მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას