"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 07.12.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016009
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 17/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:AcadNusx;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 49.3pt 42.55pt 60.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება №52
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე
-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა
და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანდართული დებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მოსამსახურეთა რიცხოვნო
ბა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) საშტატო ერთეულით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა”, №105 (22.
610),
13.06.06, გვ.11
) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულება.
4. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე
ლ. ვარშალომიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში
– სამინისტრო) სისტემაში.
2. ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ლაბორატორია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში
– მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ლაბორატორიას გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.
4. ლაბორატორია, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
5. ლაბორატორიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და
საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა სამება.
მუხლი 2🔗. ლაბორატორიის ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის საქმიანობის სფეროში შედის:
ა)
საანალიზოდ მიღებული ნიმუშების (
მათ შორის,
სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების)
ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, პარაზიტოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევები ნორმატიული ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების ქიმიური, მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური კვლევები) და პარაზიტოლოგიური კვლევები;
გ) ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოო-ანთროპონოზური) დაავადებების, ინფექციის წყაროს გამომწვევი მიზეზების კვლევა.
დაავადების გამოვლენისას დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში სერომონიტორინგის სამუშაოებისათვის სინჯების (
პათოლოგიური მასალის)
აღება და ლაბორატორიაში მიტანა, ინფექციის წყაროს, ზონის დასადგენად (
დასაზუსტებლად)
ადგილზე სპეციალისტების მივლინება;
დ) პათოლოგიური მასალის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის ქიმიური, მიკრობიოლოგიური და რადიოლოგიური გამოკვლევები;
ე)
ცხოველების გადამდები სნეულებების აღმძვრელების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;
ვ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობები.
1. ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ)
მისცეს მითითებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკვლევი მასალის აღებისა და ლაბორატორიაში გადაგზავნის წესის თაობაზე;
გ)
გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
დ)
უშუალოდ წარმართოს ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობა;
ე)
აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ)
წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ლაბორატორიის მოსამსახურეთა კონკურსი და ატესტაცია;
ზ)
კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი)
გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ)
გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
ლ)
განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ლაბორატორიის მოვალეობებია:
ა)
შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ბ)
უზრუნველყოს ლაბორატორიულ
ი კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭირვალობა;
გ)
დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;
დ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ე) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით
;
ვ)
მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ
.
მუხლი 4🔗. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ლაბორატორიის უფროსი:
ა)
წარმოადგენს ლაბორატორიას სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ)
წარმართავს ლაბორატორიის საქმიანობას;
გ) წყვეტს ლაბორატორიის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს, განსაზღვრავს თანამდებობის პირების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
დ)
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ე)
დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ვ) თვალყურს ადევნებს ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ლაბორატორიის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
3. ლაბორატორიის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ლაბორატორიის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ლაბორატორიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗. ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლაბორატორიის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ლაბორატორიის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. ლაბორატორიის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.
მუხლი 6🔗. ლაბორატორიის სტრუქტურა
ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ლაბორატორიის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ლაბორატორიაში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, ლაბორატორიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება. ლაბორატორიის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა. სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა. ლაბორატორიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება;
ბ) ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და მობილური რეაგირების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საანალიზო მასალის მიღება, შიდა რეგისტრაცია და შესაბამის განყოფილებებზე გადაცემა. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ლაბორატორიაში მიტანა; ცხოველებისა და ადამიანებისათვის საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური, ვეტერინარულ-სანიტარული და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა. პათანატომიური კვლევების ჩატარება, ცხოველთა პათოლოგიური მასალისა და ნედლეულის ვირუსოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევები
;
გ) ქიმიური და მცენარეთა დიაგნოსტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისა და სასმელი წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, ზედაპირული წყლის, აუზებისა და წყალსატევების ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
მცენარეთა მავნე და საშიში ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და აგროქიმიური კვლევების ჩატარება;
დ)
ბაქტერიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და ცხოველთა დაავადებების გამომწვევების, ასევე სასმელი წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, ზედაპირული წყლის, აუზებისა და წყალსატევების ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარება, ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად
.
მუხლი 7🔗. ლაბორატორიის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ლაბორატორიამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა)
უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ)
სესხის აღება;
გ)
თავდებობა;
დ)
საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ)
სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით,
თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ლაბორატორიის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8🔗. ლაბორატორიის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ლაბორატორიას აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.
2. ლაბორატორიის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ლაბორატორიის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ლაბორატორიას აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ლაბორატორიის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ლაბორატორიის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ლაბორატორიის ფინანსები
1. ლაბორატორიის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა)
შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ)
სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი
;
გ)
ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლი
;
დ)
დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
;
ე)
მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ)
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი
.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ლაბორატორიის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ლაბორატორიის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ლაბორატორიის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 10🔗. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ლაბორატორიის ლიკვიდაცია
ლაბორატორიის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) მთავრობის მიერ ლაბორატორიის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.