საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 10.01.2000
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 27/01/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| მერქნიანი სახეობა (ჯიში) | ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი |
| 1. სოჭი, ნაძვი | 20 |
| 2. ფიჭვი | 20 |
| 3. წიფელი თესლითი | 20 |
| 4. წიფელი ამონაყარი | 10 |
| 5. რცხილა თესლითი | 20 |
| 6. რცხილა ამონაყარი, ჯაგრცხილა | 10 |
| 7. არყი | 10 |
| 8. ვერხვი | 10 |
| 9. მურყანი (თხმელა) თესლითი | 10 |
| 10. მურყანი (თხმელა) ამონაყრითი | 5 |
| 11. აკაცია თესლითი | ს10 |
| 12. აკაცია ამონაყრითი | 2 |
| კორომის სიხშირე | მოზარდის სიმაღლე მეტრობით |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 73.7pt 1.0in 73.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
2000 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და ტყეების დაცვის, აღდგენა - განახლების მთელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ.
2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე) და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) უზრუნველყონ ტყის დაცვის, აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსების საკითხებთან დაკავშირებით რეგიონალური შეკრებების ორგანიზება, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოების ფართო ფენებისა და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ზ. გეგეჭკორი), საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან (ბ. სარალიძე), საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალურ სამსახურთან და ადგილობრივი მართვის ორგანოებთან ერთად შეიმუშაონ და დაამტკიცონ საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განახლებისა და კაკალ-ნაყოფიანთა გაშენების ათწლიანი პროგრამა.
4. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ (ბ. შოშიტაიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოში საავეჯო მრეწველობის აღორძინებისა და განვითარების ათწლიანი პროგრამა.
5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან (გ. ცინცქალაძე) და შესაბამის სამსახურებთან ერთად შეისწავლონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთიანეთში ტყის ფონდისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მეწყრული მოვლენების გამომწვევი მიზეზები და შეიმუშაონ შესაბამისი ღონისძიებები.
6. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ და ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შეისწავლონ საქართველოში ხე-ტყის გამოსაზიდად საბაგირო ტრანსპორტის გამოყენებისა და მისთვის საჭირო მოწყობილობათა დამზადების შესაძლებლობის საკითხი და წარმოადგინონ სათანადო ინფორმაცია.
ე. შევარდნაძე
დებულება საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის განხორციელების წესი შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე.
ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტყეებზე და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უწყებისათვის, რომელთა გამგებლობაშიც არის ტყეები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ტყეში მთავარი სარგებლობის ჭრით მერქნის (ხე-ტყის) დამზადებას.
2. ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის განხორციელებისას მერქნით დროულ, რაციონალურ და უწყვეტ სარგებლობასთან ერთად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ტყეების ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნება-გაძლიერება, აგრეთვე კორომების შემადგენლობის, სტრუქტურის, პროდუქტიულობისა და სხვა ბიოლოგიურ-მეტყევეობითი ნიშანთვისებების გაუმჯობესება.
ჭრის განხორციელების ვადების შერჩევისას მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნადირ-ფრინველის გამრავლების პერიოდი, რათა თავიდან ავიცილოთ მათი ბუდეებისა და ბუნაგების მოშლა.
3. მთავარი სარგებლობის ჭრა არ ინიშნება ტყის შემდეგ კატეგორიებში:
ა) სახელმწიფო ნაკრძალები;
ბ) ეროვნული პარკები;
გ) ბუნების ძეგლები;
დ) აღკვეთილები;
ე) დაცული ლანდშაფტები;
ვ) საკურორტო ზონის ტყეები;
ზ) მწვანე ზონის ტყეები.
აგრეთვე ნიადაგდაცვით-წყალმარეგულირებელი კატეგორიის ტყეების განსაკუთრებული დაცვითი მნიშვნელობის მქონე ტყის უბნებში, რომელთაც მიეკუთვნებიან:
ა) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;
ბ) ჭალის ტყეები;
გ) სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი;
დ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბნები;
ე) თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;
ვ) ტყის უბნები რელიქტური, ენდემური და ძვირფასი მერქნიანი სახეობების გაბატონებით, აგრეთვე ტყის ის უბნები, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვა);
ზ) 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები;
თ) დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);
ი) მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბნები;
კ) ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;
ლ) რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები.
განსაკუთრებული დაცვითი მნიშვნელობის ტყის უბნების ურთიერთ გადაფარვის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უბნებს ჩამონათვალის მიმდევრობის მიხედვით.
4. ტყის ჭრის სახეობათა შერჩევა წარმოებს მერქნიან სახეობათა ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების, ტყის ტიპების, ტყის ბუნებრივი განახლების მდგომარეობის, ეროზიის წინააღმდეგ ნიადაგის მდგრადობის, ფერდობთა ექსპოზიციისა და დაქანების სიმკვეთრის შესაბამისად.
ფერდობები დაქანების სიმკვეთრის მიხედვით იყოფა შემდეგნაირად: დამრეცი – 10 გრადუსამდე ჩათვლით, დაფერდებული – 110-დან 200-მდე ჩათვლით, ციცაბო - 210-დან 350-მდე ჩათვლით, ძლიერ ციცაბო – 350-ზე მეტი.
მთის ფერდობების დაქანება ძირიდან მწვერვალამდე მთლიანად განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ ფერდობთა ცალკეული უბნების დაქანება ერთმანეთისაგან 50-ზე მეტით არ განსხვავდება. თუ ეს განსხვავება 50-ზე მეტს შეადგენს, მაშინ დაქანების სიმკვეთრე თითოეული მათგანისათვის ისაზღვრება, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჭრის წესის შერჩევისას.
მთის ფერდობები ექსპოზიციის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთისა და სამხრეთის რუმბის ექსპოზიციებად.
ჩრდილოეთი ექსპოზიციის ფერდობებია: ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი.
სამხრეთი ექსპოზიციის ფერდობებია: სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი.
მდგრადობის მიხედვით ნიადაგები იყოფა შემდეგნაირად:
მდგრადი – 50 სმ-ზე მეტი სიღრმის (ღრმა);
საშუალო მდგრადობის – 31-50 სმ სიღრმის (საშუალო სიღრმის);
არამდგრადი – 30 სმ-მდე სიღრმის (პრიმიტიული და თხელი ნიადაგები).
ეროზიის წინააღმდეგ ნიადაგის მდგრადობა ფერდობის ექსპოზიციის, დაქანების სიმკვეთრისა და ნიადაგის სიღრმის მაჩვენებლებით განისაზღვრება.
5. ჭრის განხორციელებისას ჭრის ისეთი სახე და სამუშაოების ტექნოლოგია გამოიყენება, რომლებიც პირველ რიგში უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის სტაბილურობას, ძვირფასი და მეურნეობრივი და სხვა თვალსაზრისით პრიორიტეტული მერქნიანი სახეობების სიცოცხლისუნარიანი მოზარდის მაქსიმალური რაოდენობით შენარჩუნებასა და ბუნებრივი განახლებისათვის ხელის შეწყობას.
6. საქონლის ძოვება იკრძალება:
ა) ჭრისათვის დანიშნულ უბანში ჭრამდე 5 წლით ადრე;
ბ) ტყის იმ უბნებში, სადაც განხორციელდა ბუნებრივი განახლებისათვის ხელის შეწყობის ღონისძიებები (ხუთი წლის განმავლობაში).
7. მთავარი სარგებლობის ჭრა ეწყობა მხოლოდ ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი კატეგორიის მწიფე და მწიფეზე უხნესი ტყის უბნებში და იჭრება შემდეგი მერქნიანი სახეობები: სოჭი, ნაძვი, ფიჭვი, წიფელი, რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, არყი, ვერხვი, მურყანი (თხმელა) და ტირიფი.
საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება მოცემულია I დანართში.
მთავარი სარგებლობის ჭრის სახეობებია:
პირწმინდა ჭრა;
თანდათანობითი ჭრა;
ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა;
ნებით-ამორჩევითი ჭრა.
8. პირწმინდა ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა, გარდა 20 წლამდე ასაკის მოზარდი ხეებისა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის, ნულიდან 50– მდე დაქანების ფერდობებზე. ტყეკაფის სიგანე დასაშვებია 100 მეტრამდე. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე 1 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა.
9. თანდათანობითი ჭრა ეწყობა 200-მდე დაქანების ფერდობებზე არსებულ კორომებში და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ჭრის განხორციელებას ხანგრძლივი პერიოდის (30-40 წელი) განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ტყის საბურველის რამდენიმე ჯერად თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. ამ ჭრის ყოველი შემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტყის კალთის ქვეშ არის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდი იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №2). მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლებისათვის ხელის შეწყობის ღონისძიებები.
ჭრის ბოლო ჯერზე იჭრება 20 სმ-ზე მეტი დიამეტრის ყველა ხე.
10. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ეწყობა 200-მდე დაქანების ფერდობებზე არსებულ კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ამ ჭრის დროს ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერების თითოეულ მათგანში დატოვებულ უნდა იქნეს 1-2 სათესლე ხე. ყალთაღების გაგანიერება სასურველია მოხდეს თესლმსხმოიარობის წელს.
ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.
11. ნებით-ამორჩევითი ჭრა ძირითადად ინიშნება 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში 350-მდე დაქანების ფერდობებზე. 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ეწყობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი კალთის ქვეშ არის მერქნიან სახეობათა მოზარდი იმ რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №2). მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები.
მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის ტიპის კორომებში ნებით-ამორჩევითი ჭრა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში.
0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან კორომებში მერქნიანი სახეობების მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში ჭრა არ ინიშნება.
ნებით-ამორჩევითი ჭრა გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) არსებული მწიფე და მწიფეზე უხნესი, აგრეთვე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი სხვა ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას.
ტყის ბუნებრივი განახლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, კორომების დაცვითი ფუნქციებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხეების გამოღება ფართობებზე თანაბრად უნდა წარმოებდეს.
ჭრისათვის პირველ რიგში ინიშნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლიან მოზარდის ზრდა-განვითარებას.
31-350 დაქანების ფერდობებზე ნებით-ამორჩევითი ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,6 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია ვიდრე 300-მდე დაქანების ფერდობებზე, ხე-ტყის გამოზიდვა სამანქანე გზამდე უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ხე-ტყის დამზადების პარალელურად განხორციელდეს ტყის ბუნებრივად აღდგენისათვის ხელშემწყობი ღონისძიებები.
12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი ყველა შემთხვევაში 25 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. ტყეკაფების მიმართულება ფერდობზე ჰორიზონტალურია და მათი განლაგება ფერდობზე ზევიდან ქვევით წარმოებს. მცირე ზომის ერთმანეთის მოსაზღვრე ტყის უბნები შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს მოსაჭრელად.
ნებით-ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და ჭრისათვის დანიშნული სატაქსაციო უბნის ფართობით განისაზღვრება.
13. ჭრის დამთავრების ვადა (განახლების პერიოდი) თანდათანობითი ჭრისათვის განისაზღვრება 30-40 წლით, ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის – 20-40 წლით.
თავი II
ჭრები სხვადასხვა მერქნიანი სახეობის კორომებში
ჭრები ფიჭვნარებში
14. ფიჭვნარებში ეწყობა თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით-ამორჩევითი ჭრები.
15. თანდათანობითი ჭრა ეწყობა ყველა ექსპოზიციის 200-მდე დაქანების ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე. თანდათანობითი ჭრა 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში სამ ჯერად ტარდება.
ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ უნდა იქნეს დაყვანილი. ჭრის ინტენსივობა შეადგენს საერთო მარაგის 20-25%-ს.
ჭრის მეორე ჯერი 10-15 წლის შემდეგ ხორციელდება. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ უნდა იქნეს დაყვანილი.
ჭრის მესამე (ბოლო) ჯერი 15 წლის შემდეგ ხორციელდება.
0.6-0.5 სიხშირის კორომებში თანდათანობითი ჭრა ხდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე საერთო მარაგის 30-40% იჭრება. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.
04-03 სიხშირის კორომებში ხორციელდება თანდათანობითი ჭრის ბოლო ჯერი.
16. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ეწყობა ყველა ექსპოზიციის 200-მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული.
თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 25-30 მ დიამეტრის 4 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც შეძლებისამებრ არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგონ. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობებზე თანაბარი განლაგებით.
ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მიღების კვალობაზე ხდება 10 წლის შემდეგ.
ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე მოიჭრება კორომის მერქნის პირვანდელი მარაგის 30-35%.
17. ნებით-ამორჩევითი ჭრა ეწყობა 350-მდე დაქანების ფერდობებზე ძირითადად 0.6 და მეტი სიხშირის ნაირხნოვან კორომებში.
ჭრის გამეორების პერიოდი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება 10-20 წლით. ჭრის ინტენსივობა 06-07 სიხშირის კორომებში 15-20%-ს, ხოლო 08 და მეტი სიხშირის, აგრეთვე 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში – 25%-ს შეადგენს.
18. ფიჭვნარ-ნაძვნარებში, სადაც მეურნეობის წარმოების ძირითადი მიზანი ფიჭვნარი კორომის შენარჩუნებაა, ჭრისათვის პირველ რიგში ნაძვის ხეები ინიშნება.
ჭრები წიფლნარებში, ნაძვნარებსა და სოჭნარებში
19. წიფლნარ, ნაძვნარ,სოჭნარ და მათი შერევით შექმნილ კორომებში ეწყობა ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით-ამორჩევითი ჭრები.
20. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ეწყობა ყველა ექსპოზიციის 200-მდე დაქანების ფერდობებზე 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე მკვდარსაფრიან, წივანიან, ჩიტისთვალიან და ქრისტესბეჭდიან ტყის ტიპებში, სადაც მოზარდი ჯგუფურად არის გავრცელებული.
თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც შეძლებისამებრ არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგონ. ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით.
ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 10-15 წლის შემდეგ.
ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 25-30%.
21. ნებით-ამორჩევითი ჭრა ეწყობა 350-მდე დაქანების ფერდობებზე,ძირითადად 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში.
ჭრის გამეორების პერიოდი კორომის სიხშირის და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6-0.7 სიხშირის კორომებში – 15-20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში – 25%. 200-მდე დაქანების 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში დასაშვებია 40 სმ-ზე მეტი დიამეტრის ხეების მთლიანად გამოღება.
ჭრები რცხილნარებში
22. რცხილნარებში ხორციელდება თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით-ამორჩევითი ჭრები.
23. თანდათანობითი ჭრა ეწყობა ყველა ექსპოზიციის 200-მდე დაქანების ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებულ კორომებში, უპირატესად ადგილსამყოფლის გრილ და ტენიან პირობებში.
0.6 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა ხდება ორ ჯერად.
პირველ ჯერზე მერქნის საერთო მარაგის 40-45% იჭრება.
მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 10 წლის შემდეგ.
0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ხორციელდება თანდათანობითი ჭრის ბოლო ჯერი.
24. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ეწყობა 200-მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე ღრმა და საშუალო სიღრმის ნიადაგებზე განლაგებულ კორომებში, სადაც მოზარდი ჯგუფურადაა გავრცელებული.
თითოეულ ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ სიგანის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), რომლებიც შეძლებისდაგვარად არსებული მოზარდის ჯგუფებს უნდა მიესადაგონ.
ბუნებრივი ყალთაღების არარსებობის შემთხვევაში ისინი ხელოვნურად იქმნება ფართობზე თანაბარი განლაგებით.
ყალთაღების გაგანიერება მოზარდის მდგომარეობის მიხედვით ხდება 8-10 წლის შემდეგ.
ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების დროს იჭრება კორომის პირვანდელი მარაგის 35-40%.
25. ნებით-ამორჩევითი ჭრა ეწყობა 350-მდე დაქანების ფერდობებზე, ძირითადად 0.6 და მეტი სიხშირის კორომებში. ჭრის გამეორების პერიოდი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით 10-15 წელია. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6-0.7 სიხშირის კორომებში – 15-20%, 08 და მეტი, აგრეთვე 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში – 25%.
ჭრები მურყნარებში (თხმელნარებში), არყნარებსა და ვერხვნარებში
26. მურყნარებში (თხმელნარებში), არყნარებსა და ვერხვნარებში ტარდება პირწმინდა და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრები.
27. პირწმინდა ზოლებრივი ჭრა ტარდება ვაკე რელიეფის (0-50-მდე დაქანების ფერდობი) პირობებში. ტყეკაფის სიგანე დასაშვებია – 100 მეტრამდე. ტყეკაფის გრძელი მხარე გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულია და მისი სიდიდე ერთ კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
ტყეკაფის მიბმა უშუალოა, ხოლო ვადა მოზარდის რაოდენობისა და მდგომარეობის მიხედვით 3-5 წელია.
28. არასწორი და წაგრძელებული ფორმის ტყის უბნები, თუ მათი ფართობი მაგარმერქნიანი ფოთლოვანებისათვის 5 ჰექტარს, ხოლო რბილმერქნიანი ფოთლოვანებისათვის 10 ჰექტარს არ აღემატება, ჭრისათვის შეიძლება დაინიშნოს მთლიანად.
29. 100 ჰექტრიან კვარტალში ეკოლოგიური და ტყის განახლების პირობების გათვალისწინებით ერთდროულად ჭრის განხორციელება დასაშვებია ოთხ ტყეკაფზე.
30. მწიფე კორომებს შორის მოქცეული ახალგაზრდა და შუახნოვანი ტყის უბნები, გარდა ისეთებისა, რომლებიც ტყესაზიდ გზებსა და მაგისტრალურ მორსათრევებზეა განლაგებული ჭრისათვის არ ინიშნება.
31. კოლხეთის დაბლობის მიწების ათვისების პროექტით გათვალისწინებულ ფართობებზე შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს ქარსაფარი ტყის ზოლები.
32. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ეწყობა ყველა ექსპოზიციის 300-მდე დაქანების ფერდობებზე.
1 ჰექტარზე ეწყობა 20-25 მ დიამეტრის 4-5 ყალთაღი (ფანჯარა), ყალთაღის გაგანიერება 3-5 წლის შემდეგ ხდება.
ყალთაღების მოწყობისა და გაგანიერების თითოეულ ჯერზე იჭრება პირვანდელი მარაგის 35-40%.
თავი III
ეკოლოგიური და მეტყევეობითი მოთხოვნები ტყეში ტყეკაფითი სამუშაოების შესრულებისათვის
33. თითოეული ტყეკაფისათვის ხე-ტყის დამამზადებლის მიერ ჭრის დაწყებამდე დგება ტყეკაფის დამუშავების (ათვისების) ტექნოლოგიური რუკა– ტიპური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს: ტყეკაფის დამუშავების სქემას, მის დახასიათებას, ტექნოლოგიურ მითითებებს, აგრეთვე რაოდენობრივ მაჩვენებლებს.
ტყეკაფის ათვისების ტექნოლოგიური რუკა დგება თითოეულ ტყეკაფზე მისი ყველა თავისებურების გათვალისწინებით – ფართობი, რელიეფი, ნიადაგი, ფორმა, ჭრის სახე, მორთრევისა და ტყეკაფის გაწმენდის სახეები, ხე-ტყის ზედა საწყობის ადგილი, დასატვირთი მოედანი, ხე-ტყის საზიდი გზების განლაგება, მაგისტრალური და დამხმარე მორსათრევები, საჰაერო მორსათრევი დანადგარების ტრასების განლაგება, უსაფრთხოების ზონები, აგრეთვე მოთხოვნები ტყის ბუნებრივი განახლების უზრუნველყოფის, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის, ტყეკაფზე არსებული მოზარდის შენარჩუნების შესახებ.
