არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 13/03/2000
matsne.gov.ge 3,528 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პროგრამა
2 შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანა წილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები
3 სარეაბილიტაციო ცენტრი
4 სკოლა-ბაღი
5 სასაზღვრო სასწავლებელი
6 საზღვაო სასწავლებელი
7 ფერმერული სასწავლებელი
8 გარემოსთან ადაპტირებულობის მა-ხასიათებლების დადგენა
9 მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე კონტინგენტის ტრენინგი ინტერპერ-სონალურ კონფლიქტთა თავიდან ასაცილებლად
10 რისკ-ჯგუფების გამოყოფა, რანჟირება და კლასიფიკაცია
11 პროგნოზისათვის საჭირო მეთოდების სელექცია
12 სახელობო სასწავლებლების დებულების შემუშავება: -სასაზღვრო სასწავლებელი; -გასამხედროებული “---------------------“; -ფერმერული”--------------------“; კულტურულ-სპორტული “----------------“
13 სახელობო სასწავლებლებისათვის მცირე საწარმოების შექმნა
14 მცირე საწარმოების მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღჭურვა
15 სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის შერჩევა

დოკუმენტის ტექსტი

არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-style:italic;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; } h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-style:italic;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:22.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; } p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.gazeti, li.gazeti, div.gazeti { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.t-1, li.t-1, div.t-1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 35.4pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №80 2000 წლის 2 მარტი ქ. თბილისი არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, ასოციალური ქცევის, მიუსაფარ არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის, მათი განვითა­რებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „არასრულ­წლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამა“. 2. არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიამ (ა. კარტოზია) განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას უზრუნველყოს პროგრამის დაფინანსება 2000 წლისათვის შედგენილი ხარჯთა ნუსხის ფარგლებში. ე. შევარდნაძე არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამა პრეამბულა არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის აცილების პრობლემა აქტუალურია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. პრობლემის განსაკუთრებულ აქტუალობასა და სიმძაფრეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღითი დღე იზრდება ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ ფენა. სწორედ „ქუჩა“ აიძულებს მოზარდებს დროზე ადრე დათმონ ბავშვობა, სწავლა, სულიერი განვითარება, იარსებონ გარიყულად, უფროსების კონტროლისა და პატრონობის გარეშე, იბრძოლონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო დროს საქართველოშიც გავრცელდა მიუსაფარ ბავშვთა გარკვეული ფენა, რომელიც „ქუჩის“ მხრიდან ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდის, ერთიანდება არაჯანსაღი მიმართულების ჯგუფებში, მონაწილეობს სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის ჩადენაში. ეს უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში შექმნილ ოპერატიულ ვითარებაზე, ხელს უწყობს საზოგადოების პოლიტიკურ და სოციალურ დესტაბილიზაციას. 1996-1999 წლებში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა სახელმწიფო პროგრამა“, რამაც გარკვეულწილად დადებითი შედეგები მოგვცა და წარმოაჩინა აუცილებლობა თემატიკის გაგრძელებისა. საკითხის აქტუალობა მიზანშეწონილს ხდის ახალი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის შექმნის აუცილებლობას, რომლის ეტაპობრივი რეალიზაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხელს შეუწყობს მიუსაფარ ბავშვთა დაცვას, მოწყობას და საზოგადოებასთან ადაპტაციას. პროგრამის სახელწოდება – არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის შესრულების ვადა: 1. 01. 2000 წ.– 31. XII. 2002 წ. პროგრამის შესრულებისათვის პასუხისმგებელი – არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისია. პროგრამის ხელმძღვანელი – მერაბ სანიკიძე – არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი.  შემსრულებლები: 1. ფსიქოლოგ-კონსულტანტთა ჯგუფი; 2. სოციოლოგთა ჯგუფი; 3. პედაგოგ-კონსულტანტები; 4. იურისტ- კონსულტანტები; 5. კონსულტანტები კლინიკური და სოციალური პედიატრიის დარგში 6. ეკონომისტ- კონსულტანტები; 7. კონსულტანტები სპორტისა და კულტურის დარგში; 8. ტექნიკური მუშაკები. პროგრამის ბიუჯეტი – 3 000 000 (სამი მილიონი)ლარი რეზიუმე პროგრამა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივ უზრუნველყოფას, პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულების პერიოდულ შესწავლას და არსებული ვითარების ანალიზს, სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის გახსნას, სპეციალიზებული ინტერნატული ტიპის სასწავლო დაწესებულებების მოდერნიზაციას და ახლის შექმნას, მიუსაფართა მოწყობის პრობლემის მოგვარებას. 1. შესავალი 1.1 არსებული მდგომარეობა დღეისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფება 2000-მდე ასოციალური ქცევის ბავშვი, რომლებიც თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ ქუჩაში, ეწევიან წვრილმან ქურდობას, პროსტიტუციას, ტოქსიკომანიას, მაწანწალობას, მათხოვრობას, არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები. 1997-98 წლების მონაცემებით კი 4800 ბავშვია სკოლიდან განთესილი. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებით დამტკიცდა „არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა“ და შეიქმნა „არსრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისია“. კომისიას დავალებული აქვს სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ანალოგიური სტრუქტურებია შექმნილი შესაბამისად მხარეებში, ქალაქებსა და რაიონებში. ამოქმედდა არასრულწლოვანთა ინსპექციები და ბავშვთა ოთახები. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებში შეიქმნა სპეციალური სამსახურები. კვალიფიციური ფსიქოლოგების მიერ მოეწყო და ეწყობა „ქუჩის ბავშვების“ ანკეტური გამოკვლევის გზით დანაშაულის სოციალური პირობების შესწავლა-გაანალიზება, დანაშაულებრივი ფაქტორების დადგენა, ღირებულებათა ორიენტაციის, პიროვნულ თავისებურებათა და დანაშაულებრივი ტენდენციების შესწავლა, დამნაშავე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და განწყობისეული პორტრეტის შედგენა; ხდება დიაგნოსტიკური მეთოდების აპრობირება ქართულ პოპულაციაზე, ასოციალური ქცევის პროგნოზი და პროფილაქტიკური მეთოდების დანერგვა არასრულწლოვნებში. ჩატარებული გამოკვლევების ანალიზზე დაყრდნობით მომზადდა კითხვარები და ტესტები როგორც ასოციალური ქცევის, ისევე ნორმაში მყოფი მოზარდებისათვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს დადგენილ იქნეს მათი პროფესიული ორიენტაცია, კრიმინალური ქცევის ტენდენცია და განხორციელდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. ტესტები და კითხვარები მომზადებულია აღნიშნული კონტინგენტის მოზარდებთან მომუშავე პედაგოგ-აღმზრდელებისათვის. მოეწყო ტრენინგები გამოყენებით ფსიქოლოგიაში და „სოციალური მუშაკების“ მომზადებისათვის. იხვეწება და ივსება საკანონმდებლო ბაზა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სრული რეალიზაციის მიზნით. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით სახელმწიფო ხარჯზე ხდება ქუჩის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა. ხორციელდება არსებულ სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და რეორგანიზაცია. შეიქმნა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრები (კაჭრეთის სარეაბილიტაციო ცენტრი, თბილისის „მომავლის სახლი“). მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისსა და აჭარაში დაგეგმილია ანალოგიური ცენტრების შექმნა. აღნიშნულ ცენტრებში ბავშვებს აქვთ შექმნილი ცხოვრების, სწავლისა და განვითარების ოჯახურთან მიახლოვებული პირობები. დღეისათვის საქართველოში არსებულ სპეციალურ დაწესებულებებში ცხოვრობს და რეაბილიტაციას გადის 200-ზე მეტი ბავშვი. ე.