ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას;
ზ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების საქმიანობას;
თ) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;
ი) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე;
კ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას