საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№1012
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2010 წლის 14 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს მსოფლიო ბანკს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №1012. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.08.002.016099.
- სად არის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“, №1012, 14.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135184/