"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 16/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №32

2010 წ ლის 10 დეკემბერი

ქ. სამტრედია

„სამტრედიისმუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულებაში (სსმV, №53, 18. 11. 2010წ., მუხ. 1571) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სრული დასახელებით.”.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულები თ, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფი საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები

საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახ უ რ ი უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი.”.

4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი