"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
მიღების თარიღი 07.12.2010
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016013
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 17/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| 2 | ქედა |
| 3 | შუახევი, ხულო |
| 100 | 250 |
| 250 | 200 |
| 500 | 500 |
| N | თვითმმართველი ერთეულის დასახელება |
| მომსახურების დასახელება | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებში |
| ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა: | 1 კუბ.მ |
| მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის | 100 |
| მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: | 0,1 ჰა-მდე |
| მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 150 |
| მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება | 100 |
| სიტუაციური გეგმის მომზადება | 100 |
| საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და უბნის სატაქსაციო დახასიათება ერთი სანიმუშო ფართობისათვის | ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (5 სანიმუშო ფართობამდე) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"BPG Glaho Arial\, Sylfaen\;"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Style-1, li.Style-1, div.Style-1 {mso-style-name:Style-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-2, li.Style-2, div.Style-2 {mso-style-name:Style-2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-3, li.Style-3, div.Style-3 {mso-style-name:Style-3; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-4, li.Style-4, div.Style-4 {mso-style-name:Style-4; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-5, li.Style-5, div.Style-5 {mso-style-name:Style-5; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-6, li.Style-6, div.Style-6 {mso-style-name:Style-6; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-7, li.Style-7, div.Style-7 {mso-style-name:Style-7; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-8, li.Style-8, div.Style-8 {mso-style-name:Style-8; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-9, li.Style-9, div.Style-9 {mso-style-name:Style-9; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-10, li.Style-10, div.Style-10 {mso-style-name:Style-10; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-11, li.Style-11, div.Style-11 {mso-style-name:Style-11; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-12, li.Style-12, div.Style-12 {mso-style-name:Style-12; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-13, li.Style-13, div.Style-13 {mso-style-name:Style-13; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-14, li.Style-14, div.Style-14 {mso-style-name:Style-14; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-15, li.Style-15, div.Style-15 {mso-style-name:Style-15; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-16, li.Style-16, div.Style-16 {mso-style-name:Style-16; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-17, li.Style-17, div.Style-17 {mso-style-name:Style-17; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-18, li.Style-18, div.Style-18 {mso-style-name:Style-18; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Style-19, li.Style-19, div.Style-19 {mso-style-name:Style-19; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.25pt 841.85pt; margin:1.0in 65.15pt 1.0in 65.15pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №56
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სატყეო მეურნეობის მართვის თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
სატყეო მეურნეობის მართვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის მიზანი
1. ამ წესის მიზანია განსაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის წესი.
2. ამ წესით განისაზღვრება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა;
გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი;
დ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი;
ე) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემის წესი;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სახეები, ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის და ხე-ტყის დამზადების წესი, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზნით გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗. მომსახურების სახეები
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემა;
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
დ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ზ) საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და სატაქსაციო დახასიათება;
თ) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. მომსახურების საფასური
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.
თავი II
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 4🔗. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი
1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა თითოეულ ტყეკაფზე.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი წარმოადგენს ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 5🔗. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი
ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტია ტყითმოსარგებლე და/ან ტყითმოსარგებლეები:
ა) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთი ტყითმოსარგებლე, ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ორ ეგზემპლარად, საიდანაც ერთი ეგზემპლარი ეძლევა ტყითმოსარგებლეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში;
ბ) თუ ტყეკაფს ჰყავს ერთზე მეტი ტყითმოსარგებლე – ერთ ეგზემპლარად, რომელიც რჩება სააგენტოში.
მუხლი 6🔗. ხე-ტყის დამზადების ბილეთის რეკვიზიტები
ხე-ტყის დამზადების ბილეთში აისახება:
ა) ბილეთის გამოწერის თარიღი;
ბ) ტყეკაფის ადგილმდებარეობა (გამცემი ორგანო, სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის კოორდინატები), ჯიშების მიხედვით მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა სულ, მათ შორის, მასალა, შეშა.
მუხლი 7🔗. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო
ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს სააგენტო.
თავი III
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 8🔗. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სანადირო იარაღის ტარების უფლება.
მუხლი 10🔗. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 11🔗. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა
ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 12🔗. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 13🔗. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები
ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:
ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;
ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;
დ) ნადირობით დაინტერესებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;
ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 14🔗. ტყის ფონდში ნადირობის რეგულირება
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს, საველე სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, სამმართველოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კვოტების დამტკიცებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე ნადირობა არ დაიშვება.
3. ტყის ფონდში ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე. ასევე წინასწარ გადახდას ექვემდებარება გარეული ცხოველის მოპოვებისათვის კანონით დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.
თავი IV
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის წესი
მუხლი 15🔗. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი
1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.
2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარგებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი.
მუხლი 16🔗. ტყის რესურსით მოსარგებლე
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 17🔗. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოპოვების ვადა;
ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;
გ) მოპოვების საშუალება;
დ) მოპოვების ადგილი.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომთა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვლით, სარგებლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლები.
მუხლი 18🔗. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.
