჟის წევრებს კაპიტნის თხოვნით სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსი ნებას რთავს გავიდნენ საქართველოდან მეზღვაურის პასპორტით ან პირადობის მოწმობით სხვა გემით, რომელიც გადის იმავე ნავსადგურიდან. სხვა ნავსადგურებიდან თანამგზავრი გემებით ან სხვა სახის ტრანსპორტით გასვლისას უცხოელ მეზღვაურებს უნდა ჰქონდეთ ვიზა, რასაც ის ორგანიზაციები, რომლებიც აგენტირებას უწევენ გემს, წერილობით ატყობინებენ სასაზღვრო გამტარ პუნქტს გასვლამდე ერთი დღე-ღამით ადრე. ასეთივე წესით ხდება ნავსადგურში რეიდზე მდგომი უცხოური გემების ეკიპაჟის შეცვლა.
მუხლი 16🔗
1. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საქართველოს გემების კაპიტნები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალურად აგებენ პასუხს გემზე იმ პირების უკანონოდ ყოფნისათვის, რომლებიც არ შედიან ეკიპაჟის შემადგენლობაში და არ არიან მისი მგზავრები.
2. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ საქართველოს გემებზე კონტროლს მგზავრების მონახულებისადმი ახორციელებს სავახტო სამსახური.
3. გუშაგი-მეზღვაური კაპიტნის გუშაგ-თანაშემწის ნებართვით გემზე ასეთ პირს უშვებს დოკუმენტებით, რომლებსაც იტოვებს კონტროლისათვის.
მუხლი 17🔗
1. საქართველოს კუთვნილი გემებით უცხო პირთა საზღვარგარეთ უკანონო გასვლისა და საზღვარგარეთიდან უკანონო შემოსვლის თავიდან აცილების მიზნით გემის კაპიტანი ვალდებულია ეკიპაჟის წევრების მეშვეობით უზრუნველყოს გემის ყველა ნაწილის გულმოდგინე დათვალიერება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი.
2. გემის ნავსადგურში შემოსვლა და ნავსადგურიდან გასვლა რეისში ხორციელდება გემის შემოწმების დამთავრების შემდეგ, თუ კაპიტანი პირადად დარწმუნდება, რომ გემზე უცხო პირი არ იმყოფება.
3. კაპიტნის განკარგულებით ეკიპაჟის კონკრეტული წევრები ინიშნებიან შემოწმებისათვის პასუხისმგებლებად.
4. შემოწმება აუცილებლად უნდა მოხდეს უშუალოდ საქართველოს ნავსადგურიდან საზღვარგარეთ რეისში გასვლამდე და უცხოურ ნავსადგურში შესვლამდე.
5. საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო განწესს ეკიპაჟის წევრებთან ერთად შეუძლია განახორციელოს გემის დამატებითი შემოწმება.
მუხლი 18🔗
1. ნავსადგურის აკვატორიის სარეჟიმო ნაწილში აკრძალულია პირადი სარგებლობის მცურავ საშუალებათა დგომა და მათთვის გამოიყოფა ცალკე სადგომი.
2. სასაზღვრო კონტროლი უცხო ქვეყნისა და საქართველოს კუთვნილი გემებისა, რომლებიც გადიან საქართველოს სხვა ნავსადგურისაკენ, ხორციელდება ისეთივე წესით, როგორც კაბოტაჟური ცურვის დროს. მათი გატარება ნავსადგურიდან ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის სასაზღვრო განწესის მეშვეობით. ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ აგენტირებას, გასვლის დროს ატყობინებენ სასაზღვრო გამტარი პუნქტის სამორიგეო სამსახურს გემის გეგმით გათვალისწინებულ გასვლამდე სულ ცოტა 2 (ორი) საათით ადრე.
მუხლი 19🔗
1. საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო გემების სასაზღვრო კონტროლი არ წარმოებს, თუ მათზე არ იმყოფებიან მგზავრები.
2. უცხოეთის გემების ეკიპაჟის წევრების ნაპირზე გადმოსვლას სასაზღვრო განწესი აკონტროლებს ტრაპთან.
3. გემიდან მგზავრთა გადმოსვლისას საბუთები მოწმდება ტრაპთან ან საპასპორტო კონტროლის ჯიხურში. ამ მგზავრთა ნაპირზე გადმოსვლის კონტროლი წარმოებს ეროვნული პასპორტებისა და სიების მიხედვით.
4. ნაპირზე გადმოსვლა დაიშვება უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრთათვის ეროვნული პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის (მეზღვაურის მოწმობის) საფუძველზე, ხოლო საზღვაოსნო საბუთების (რომლებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაოსნო წესები) არქონისას _ საქართველოში შემოსასვლელი ვიზის არსებობის შემთხვევაში.
5. უცხოეთის გემის საქართველოს საზღვრებიდან გასვლისას მისი ცალკეული წევრების არყოფნის შემთხვევაში გემის ეკიპაჟის წევრთა განრიგში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები და ინფორმაცია მიეწოდება შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
6. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მეზღვაურის პასპორტი, ამ გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას ნაპირზე გადმოსვლა არ ეკრძალებათ და იქ ყოფნის დრო არ ეზღუდებათ.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული პირების მონახულება ნათესავების მიერ საქართველოს ნავსადგურებში წარმოებს გემის კაპიტნის სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსისათვის მიმართვის საფუძველზე.
8. უცხოელებს, რომლებიც არალეგალურად მოხვდნენ გემზე უცხოეთის ნავსადგურებში, ნაპირზე გადმოსვლა ეკრძალებათ და ეს ეცნობება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
9. საზღვარგარეთ მიმავალი გემების გაფორმებისას კომისიას ხელმძღვანელობს სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი.
მუხლი 20🔗
1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სასაზღვრო ძალები გემზე განათავსებენ ბადრაგს მისი ნავსადგურში ან ნავსადგურიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით.
2. გემზე ბადრაგის განთავსების წესს განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მუხლი 21🔗
საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობის, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობის წესები განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 34-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 22🔗
უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი დიპლომატიური არხებით აღძრულ შუამდგომლობაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების გარდა მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკითხის ინდივიდუალურად განხილვის შედეგად მოთხოვნილ მონაცემებს.
მუხლი 23🔗
1. გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საზღვაო კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრულ ადგილებში.
2. ნავსადგურის ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადგილების გამოყოფის შემდეგ ამას აცნობებს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს.
მუხლი 24🔗
სახელმწიფო საზღვარზე ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ფასიანი ქაღალდების გადატანისა და ცხოველთა გადაყვანის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 25🔗
1. სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, ყოფნა და იქიდან გამოსვლა, საქონლის შემოტანა-გატანა ხორციელდება საშვებით სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, რომელთაც გასცემს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სამსახურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია სასაზღვრო ძალებთან შეთანხმებით.
2. სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს სასაზღვრო ძალებთან და საბაჟო ორგანოებთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის, რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
3. სატრანსპორტო საშუალებებთან პირთა დაშვება სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის წარმოების პერიოდში იზღუდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – იკრძალება.
4. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოდან მიმავალ ან საქართველოში მომავალ სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა, ასევე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება სასაზღვრო ძალებისა და საბაჟო ორგანოების ნებართვით.
5. სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები სასაზღვრო ძალების მოთხოვნით საბაჟო ორგანოების თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი.
6. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ სასაზღვრო ძალებისა და საბაჟო ორგანოების ნებართვით.
მუხლი 26🔗
1. სამეურნეო, სარეწ და სხვა სახის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან და ეხება საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ინტერესებს, ახორციელებენ საქართველოსა და ამ სახელმწიფოს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მათ შორის, ერთობლივად) უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე ან მის ახლოს. აღნიშნულმა საქმიანობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ეკოლოგიურ და სხვა სახის უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობა წარმოებს სასაზღვრო ძალებისათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რითაც განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილი, დრო, ამ საქმიანობის მონაწილეთა რაოდენობა, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდები, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
მუხლი 27🔗
სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლის დროს, გადაადგილების მარშრუტსა და მათი იქ ყოფნის სხვა პირობების შესრულებას კონტროლს უწევენ სასაზღვრო ძალები.
მუხლი 28🔗
1. საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი და გამარტივებული სასაზღვრო გამტარი პუნქტები იხსნება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება წარმოებს კომისიურად.
3. მითითებული შენობების, ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე.
4. სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახელი, როგორც წესი, ემთხვევა დასახლებული პუნქტის სახელს.
6. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ სასაზღვრო ძალები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
7. სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომელთა დანიშნულება არ ემსახურება სასაზღვრო სამსახურის შესრულებას.
8. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა ორგანო ვალდებულია დროულად გააფორმოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან ტრანსპორტის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ დროს.
9. ამ მუხლის მერვე პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით.
მუხლი 29🔗
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გადაცემისა და სხვა სახის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილების საფუძველზე ან სასაზღვრო და საბაჟო ორგანოების მიერ მათი მოწვევის შემთხვევებში.
მუხლი 30🔗
სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის ნორმალური განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება დროებით შეწყდეს (შეიზღუდოს) მიმოსვლა ან გამოცხადდეს კარანტინი.
მუხლი 31🔗
1. უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ურთიერთმოქმედების გეგმებითა და სპეციალური ნორმატიული აქტით.
2. ტექნოლოგიური პროცესები ერთობლივად ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის და რეჟიმის გამკაცრების ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 32🔗
1. მესაზღვრეთა განწესები ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას იყენებენ შეძახილის „სდექ“ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, თუ დამრღვევნი არ ასრულებენ მესაზღვრეთა განწესების მოთხოვნებს.
2. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას სასაზღვრო ძალები იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:
ა) შეიარაღებულ პირთა თავდასხმის მოსაგერიებლად და მათი წინააღმდეგობის შესაწყვეტად იმ პირობებში, თუ მესაზღვრეების ან მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და სხვა საშუალებებით მისი აღკვეთა შეუძლებელია;
ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია;
გ) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია;
დ) თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავებულნი ცდილობენ გაქცევას და შეუძლებელია სხვა ხერხით ამის აღკვეთა;
ე) შეიარაღებული თავდასხმისაგან, შეიარაღებული ან სხვა სახის პროვოკაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი საკუთრებისა და მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისათვის, როდესაც დაცვის სხვა ღონისძიებები უშედეგოა.
3. სასაზღვრო ძალებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება:
ა) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეთა თვალწინ, თუ ეს დარღვევა ხდება აშკარად შემთხვევით ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების (ნადირობა, საქონლის ძოვება, სოკოს, კენკრის, სათბობის შეგროვება და სხვ.), აგრეთვე ბანაობის, თვითმავალი ან არათვითმავალი გემებით ცურვის დროს;
ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავებული არიან სასაზღვრო რეჟიმისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევისათვის და ცდილობენ გაქცევას;
გ) უცხოეთის თევზსაჭერი და სხვა სარეწი გემების მიმართ, რომლებიც ეწევიან რეწვას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს შიდა წყლებში ან სასაზღვრო მდინარეების, ტბების წყლებსა და სხვა წყალსატევებში, თუ ისინი სასაზღვრო ძალებს არ უწევენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადასული ცხოველების მიმართ.
4. იარაღის გამოყენებისას, როგორც წესი, დაუშვებელია ტყვიის მოძრაობა გაგრძელდეს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
5. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ან მისი ცდის ფაქტთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების შემთხვევას 48 საათის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 33🔗
სასაზღვრო ძალების შეიარაღებაშია შემდეგი სახის სპეციალური საშუალებები:
ა) რეზინის ხელკეტი;
ბ) ცრემლსადენი გაზი;
გ) ხელბორკილები;
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების დანიშნულების შუქბგერითი მოწყობილობა;
ე) დაბრკოლებათა დამანგრეველი საშუალებები;
ვ) ტრანსპორტის იძულებითი გასაჩერებელი საშუალებები;
ზ) წყალსატყორცნები და ჯავშანმანქანები;
თ) სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები;
ი) სპეციალური საღებავი საშუალება;
კ) სასამსახურო ძაღლი და ცხენი;
ლ) თვალთვალის ტექნიკური საშუალებები;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა სპეციალური საშუალებები.
მუხლი 34🔗
1. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საკითხთა გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს – სასაზღვრო კომისარს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს – სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.
3. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი – სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ.
4. სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 35🔗
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ბრძანებით.