ტყეკაფის ათვისება-დამუშავების სქემა (რუკა) დგება 1:10000 მასშტაბით. ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფი შემდეგ მაჩვენებლებს უნდა შეიცავდეს: ფართობი, კორომის შემადგენლობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მარაგი, მერქნის საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე, ხის ღეროს საშუალო მოცულობა, მოზარდის სიხშირე სახეობების მიხედვით.
ტყეკაფის ათვისების ტექნოლოგიურ მითითებებში აღიწერება აგრეთვე მოსამზადებელი სამუშაოები (საშიში ხეების მოცილება, დამხმარე მორსათრევების გაჭრა, ხეების წაქცევის მიმართულება, ტოტების შეჭრა და მათი მორსათრევებზე დაწყობა, ღეროების მოთრევა და მათი შტაბელებად დაწყობა ტყესაზიდ გზებთან).
ტექნოლოგიური რუკა თანხმდება სატყეო მეურნეობასთან და ერთი ეგზემპლარი რჩება სატყეო მეურნეობაში.
34. ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყებამდე უნდა მოხდეს ტრასებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხე-ტყის ზედა საწყობების ისეთ ადგილებზე მოწყობა, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მექანიზმების მოძრაობა მხოლოდ მორსათრევებზე დაიშვება. ხე-ტყის უსისტემო მოთრევა დაუშვებელია.
35. ხე-ტყის დამამზადებლები ვალდებული არიან მერქნის დამზადება-მორთრევის სამუშაოები შეასრულონ ისეთი წესებით, რომ ტყის ჭრის შემდეგ არ განვითარდეს ნიადაგის ეროზიის პროცესები, არ გაუარესდეს ტყის აღდგენა-განახლების მდგომარეობა, უზრუნველყოფილ იქნეს ტყეში არსებული ძვირფასი და სამეურნეო მნიშვნელობით პრიორიტეტული მერქნიანი სახეობების მოზარდისა და ახალგაზრდა კორომების ჯგუფების შენარჩუნება.
მთის ტყეებში ტყეკაფითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო დაზიანებული ხეების ოდენობა ამორჩევითი და თანდათანობითი ჭრების ობიექტებზე არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების რაოდენობის 10%-ს.
36. დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვისათვის საჰაერო კიდულ დანადგართა ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს, ხოლო სატრაქტორო მორსათრევი გზების –ტრაქტორის სიგანეს დამატებული ორი მეტრი. მოზარდისა და მოსაჭრელად დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.
თავი IV
ტყის ჭრის ადგილების გაწმენდა
37. ტყის ჭრის ადგილების ნარჩენებისაგან გაწმენდის წესებს ადგენს სატყეო მეურნეობა ტყის ზრდის პირობების, ტყეკაფის ათვისებისა და ტყის განახლების სამუშაოების ტექნოლოგიის მიხედვით და მათ ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში აღნიშნავს.
38. ტყეკაფის გაწმენდა ტყის ჭრის ნარჩენებისაგან ხე-ტყის დამზადებასთან ერთად წარმოებს.
39. თუ მომხმარებლის მიერ ტყის ჭრის ნარჩენების გამოყენება ვერ ხერხდება, ჭრის ადგილების გაწმენდა ისეთი წესით უნდა მოხდეს, რომელიც ტყის ზრდის პირობების გაუმჯობესებასა და ტყეკაფზე ტყის ბუნებრივ განახლებას არ შეუშლის ხელს, ამასთანავე შეზღუდავს მთის ფერდობებზე ეროზიის კერების წარმოშობას.
40. მთიან პირობებში თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით-ამორჩევითი ჭრების მოწყობის დროს ტყის ჭრის ნარჩენები დაიწყობა მორსათრევებზე მათი გამაგრების მიზნით, ხოლო ხე-ტყის წვრილი და დაპობილი ნარჩენები ტყეკაფზე თანაბრად გაიფანტება ანდა მოზარდისაგან თავისუფალ ადგილზე მკვრივ ხურგებად დაიწყობა და დაიტოვება დასალპობად.
41. ტყის ხელოვნური აღდგენისათვის განკუთვნილი პირწმინდა ჭრის ტყეკაფების გაწმენდა იმ წესებით უნდა მოხდეს, რომლებიც შემდგომში მექანიზებული წესით სატყეო საკულტურო სამუშაოების (ნიადაგის მომზადება, ტყის დარგვა-დათესვა, კულტურების მოვლა) ჩატარების შესაძლებლობას უზრუნველყოფენ.
42. ტყეკაფების გაწმენდა ტყის ბუნებრივი განახლების შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით იმ წესებით უნდა მოხდეს, რომ ხელი შეეწყოს ძვირფას მერქნიანი სახეობის თვითნათესარის წარმოშობას და ზრდის პირობების გაუმჯობესებას.
43. არამდგრად ნიადაგებზე ჭრის ადგილების გაწმენდა ნარჩენების წვრილად დაჭრით და მთელ ფართობზე თანაბარი გაფანტვით წარმოებს.
გრილ და ტენიან ტყის ტიპის კორომებში ხე-ტყის ჭრის ნარჩენები ეწყობა მცირე ზომის მკვრივ ხურგებად ძირკვებს შორის არსებულ მოზარდისაგან თავისუფალ ან ამაღლებულ ადგილებზე, სადაც წყლის ჩადენას ხელი არ შეეშლება.
44. ტყის მავნებლების დასახლების თავიდან აცილების მიზნით დასალპობად დატოვებული დასახერგი ხე-ტყის ნარჩენები ნიადაგზე მჭიდროდ ეწყობა.
45. ხე-ტყის ყველა დამამზადებელი ვალდებულია ამ წესით დადგენილ ღონისძიებებთან ერთად მკაცრად დაიცვას ხანძრის უსაფრთხოებისა და ტყის ფიტოსანიტარიზაციის წესები.
თავი V
პასუხისმგებლობა ტყის ჭრის წესის დაცვაზე
46. ხე-ტყის ყველა დამამზადებლის მიერ ამ წესის შესრულების კონტროლი ეკისრება სატყეო მეურნეობის დირექტორს, ხოლო ტყეკაფების გამოყოფისა და ათვისების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
47. ხე-ტყის დამამზადებლები აღნიშნული წესის დარღვევისათვის პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება
მერქნიანი სახეობა (ჯიში)
ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი
სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება, წელი
სიმწიფის (ჭრის) ხნოვანების კლასი
1
2
3
4
1. სოჭი, ნაძვი
20
121-160
VII-VIII
2. ფიჭვი
20
101-140
VI-VII
3. წიფელი თესლითი
20
121-160
VII-VIII
4. წიფელი ამონაყარი
10
61-80
VII-VIII
5. რცხილა თესლითი
20
81-120
V-VI
6. რცხილა ამონაყარი, ჯაგრცხილა
10
41-60
V-VI
7. არყი
10
61-80
VII-VIII
8. ვერხვი
10
41-60
V-VI
9. მურყანი (თხმელა) თესლითი
10
41-60
V-VI
10. მურყანი (თხმელა) ამონაყრითი
5
21-30
V-VI
11. აკაცია თესლითი
ს10
41-60
V-VI
12. აკაცია ამონაყრითი
2
9-12
V-VI
დანართი № 2
ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების შკალა
კორომის სიხშირე
მოზარდის სიმაღლე მეტრობით
0.5-1.0
1.1-3.0
3.1 და მეტი
მოზარდის რაოდენობა ცალობით
0.3-0.4
7000
4000
2000
0.5-0.6
4000
2000
1000
მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის.
იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად:
იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლი ან მეტია, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის.
მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან 1 მეტრამდე 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28,37 და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115%-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველსაყოფად.