"სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №915
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2339) დამტკიცებული „საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, თუ საქონელი არ გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის, ან საქართველოს ტერიტორიიდან საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გასატანი საქონლის გარდა);“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი