საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ
მიღების თარიღი 31.12.1999
ძალის დაკარგვა 19.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №706
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 04/01/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №706
1999 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 2🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების ორგანოებში (შემდგომში – სასჯელაღსრულების ორგანოები) სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, კანონები „პატიმრობის შესახებ“, „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურის პრინციპები
სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
მუხლი 4🔗. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეები
1. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე.
2. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
3. მოსამსახურეთა ატესტაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. ატესტაციის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.
4. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად.
5. მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
6. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურის კანონიერი მოქმედებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები.
8. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მოსამსახურეს ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობები და პირადი ნომრები (ჟეტონები).
9. მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფო დაზღვევას.
მუხლი 5🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
1. მოსამსახურეები კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით.
3. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
4. აკრძალულია მოსამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
თავი II
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება
მუხლი 6🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურში მიღების წესი
1. სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 და არა უმეტეს 35 წლისა, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი.
2. კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სასჯელაღსრულების ორგანოში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. პირი სასჯელაღსრულების ორგანოთა რიგით შემადგენლობის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ხელშეკრულების საფუძველზე.
4. სასჯელაღსრულების ორგანოების რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი.
5. უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე, როგორც წესი, მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქენი.
6. უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქენი.
7. სამუშაოზე მიღება ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრი უფლებამოსილია რიგითი შემადგენლობის ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა დანიშვნის უფლებამოსილება გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
მუხლი 7🔗. შეზღუდვები სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
1. სასჯელაღსრულების ორგანოებში არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, შიდსით, ფსიქიკური და სხვა ქრონიკული სნეულებებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;
დ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს.
2. მოსამსახურეები, რომლებიც ახლო ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან არ შეიძლება გადიოდნენ სამსახურს ერთსა და იმავე ქვედანაყოფში, თუ ეს სამსახური დაკავშირებულია ერთის მეორისადმი დაქვემდებარებასთან.
მუხლი 8🔗. შეუთავსებლობა
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის ფიცი
მოსამსახურე დებს ფიცს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
– დაბალ თანამდებობაზე:
– შტატების შემცირებისას;
– ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
– სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
– პირადი თხოვნით;
– საატესტაციო წესით;
– დადებული დისციპლინური სასჯელის საფუძველზე.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის, გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ყველა შემთხვევაში ფორმდება მინისტრის ბრძანებით გადაადგილების საფუძვლის მითითებით. მინისტრი უფლებამოსილია მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიების სამსახურებრივი გადაადგილების უფლება გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
4. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
5. შტატების შემცირებისას ან სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას მოსამსახურეს უნარჩუნდება ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
6. სხვა საფუძვლებით (გარდა უარყოფითი მოტივებისა) დაქვეითებულ მოსამსახურეს, თუ მან 15 წელი იმსახურა სასჯელაღსრულების ორგანოებში, ასევე უნარჩუნდება ძველი თანამდებობრივი სარგო.
7. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი მოსამსახურე შემდეგში შეიძლება სამსახურში დაწინაურდეს მხოლოდ ატესტაციის საფუძველზე.
8. სასჯელაღსრულების ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე საგამოძიებო ორგანოების დადგენილების საფუძველზე.
9. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან აუნაზღაურდება იძულებით გადაუხდელი ხელფასი.
10. დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გათავისუფლებული მოსამსახურე, მისი თანხმობით ირიცხება მოხელეთა რეზერვში.
მუხლი 11🔗. ატესტაცია
1. მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად შეეფერება იგი დაკავებულ თანამდებობას.
2. მოსამსახურე ატესტაციას გადის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.
3. ატესტაციის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 12🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1. სასჯელაღსრულებითი ორგანოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის: სპეციალური პირველდაწყებითი მომზადება, პერიოდული შემოწმება ვარგისიანობაზე, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან.
2. სპეციალისტთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მიმდინარეობს სამინისტროს სასწავლო ცენტრში.
3. პროფესიული მომზადების გავლის წესებს და ორგანიზაციას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 13🔗. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
1. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
2. მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოსამსახურეს სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამსახურებრივი გადაადგილების დროს მისთვის სახელმწიფო ან მუნიციპალური ფონდიდან საცხოვრებელი ბინის (სახლის) გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში ეძლევა სრული კომპენსაცია დროებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასახდელად, ამასთან ერთად მას და მისი ოჯახის წევრებს სამინისტროს სახსრების ხარჯზე უნაზღაურდებათ მგზავრობა და ტვირთის გადატანა.
თავი III
სპეციალური წოდებები
მუხლი 14🔗. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობანი
რიგით უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალებსა და, შესაბამისად, ამ თანამდებობათა ზღვრულ სპეციალურ წოდებებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 15🔗. სპეციალური წოდება
1. მოქალაქეებს, რომლებიც ინიშნებიან სასჯელაღსრულების ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე, ენიჭებათ შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) რიგითი შემადგენლობა: იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი;
ბ) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა: იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი;
გ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობა: იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი.
დ) უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა: იუსტიციის გენერალი.
2. მოსამსახურეთათვის მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“ ან „თადარიგის“.
3. რიგით შემადგენლობას, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს ანიჭებს მინისტრი. უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანმიმდევრობით. სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით აკრძალულია.
5. როგორც წესი, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება. უმაღლესი ოფიცრების წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
6. რიგითი შემადგენლობის პირველი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სასჯელაღსრულების ორგანოებში რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე. მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას.
7. რიგითი შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, ბრძანებაში დანიშვნის ტექსტის შემდეგ მიეთითება: „იუსტიციის...“ სპეციალური წოდების მინიჭებით.
8. ყოფილი რიგითი თანამშრომელი სასჯელაღსრულების ორგანოებში ხელახლა მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
9. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტს.
10. სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღებისა და სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისას ენიჭებათ, როგორც წესი, თადარიგის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
11. მორიგი სპეციალური წოდება ოფიცრებს მიენიჭებათ დადებითი ატესტაციის, წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
მუხლი 16🔗. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადები
1. დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) რიგითი შემადგენლობისათვის:
– იუსტიციის რიგითი – 1 წელი;
– იუსტიციის უმცროსი სერჟანტი – 1 წელი;
– იუსტიციის სერჟანტი – 1 წელი;
– იუსტიციის უფროსი სერჟანტი – 2 წელი;
– იუსტიციის ზემდეგი – 2 წელი.
ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
– იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – 2 წელი;
– იუსტიციის ლეიტენანტი – 2 წელი;
– იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი – 2 წელი;
– იუსტიციის კაპიტანი – 2 წელი;
– იუსტიციის მაიორი – 3 წელი;
– იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი – 3 წელი;
– იუსტიციის პოლკოვნიკი – 3 წელი.
2. რიგითი შემადგენლობისა და უმაღლეს ოფიცერთა სპეციალური წოდებებით სამსახურის ვადა დადგენილი არ არის.
3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვთ: უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – მინისტრს, უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – საქართველოს პრეზიდენტს.
4. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
5. ოფიცრები მორიგი წოდების მისანიჭებლად უნდა წარადგინონ მათმა უშუალო უფროსებმა.
6. მოქმედი დისციპლინური სასჯელის მქონე მოსამსახურის მორიგ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება.
7. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინურად დასჯის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტს მოსამსახურისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერების თაობაზე.
8. მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლო შეჩერება-დაგვიანებისათვის შესაბამის ხელმძღვანელს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
9. ყოფილი მოსამსახურის სასჯელაღსრულების ორგანოებში ხელახლა მიღებისას იგი მუშაობს იმ წოდებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე.
10. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსული სამხედრო მოსამსახურე ან მასთან უფლებებით გათანაბრებული პირი, რომელსაც განსხვავებული სპეცწოდება აქვს, გადის ატესტაციას იუსტიციის შესაბამის სპეციალურ წოდებაზე.
11. სპეციალური წოდების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით. სპეციალურ წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ მინისტრს. მასვე შეუძლია წოდების აღდგენა, მიუხედავად დაქვეითებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა, ოღონდ სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
12. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
13. გასამართლებულ, შემდგომში კი სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულ პირებს სასჯელაღსრულების ორგანოებში აღდგენისას გაცდენილი წლების გათვალისწინებით შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება. თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
14. სპეციალური წოდების მინიჭების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი.
თავი IV
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 17🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სასჯელაღსრულების ორგანოებში
სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებების შესრულებას.
მუხლი 18🔗. სასჯელაღსრულების ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
სასჯელაღსრულების ორგანოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობისათვის. იგი, მათ მიმართ მაღალი მომთხოვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია:
ა) შეუქმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას;
ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობაში პროტექციონიზმი და, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურის დევნა სასჯელაღსრულების ორგანოს საქმიანობაში არსებულ ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის.
მუხლი 19🔗. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემია;
გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
ვ) სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 20🔗. დისციპლინური სასჯელები
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო მოსამსახურეს შეიძლება დაედოს ერთ-ერთი სასჯელი:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) 3-დან 10-დღე-ღამემდე დისციპლინური პატიმრობა ჰაუპტვახტში ჩასმით;
ზ) სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნა.
მუხლი 21🔗. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი
1. წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება უშუალო უფროსის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში. უშუალო უფროსად ითვლება ის უფროსი, რომელსაც სამსახურებრივად ემორჩილებიან მოსამსახურეები თუნდაც დროებით.
2. მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაქვემდებარებული ერთმანეთთან, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება სპეციალური წოდებით, ხოლო თანაბარი წოდების შემთხვევაში – თანამდებობის მიხედვით.
3. უფროსი, რომელიც სათანადო ბრძანებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური უფლებამოსილებით.
4. დასჯა და წახალისება, როგორც წესი, ცხადდება ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც.
5. ბრძანებით გამოცხადებული საყვედური არ შეიძლება მოიხსნას ზეპირად.
6. წახალისება და დასჯა მოსამსახურეს ეცნობება პირადად მწყობრის წინ ან თათბირის დროს. მოსამსახურეს სასჯელის დადებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
7. დისციპლინური სასჯელი უნდა იყოს დადებული 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა უფროსისათვის გახდა ცნობილი მომხდარი გადაცდომა, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხდება სამსახურებრივი შემოწმება, აღიძრა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის საქმე, არა უგვიანეს ერთი თვისა, დამნაშავის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
8. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის დადება.
9. ბრძანება დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, მოსამსახურეს გამოეცხადება ხელის მოწერით.
10. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დღიდან, როცა დაედო. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, სასჯელი ძალას კარგავს, მაგრამ ექვემდებარება აღრიცხვას.
11. დისციპლინური სასჯელი მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
12. მოსამსახურისათვის დისციპლინური სასჯელის დადება არ შეიძლება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
მუხლი 22🔗. უფროსის უფლება და მოვალეობა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადებისას
1. სასჯელაღსრულების ორგანოს ხელმძღვანელის უფლებას წახალისების ან დისციპლინური სასჯელის დადების დროს განსაზღვრავს მინისტრი.
2. თუ მოსამსახურე უფროსის აზრით, იმსახურებს დასჯას ან წახალისებას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შუამდგომლობას. ზემდგომ უფროსს უფლება აქვს გააუქმოს ან შეამსუბუქოს ქვემდგომი უფროსის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელი ან დაადოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ ადრინდელი არ შეესაბამება ჩადენილი გადაცდომის სიმძიმეს.
3. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას დისციპლინური სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინური წესით.
თავი V
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 23🔗. შრომის შინაგანაწესი
სასჯელაღსრულების ორგანოებში შრომით შინაგანაწესს ადგენს შესაბამისი ხელმძღვანელი მინისტრის თანხმობით, კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 24🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. მოსამსახურისათვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სასჯელაღსრულების ორგანოს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლებული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს მინისტრი.
3. მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დასაქმებულ იქნენ შესაბამისი ბრძანებით დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში. ამ შემთხვევაში მათ ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები.
მუხლი 25🔗. შვებულება
1. მოსამსახურისათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) ავადმყოფობის გამო;
დ) სასწავლო.
2. მოსამსახურის ყოველწლიური ძირითადი შვებულების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. მოსამსახურეს სამსახურებრივი სტაჟის გათვალისწინებით ეძლევა დამატებითი შვებულება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.
3. შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამსახურეს სამსახურიდან ითხოვენ და შვებულებით არ უსარგებლია.
4. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. სადღესასწაულო და არასამუშაო დღე (არა უმეტეს 10 დღისა) მორიგი ყოველწლიური შვებულების განსაზღვრისას არ ითვლება.
5. მოსამსახურეს აძლევენ ფულად კომპენსაციას შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის შემდეგი სახის შვებულებებისას:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) ავადმყოფობის გამო;
გ) სასწავლო.
6. ყოველწლიური მორიგი შვებულება მოსამსახურეებს ეძლევათ კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური მორიგი შვებულების ხანგრძლივობა ახლად მიღებული მოსამსახურისათვის გამოითვლება პროპორციულად, გამომუშავებული დროის ანგარიშიდან: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. მოსამსახურეს, რომელსაც უფლება აქვს 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობის შვებულების მიღებისა, უნაზღაურდება მგზავრობის ღირებულება შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულება, ამასთან ემატება დღეები მგზავრობისათვის. 10 დღეზე ნაკლები შვებულება მოსამსახურეს მისი სურვილისამებრ შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად.
7. სასჯელაღსრულების ორგანოდან დასათხოვ მოსამსახურეებს დათხოვნის წლის გამოუყენებელ შვებულებაზე ეძლევათ ფულადი კომპენსაცია.
8. მოსამსახურეებს, რომლებიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი მოტივებით დასათხოვი პირებისა), თავიანთი სურვილით შეუძლიათ ისარგებლონ მორიგი ყოველწლიური შვებულებით.
9. ორ წელიწადში ერთხელ მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს უხდიან შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულებას.
მუხლი 26🔗. მოკლევადიანი შვებულება
1. გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლის მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულების დღეები მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის.
მუხლი 27🔗. შვებულება ავადმყოფობის გამო
1. მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფობის სახით. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, იმ შემთხვევის გარდა, როცა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო ხანგრძლივი სამკურნალო დრო. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის ვადის გასვლისა და მოსამსახურის განკურნების შემდეგ იგი ექვემდებარება სამედიცინო კომისიის შემოწმებას ვარგისიანობაზე, რათა მიეცეს შემდეგში სამსახურის გაგრძელების უფლება. მოსამსახურეს, რომელმაც ჭრილობა, დასახიჩრება ან კონტუზია მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამკურნალოდ ყოფნის დრო არ განესაზღვრება. აღნიშნული მოსამსახურე მკურნალობის დამთავრების ან ავადმყოფობის გავლის შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.
3. ავადმყოფობის გამო შვებულების დრო არ შედის ყოველწლიური მორიგი შვებულების ანგარიშში.
4. მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნისას ავადმყოფობისათვის შვებულება არ ეძლევა.
მუხლი 28🔗. სასწავლო შვებულება
მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად 5 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
მუხლი 29🔗. მოსამსახურის ფულადი ანაზღაურება
1. სამსახურისათვის მოსამსახურე იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
4. მოსამსახურეს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან:
ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
ბ) შრომისუნარიანობის სრული დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს სამედიცინო კომისია.
მუხლი 30🔗. სახელმწიფო, პირადი და დამატებითი სოციალური დაზღვევა
სახელმწიფო, პირადი და დამატებითი სოციალური დაზღვევა, აგრეთვე სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მოსამსახურისათვის ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 31🔗. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
1. მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ სასწავლებლებში დაუსწრებელ და საღამოს სწავლების ფორმაზე, უწესდებათ შეღავათები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურე ფეხმძიმე ქალები და ქალები, აგრეთვე მამები, რომლებიც დედის გარეშე ბავშვებს ზრდიან (დედის სიკვდილის შემდეგ, მშობლის უფლების ჩამორთმევით, ხანგრძლივ სამკურნალოდ მყოფნი და სხვა შემთხვევებში, როცა ბავშვი დედის მზრუნველობას მოკლებულია), სარგებლობენ ყველა იმ უფლებით და შეღავათით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
3. მოსამსახურეებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის წამლებითაც) სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში.
4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით.
5. მოსამსახურე ყველა სახის ტრანსპორტით მგზავრობისას, მივლინებებისას, აგრეთვე შვებულების დროს სარგებლობს ურიგო ბილეთების შეძენის უფლებით.
6. მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირას, კომუნალურ (ელექტროენერგია, გაზი, გათბობა, წყალმომარაგება და სხვ.) და სატელეფონო გადასახდელს 50 პროცენტის ოდენობით, მიუხედავად საცხოვრებელი ბინის კუთვნილებისა.
7. მოსამსახურეთა შვილებს ეძლევათ ადგილები ბავშვთა ბაღებში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), სკოლა-ინტერნატებსა და საზაფხულო-გამაჯანსაღებელ ბანაკებში განცხადების შეტანიდან 3 თვის ვადაში შეღავათიანი პირობებით, აღნიშნული დაწესებულებების უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად.
მუხლი 32🔗. შეღავათები ბინათმშენებლობაზე
მოსამსახურე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარგებლობს შეღავათებით ბინათმშენებლობისათვის შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტის მიღების უფლებით. სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან საცხოვრებელი ბინის (სახლის) გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში მას ეძლევა სრული კომპენსაცია დროებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასახდელად.
თავი VI
სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურის შეწყვეტა
მუხლი 33🔗. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
სასჯელაღსრულების ორგანოებში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია:
ა) სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა კანონით დადგენილი წესით;
დ) მოსამსახურის გარდაცვალება.
მუხლი 34🔗. სამსახურიდან გათავისუფლება
1. მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით.
2. მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა ხდება მინისტრის მიერ. მინისტრი უფლებამოსილია რიგითი შემადგენლობის ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნის უფლება გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
მუხლი 35🔗. მოსამსახურეების ასაკობრივი შუზღუდვა
1. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ სასჯელაღსრულების ორგანოებში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით.
2. მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებანი, შეუძლიათ იმსახურონ სასჯელაღსრულების ორგანოებში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:
ა) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – იუსტიციის კაპიტანი – 50 წელი (თადარიგი); 55 წელი – გადადგომით;
ბ) იუსტიციის მაიორი – იუსტიციის პოლკოვნიკი – 55 წელი (თადარიგი); 60 წელი – გადადგომით;
3. მოსამსახურეები, რომლებმაც მიაღწიეს ზღვრულ ასაკს, აღნიშნული მუხლით ექვემდებარებიან დათხოვნას, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესით.
4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი ატესტაციისა და დადებითი სამედიცინო დასკვნისას მინისტრის ნებართვით იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, მისი თანხმობით, შეუძლია გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე.
5. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად.
მუხლი 36🔗. რიგითი შემადგენლობის მიერ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების წესი
რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას 3 წლის ვადით – ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ თანამშრომელი ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას პატაკით დათხოვნის შესახებ.
მუხლი 37🔗. რიგითი შემადგენლობის პირების სამსახურიდან გათავისუფლების თავისებურებანი
1. რიგითი შემადგენლობის პირები სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლონ ავადმყოფობის გამო, როდესაც ისინი სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები არიან უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიან დროს (ომის პირობებში – II ხარისხის შეზღუდულად ვარგისები) ან უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით.
2. გამონაკლის შემთხვევებში რიგითი შემადგენლობის პირები სასჯელაღსრულების ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ ოჯახური პირობების გამო.
მუხლი 38🔗. ოფიცერთა შემადგენლობის სამსახურიდან გათავისუფლების თავისებურებანი
უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასჯელაღსრულების ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ:
ა) საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, თუ დასათხოვმა პირმა არ მიაღწია ზღვრულ ასაკს, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ თადარიგში ჩასარიცხი პირებისათვის;
ბ) გადადგომით, თუ დასათხოვმა პირმა მიაღწია ზღვრულ ასაკს, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ თადარიგში ჩასარიცხი პირებისათვის, ან სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეული არიან უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვით (მოხსნით).
მუხლი 39🔗. ოფიცერთა დათხოვნა თადარიგში
უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასჯელაღსრულების ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში:
ა) ასაკის გამო – პირები, რომელთაც მიაღწიეს დადგენილ ასაკს;
ბ) ავადმყოფობის გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიან დროს (ომის პირობებში – II ხარისხის შეზღუდულად ვარგისები);
გ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიან დროს ვარგისად მიჩნეულები სამხედრო სამსახურისთვის სამწყობრო სამსახურების გარდა (ომის პირობებში – I ხარისხის შეზღუდულად ვარგისები), სათანადო ვაკანტური თანამდებობების უქონლობის გამო მათი სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის დროს;
დ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით;
ე) სხვა სამსახურში, უწყებაში, სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით;
ვ) შტატების შემცირებით – შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო;
ზ) პირადი განცხადებით.
მუხლი 40🔗. ოფიცერთა გათავისუფლება სამსახურიდან გადადგომით
უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასჯელაღსრულების ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ გადადგომით:
ა) ასაკის გამო – ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფნით;
ბ) ავადმყოფობის გამო – სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვით.
მუხლი 41🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებიდან უარყოფითი მოტივით გათავისუფლებულთა პასუხისმგებლობა
მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასჯელაღსრულების ორგანოებიდან უარყოფითი მოტივით, ამოღებულ უნდა იქნეს მათთვის მიცემული ფორმის ტანსაცმლის ღირებულება (ამორტიზაციის გათვალისწინებით) და მათზე გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი.
მუხლი 42🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნილი მოსამსახურის დაცვის უფლება
მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ბრძანება მისი დათხოვნის შესახებ.
მუხლი 43🔗. საპენსიო უზრუნველყოფა
1. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსამსახურისათვის პენსიის დასანიშნად ნამსახურობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 44🔗. დათხოვნილთა შეღავათები და ანაზღაურება
1. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა) გამოსასვლელი დახმარება უკანასკნელი 5 თვის ხელფასის ოდენობით.
2. მოსამსახურეს, რომელსაც ნამსახურობის გამო (20 წელი და მეტი, მათ შორის, შეღავათების გათვალისწინებით) ეკუთვნის პენსია, უფლება აქვს ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე და მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილები) ისარგებლოს სამინისტროს სისტემის სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით.
3. მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, რომელთაც ენიშნებათ პენსია, ეძლევათ შეღავათები მიწის, ბინის საცხოვრებელი ფართობის, კომუნალური მომსახურებისა და ტელეფონის გადასახადებზე.
თავი VII
მოსამსახურის სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენა
მუხლი 45🔗. სასჯელაღსრულების ორგანოში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები
1. ის მოსამსახურეები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე სასჯელაღსრულების ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში.
2. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სასჯელაღსრულების ორგანოებში აღდგენაზე.
მუხლი 46🔗. სასჯელაღსრულების ორგანოებში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები
1. მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება მისი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნის და სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ.
2. სასჯელაღსრულების ორგანოში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კომპეტენტური პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
3. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე დათხოვნილის თანხმობით.
მუხლი 47🔗. სასჯელაღსრულების ორგანოში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა
აღდგენილ მოსამსახურეს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 48🔗. მიყენებული ზარალის ანაზღაურება
1. უსაფუძვლოდ დათხოვნილ მოსამსახურეებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. თანამდებობის პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მოსამსახურის კანონის დარღვევით თანამდებობიდან დათხოვნის, გადაყენების, სპეციალური წოდების ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებაზე, პასუხს აგებს დისციპლინური წესით და ანაზღაურებს ზარალს.
თავი VIII
მოსამსახურეთა სტაჟი
მუხლი 49🔗. სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა
სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 50🔗. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
მოსამსახურეებისათვის სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 51🔗. დასკვნითი დებულება
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.