წ. „ქუჩის ბავშვები“ მონაწილეობას ღებულობენ შემეცნებით-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ბანაკებში (ურეკი, ქობულეთი, ბორჯომი, ბაკურიანი), ტურისტულ ლაშქრობებსა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაში. პრესითა და ტელევიზიით ხდება „ქუჩის ბავშვთა“ პრობლემების გაშუქება, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში. გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ შეიქმნას ცხოვრებისაგან გარიყული, მზრუნველობას მოკლებული, მიუსაფარი ბავშვებისათვის სასწავლო-აღმზრდელობით და ფსიქოკორექციულ დაწესებულებათა კომპლექსი (სარეაბილიტაციო ცენტრი, სკოლა-ბაღი, გასამხედროებული, კულტურულ-სპორტული და ფერმერული ტიპის სპეციალური სასწავლებლები), სადაც ყოველგვარი პირობა შეიქმნება აღნიშნული კატეგორიის მოზარდთა გონებრივი და ფიზიკური განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციისათვის, მათი შემდგომი დასახლება-დასაქმების მიზნით. პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ მისი გადაჭრა ერთი ან ორი უწყების ძალისხმევით ნამდვილად ვერ მოხერხდება. საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და იგი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იქნეს აყვანილი. 1.2. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია: ა) შეიქმნას სამართლებრივი ბაზა არასრულწლოვანთა უფლებების სრული რეალიზაციისათვის, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ და სრულყოფილ საზოგადოებრივ ადაპტაციას და ამ პროცესის მარეგულირებელი სახელმწიფო მექანიზმების ჩამოყალიბებას; ბ) მიუსაფარ ბავშვთა პრობლემის სხვადასხვა ასპექტის შესწავლა, მათი პროფესიული ორიენტაციისა და სოციალური ადაპტაციის ჩამოყალიბება; გ) სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესის ცალკეულ ეტაპებზე მიუსაფარ ბავშვთა პრობლემისადმი საზოგადოებაში არსებული ტენდენციების გაშუქება; დ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულებების: სკოლა-ბაღი; სპეციალური სასწავლებლების (გასამხედროებული, კულტურულ-სპორტული, ფერმერული) დაარსება, ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამების შემუშავება და დანერგვა; ე) მიუსაფარ ბავშვთა შემდგომი მოწყობის პრობლემის მოგვარება. 2. ამოცანები, შედეგები და პერსპექტივა 2.1 . ძირითადი ამოცანებია: 1. მიუსაფარ ბავშვთა მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი (მონიტორინგი და არსებული მასალების დისტრიბუცია); 2. სემინარების, დებატებისა და ფორუმების მოწყობა მიუსაფარ ბავშვთა მდგომარეობის, არსებული ვითარებისა და რეალური ტენდენციების განხილვისა და ანალიზისათვის; 3. არასრულწლოვანთა და, მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შექმნა; 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფართო ინფორმაციული, პროპაგანდისტული მუშაობის წარმართვა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოზარდი თაობისა და, მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებზე, მათ გადაწყვეტასა და აღმოფხვრაზე; 5. მიუსაფარ ბავშვთა მიმართ ძალადობისა და წამქეზებლობის წინააღმდეგ ქმედით ღონისძიებათა განხორციელება, ამ მიმართებით არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა; 6. ტრენინგები სასკოლო ასაკის მიუსაფარი ბავშვებისათვის საკუთარი თავის პატივისცემის, უხეშობისა და ძალადობის მიუღებლობის გამოსამუშავებლად; 7. ტრენინგები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის რეალურ გარემოსთან ადაპტაციური უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და კორექციული ცენტრის შექმნა; 8. მიუსაფარ ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და გაუმჯობესება. 9. აღნიშნული კონტინგენტის მოზარდთა მოზიდვა ურთიერთნდობის საფუძველზე, მათი უფლებების სრული დაცვით და ნებაყოფლობითი ანკეტირება; 10. სასწავლო-აღმზრდელობით და ფსიქოკორექციულ დაწესებულებათა კომპლექსის (სარეაბილიტაციო ცენტრი, სკოლა-ბაღი, გასამხედროებული, კულტურულ-სპორტული და ფერმერული ტიპის სპეციალური სასწავლებლები) დაარსება, საჭირო შენობა-ნაგებობების შერჩევა-მოწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა, მათთვის ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამების შემუშავება და დანერგვა; 11. სამტრედიის სპეციალური სკოლის ბაზაზე სამართალდამრღვევი გოგონებისათვის