მუხლი 19🔗. ტყის რესურსით ბილეთის გამცემი ორგანო
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 20🔗. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წელი მისი გაცემის დღიდან.
მუხლი 21🔗. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები
ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიეთითოს:
ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;
ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ადგილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო;
დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);
ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;
ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 22🔗. ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის რეგულირება
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის არ გაიცემა:
ა) ალპურ და სუბალპურ ზონებში;
ბ) ტყით დაფარულ ფართობებზე;
გ) ფართობებზე, სადაც გათვალისწინებულია ტყის აღდგენა;
დ) 10 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე;
ე) არამდგრად (30 სმ-მდე სიღრმის) ნიადაგებზე;
ვ) საშუალო მდგრადობის (31-50 სმ სიღრმის) ნიადაგებზე.
თავი VI
ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის წესი და აუქციონის წლიური საწყისი ფასი
მუხლი 23🔗. ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტი
1. ამ თავის მიზნებისათვის ტყის ფონდით სარგებლობის ობიექტია მის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთი.
2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 24🔗. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები
1. ტყის ფონდის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.
მუხლი 25🔗. ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის ფორმა
ტყის ფონდის სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ტარდება აუქციონი.
მუხლი 26🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
3. წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:
ა) სასურველი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარგებლობის სახე.
4. სააგენტოს ინიციატივით აუქციონი ცხადდება ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
5. აუქციონი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
6. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:
ა) სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში;
ბ) სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.
7. სააგენტო სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას და აუქციონის ჩატარების თარიღს აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის უფლებით გასაცემ კონკრეტულ ობიექტს;
გ) აუქციონის გამართვისა და სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს;
ე) ზოგად მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) აუქციონის საწყის ფასს;
თ) სხვა მონაცემებს, სააგენტოს გადაწყვეტილებით.
9. აუქციონის გამართვის მიზანია, აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც აუქციონის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სააგენტოს.
10. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტერიტორიის ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი), სარგებლობის სახის და სარგებლობას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ;
ბ) განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) ბეს გადახდის ქვითარი.
11. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში, ხოლო აუქციონი ჩატარდება განცხადების მიღების შეწყვეტიდან არა უმეტეს მე-5 სამუშაო დღეს. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.
12. ერთნაირი საბოლოო ფასის შეთავაზების შემთხვევაში განმეორებითი აუქციონი ტარდება მე-4 სამუშაო დღეს იმავე შენობაში და აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება წინა აუქციონზე პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მაქსიმალური ფასის ოდენობით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
მუხლი 27🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღესა და საათზე, რის შემდეგაც შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ), ე.წ. ,,მონაწილეობის ბარათს”, რის შემდეგაც იგი იძენს პრეტენდენტის სტატუსს.
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე.
4. ბეს ოდენობა განისაზღვრება წლიური საწყისი ფასის 100 %-ის ოდენობით.
5. თუ პრეტენდენტი აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში - ბეს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო შეთავაზებულ ფასში.
6. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) პრეტენდენტი არ გამოცხადდა აუქციონზე;
ბ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში).
მუხლი 28🔗. უარი აუქციონში მონაწილეობაზე
პრეტენდენტი აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია (მათ შორის, ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ ბეს გადახდას);
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
მუხლი 29🔗. აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სააგენტო.
3. პრეტენდენტი აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს ,,მონაწილის ბარათს” და გადის რეგისტრაციას.
4. სააგენტოს წარმომადგენელი საჯაროდ აცხადებს აუქციონის დაწყებას და აუქციონის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს).
5. პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს აუქციონში, დალუქული კონვერტით წარადგენს ინფორმაციას, რომელშიც დაფიქსირებული იქნება კონკრეტული ფასი, პრეტენდენტის დასახელება და ხელმოწერა და რომელსაც ათავსებს აუქციონისათვის განკუთვნილ სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში.
6. კონვერტ(ებ)ის ყუთში მოთავსების შემდეგ ყუთი იხსნება.
7. კონვერტების გახსნის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენელი ასახელებს იმ პრეტენდენტის სახელს, რომელმაც აღნიშნულ აუქციონში წარადგინა ყველაზე მაღალი ფასი, და აცხადებს მას გამარჯვებულად.
მუხლი 30🔗. აუქციონის ჩაშლა
აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) სააგენტოში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი;
გ) არც ერთმა პრეტენდენტმა, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, მასში მონაწილეობა არ მიიღო;
დ) არ იქნა შეთავაზებული საწყისი ან მასზე მაღალი ფასი;
ე) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში);
ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 31🔗. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
1. აუქციონის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება აუქციონის ჩატარების პროცესი და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს:
ა) აუქციონში მონაწილე გამარჯვებული პირი;
ბ) აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონის ჩატარებისათვის უფლებამოსილი პირი.
4. ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება სარგებლობის ხელშეკრულება.
მუხლი 32🔗. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო შეთავაზებულ წლიურ ფასს.
2. მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) უნდა იქნეს გადახდილი ხელშეკრულების ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლების ხელშეკრულების მიმღები დაარღვევს ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება გაუქმებულად.
მუხლი 33🔗. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება
1. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;
გ) ტყითსარგებლობის სახეს;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;
ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;
თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;
კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;
ლ) სპეციფიკურ პირობებს;
მ) მხარეთა ხელმოწერას.
2. ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის ტყითმოსარგებლის მიერ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 34🔗. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვება შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 35🔗. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საფუტკრისა და საქონლის დროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობას.
2. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა ხორციელდება იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.
3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 36🔗. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზანია ტყის მერქნული და სხვა მცენარეული რესურსების მიღება.
2. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებს შეიძლება შეადგენდეს:
ა) მერქნული, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის აღზრდა, საახალწლო ნაძვის ხეებად წიწვოვანი ხემცენარეების აღზრდა და სხვ.) ნარგაობის შექმნა.
3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე.
4. პლანტაციური მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;
ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ვ) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
5. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს, რომელიც მის რეალიზაციას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტის მიხედვით, რომელიც დგება „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 37🔗. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება
1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას რეკრეაციული მიზნებისათვის.
2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების საფუძველზე.
3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობანი ეწყობა ტყით დაუფარავ ფართობებზე და ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხე-ტყის დაზიანება.
4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში რეკრეაციული ტყითსარგებლობა დაშვებულია მხოლოდ ტურისტული მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების მოწყობისა და ხე-ტყის დამზადების გარეშე.
მუხლი 38🔗. ტყის ფონდის თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება.
2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე.
3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
6. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს და რეალიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39🔗. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობის მიზნით ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების სანაშენეებისა და თავშესაფრების მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების მიზნით.
2. თავშესაფრებისა და სანაშენე მეურნეობის მოწყობისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება, ხოლო მოსაშენებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებმა არ უნდა მოახდინოს ტყის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედება. იკრძალება აგრესიულად ინვაზიური სახეობების გამოყენება.
3. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც სანაშენეების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. დასაშვებია ბუჩქნარის და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ მოჭრილ ხე-ტყეზე ტყითმოსარგებლე იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს, რომელიც მის რეალიზაციას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 40🔗. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება
1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-მოწყობას, აგრეთვე კვებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-მოწყობას.
2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით და მოსაწყობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ წესის 37-ე–41-ე მუხლებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობად.
მუხლი 41🔗. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება
1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის 35-40 მუხლებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.
2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობა დაშვებულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ხელს არ შეუშლის ტყის შემდგომ აღდგენასა და მოვლას.
3. კომპლექსური ტყითსარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია კომპლექსური საქმიანობით თითოული სარგებლობის სახეზე.
მუხლი 42🔗. სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასი
სარგებლობის ობიექტის აუქციონის წლიური საწყისი ფასებია:
ა) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ბ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
გ) თევზის მეურნეობის მოწყობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
დ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისათვის და პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის აუქციონის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულების მიხედვით შემდეგნაირად:
N
თვითმმართველი ერთეულის დასახელება
ლარი 1 ჰექტარამდე
1
ქობულეთი, ხელვაჩაური
44
2
ქედა
17
3
შუახევი, ხულო
15
ვ) თუ ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლებია, აუქციონის წლიური საწყისი ფასი მრგვალდება 1 ჰექტარამდე;
ზ) კომპლექსური სარგებლობისათვის – 1200 ლარი 1 ჰექტარამდე.
დანართი №1
აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მომსახურების დასახელება
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებში
1
2
3
4
5
6
7
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა:
1 კუბ.მ
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის
100
მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
0,1 ჰა-მდე
0,1-დან 1,0ჰა-მდე
1-დან 10ჰა-მდე
10-დან 100ჰა-მდე
100-დან 1000ჰა-მდე
1000-დან 5000ჰა-მდე
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
150
500
1000
2500
3500
5000
მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება
100
500
1000
2500
4000
10000
სიტუაციური გეგმის მომზადება
100
200
500
1000
1500
2500
შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 - მე-7 სვეტში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით
საექსპლუატაციო უბნის კონტურების დადგენა და უბნის სატაქსაციო დახასიათება ერთი სანიმუშო ფართობისათვის
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (5 სანიმუშო ფართობამდე)
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (10 სანიმუშო ფართობამდე)
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობამდე)
ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობი და მეტი)
250
200
100
70
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება
1კმ-მდე
1კმ-5კმ-მდე
5კმ-10კმ-მდე
10კმ-100კმ-მდე
100კმ-500კმ-მდე
500კმ და მეტი
100
250
500
5000
15000
30000
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება
1კმ-მდე
კილომეტრის საფასური 1კმ-10კმ-მდე
კილომეტრის საფასური 10,0კმ-100კმ-მდე
კილომეტრის საფასური 100კმ-500კმ-მდე
კილომეტრის საფასური 500კმ და მეტი
500
500
450
400
350