„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 10.03.2005
ძალის დაკარგვა 10.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.173
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 65.2pt 45.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი _ საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
კახა ბენდუქიძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნიკა გილაური _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
კონსტანტინე კემულარია _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
ვალერი ჩეჩელაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე _ სსიპ _ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს
ნიკო ლეკიშვილს _ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
გია ნაცვლიშვილს _ საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის სექტორში არსებულ დარღვევათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.
3. დამტკიცდეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.
4. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის რეფორმასთან დაკავშირებით.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
ბ) საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;
გ) საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ელექტროენერგეტიკის დარგის რეფორმის განხორ-ციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზების განხორციელების თაობაზე;
გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
დ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
3. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.
4. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.
მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.