დახურული ტიპის სპეციალური სასწავლებლის დაარსება; 12. დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისი) არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის გახსნა; 13. კრიმინალური პოლიციის ბლოკში დამოუკიდებელი სამსახურის – არასრულწლოვნებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის დამნაშავეობის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს შექმნა და შესაბამისი დებულებისა და სტრუქტურის შემუშავება. მისი ფუნქციონირებისათვის შს სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის და შს სამინისტროს აკადემიის ბაზაზე მეთოდური რეკომენდაციების მომზადება არასრულწლოვანთა შორის პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელი მუშაობის სრულყოფის მიზნით, ცენტრალური აპარატისა და შს ორგანოებში ამ ხაზით მომუშავე თანამშრომელთა ატესტაცია, ადგილებზე სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ფართობის გამოყოფა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; 14. სპეციალური 2-კვირიანი კურსების ორგანიზება შს სამინისტროს ბაზაზე არასრუწლოვანთა საქმეების ინსპექციების, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის, საგამოძიებო იზოლატორის და მიმღებ-გამანაწილებლის თანამშრომლებისათვის მათი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით; 15. აღნიშნული ტიპის სასწავლებლებში აღსაზრდელთა პროფესიული დიფერენციაცია მათი სურვილისა და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით; 16. პედაგოგთა ატესტაცია, მომზადება (გადამზადება) სპეციალიზებული პროგრამების შესაბამისად; 17. აღნიშნულ დაწესებულებებთან საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით საკვირაო სკოლებისა და სამლოცველოების მოწყობა მოზარდთა სულიერი განვითარებისათვის; 18. 18 წელს მიღწეული აღნიშნული კონტინგენტის დასახლებისა და დასაქმებისათვის საჭირო: – საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; – საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა; – დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად აუცილებელი გრანტების, ინვესტიციების (ან გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტების) გაცემა; 19. სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საბანკო ინსტიტუტების, კერძო სტრუქტურების დაინტერესება აღნიშნული პრობლემის აქტუალურობით (სპეციალური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება) და პროგრამის რეალიზაციისათვის საჭირო თანხების მოზიდვა. 2.2 მოსალოდნელი შედეგები: სახელმწიფო პროგრამის განხორციელება შეაჩერებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არასრულწლოვანთა ქუჩაში მასიური გამოდინების პროცესს. – შეიქმნება საინფორმაციო ბანკი მიუსაფარ ბავშვთა კონტინგენტის შესახებ, მათი ძირითადი მონაცემებით (პარამეტრებით); – მიუსაფარი ბავშვები ჩამოცილდებიან ქუჩას და შესაბამისად დამნაშავეთა სამყაროს, მათ მიეცემათ სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობა; – შეიქმნება ასოციალური ქცევის მოზარდთათვის ისეთი ახალი ტიპის სპეციალური სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები, სადაც მოხდება მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სახელობო განათლების მიცემა და საზოგადოებრივი რეაბილიტაცია. – კოორდინაცია გაეწევა მათი შემდგომი ცხოვრების მოწყობას და საზოგადოებასთან ადაპტაციას. 2.3 პერსპექტივა ფართოდ გაიშლება მუშაობა მიუსაფარ ბავშვთა კონტინგენტის დასადგენად, სათანადო სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად, თავშესაფრებისათვის, სპეციალიზებული სახელობო სასწავლებლებისათვის ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამების შესამუშავებლად, პედაგოგთა კადრების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად. ამ საქმეში აქტიურად ჩაებმებიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოები, განათლების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, კულტურის, ფინანსთა და სხვა სამინისტროები, ძალოვანი სტრუქტურისა და სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლები, სპორტის, მიწათმოწყობის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტები და სხვა უწყებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მოხდება არასრულწლოვანთა ზნეობრივი აღზრდის ახალი ფორმების ჩამოყალიბება-დადგენა ფსიქოკორექციული მეთოდების გამოყენების საფუძველზე, ექსპერტთა რეკომენდაციებით. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაგრძელდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის სამუშაოები, პრაქტიკული, ცხოვრებისეული მოთხოვნების შესაბამისად მოხდება მოზარდთა პროფესიული სწავლების ორგანიზება და მათი შემდგომი დასახლება-დასაქმება. საორიენტაციო სამოქმედო და კალენდარული გეგმა (2000-2003 წწ.) № ღონისძიებების დასახელება ვადა შემსრულებელი I II III IV 1  ნორმატიული აქტი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა შესახებ (ინფორმაციის მოკვლევა, ანალიზი) 2000-2001 იურისტ-კონსულტანტები პედაგოგ- კონსულტანტები 2  ნორმატიული აქტი მიუსაფარ ბავშვთა პროფესიული სწავლების შესახებ (ინფორმაციის მოკვლევა, ანალიზი) 2000 იურისტ–კონსულტანტები პედაგოგ- კონსულტანტები 3 მიუსაფარ ბავშვთათვის სპეციალური სკოლების ტიპური დებულება (ინფორმაციის მოკვლევა, ანალიზი) “–”  ექსპერტ-კონსულტანტები 4 სპეციალური პროფესიული სასწავ-ლებლების დებულება (მომზადება) “–” პედაგოგ-კონსულტანტები, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი 5  ნორმატიული აქტი სწავლებისაგან თავისუფალ დროს მოსწავლეთა ნებაყოფლობითი მუშაობის წესისა და პირობების შესახებ (ინფორმაციის მოკვლევა, ანალიზი) “–” იურისტ-კონსულტანტები პედაგოგ- კონსულტანტები 6  ნორმატიული აქტები მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირებისათვის “–”  ექსპერტ-კონსულტანტები, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი 7  აღნიშნული პრობლემის სოციოლოგიური შესწავლა (საზოგ. ფართო წრე) 2000-2003 პერი- ოდულად შსს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი 8  გარემოსთან ადაპტირებულობის მა-ხასიათებლების დადგენა 2000-2003 პერიოდუ- ლად  ფსიქოლოგ- კონსულტანტები 9  მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე კონტინგენტის ტრენინგი ინტერპერ-სონალურ კონფლიქტთა თავიდან ასაცილებლად “-“  ფსიქოლოგ- კონსულტანტები 10 რისკ-ჯგუფების გამოყოფა, რანჟირება და კლასიფიკაცია “–”  ფსიქოლოგ- კონსულტანტები 11  პროგნოზისათვის საჭირო მეთოდების სელექცია “–”  ფსიქოლოგ- კონსულტანტები 12 სახელობო სასწავლებლების დებულების შემუშავება: -სასაზღვრო სასწავლებელი; -გასამხედროებული “---------------------“; -ფერმერული”--------------------“; კულტურულ-სპორტული “----------------“ 2000 სასაზღვრო კოლეჯი, კადეტთა კორპუსი, კაჭრეთის სარეაბილიტაციო ცენტრი, გლდანის სპორტსკოლა ინტერნატი 13 სახელობო სასწავლებლებისათვის მცირე საწარმოების შექმნა 2000-2001  ეკონომისტ- კონსულტანტები შესაბამისი სამინისტროები 14  მცირე საწარმოების მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღჭურვა “–” “------------------“ 15 სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის შერჩევა “–” “------------------“ 16  არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია “–” “------------------“ 17  მიუსაფარ ბავშვთა კონტინგენტის დადგენა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი 2000-2003 სოციოლოგიური სამსახური, შსს და განათლების სამინისტროები 18  ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით აღნიშნული კატეგორიის მოზარდების მოზიდვა “–”  ფსიქოლოგ- კონსულტანტები 19  პედაგოგთა კადრების გადამზადება ინდივიდუალური და სპეციალიზებული სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამების შესაბამისად “–” განათლების სამინისტრო 20 სამტრედიის სპეციალური სკოლის ბაზაზე სამართალდამრღვევი გოგონებისათვის დახურული ტიპის სპეც.სასწავლებლის დაარსება 2000 არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრი 21 დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისი) არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის გახსნა “–” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, შს მთავარი სამმართველო, ქ. ქუთაისის მერია 22 არასრულწლოვანებსა და სტუდენტ ახალგაზრდობას შორის დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დამოუკიდებელ სამსახურად შექმნა კრიმინალური პოლიციის ბლოკში. აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციისათვის წინადადებების მომზადება. 2000წ. I კვარ- ტალი შსს სამინისტრო 23 სამმართველოს ფუნქციონირებისათვის შს სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის და შს სამინისტროს აკადემიის ბაზაზე მეთოდური რეკომენდაციების მომზადება არასრულწლოვანთა შორის პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელი მუშაობის სრულყოფის მიზნით “–” შსს სამინისტრო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი შს სამინისტროს პოლიციის აკადემია 24 ცენტრალური აპარატისა და შს ორგანოებში არასრულწლოვანთა ხაზით მომუშავე თანამშრომელთა ატესტაცია 2000-2003 შსს სამინისტრო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი შს სამინისტროს პოლიციის აკადემია 25 სამმართველოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ცენტრალურ აპარატში და ადგილებზე სამსახურებრივი ფართობის გამოყოფა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა 2000 შსს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები 26 სპეციალური 2-კვირიანი კურსების ორგანიზება შს სამინისტროს ბაზაზე არასრუწლოვანთა საქმეების ინსპექციების, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის, საგამოძიებო იზოლატორისა და მიმღებ-გამანაწილებლის თანამშრომლებისათვის მათი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. 2000-2003 შსს სამინისტრო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი შს სამინისტროს პოლიციის აკადემია 27 სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნა და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა 2000 სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო 28  მოსწავლეთა თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების მიზნით, მათი ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო ცენტრებში კულტსაგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება (დრამატული წრე, ლიტერატურული სალონი, ფერწერა და ა.შ.) 2000-2003 არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრი 29  მოზარდთა ინტერესების გათვალის-წინებით, მათი დასვენებისა და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბების მიზნით მოეწყოს ბანაკის ტიპის სარეაბილიტაციო დაწესებულებები; -შესაძლებლობის შემთხვევაში გან-ხორციელდეს სტუდენტურ დღეებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებასთან ადაპტაციას. “–” არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრი 30 სარეაბილიტაციო ცენტრებში საკვირაო სკოლების მოწყობა 2000 საპატრიარქო, პედაგოგ-კონსულტანტები 31 შემდგომში მათი დასახლება-დასაქმების პრობლემის მოგვარება 2000-2003 ექსპერტ-კონსულტანტები 32 სრულწლოვანთათვის საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა, არსებობისათვის საჭირო პირობების შექმნა “–” ექსპერტ-კონსულტანტები 33 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმ- ჯობესება: თავშესაფრებში სამედიცინო და ფსიქოლოგიური კაბინეტების მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა “–” კონსულტანტები კლინიკური და სოციალური პედიატრიის დარგში 34  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რაციონალური გამოყენება საზოგადოების ინფორმირებისათვის “–” არასრულწლო- ვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრი არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი (2000-2003 ) 1. სარეაბილიტაციო ცენტრი – 300 000 2. სკოლა-ბაღი – 300 000 3. სპორტული სკოლა – 500 000 4. ფერმერული სასწავლებელი – 500 000 5. გასამხედროებული სასწავლებელი – 500 000 6. სასაზღვრო სასწავლებელი – 500 000 7. სოციოლოგიური გამოკვლევა – 100 000 8. სპეციალური პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება-გამოცემა – 200 000 9. შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები – 100 000_____________________ სულ: –3 000 000 (სამი მლნ) ლარი არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის ბ ი უ ჯ ე ტ ი (2000 წელი) № მუხლების დასახელება რაო- დენობა თანხა (ლარობით) სულ 1 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პროგრამა 100 000 100 000 2 სარეაბილიტაციო ცენტრი 3 100 000 300 000 3 სკოლა-ბაღი 2 50 000 100 000 4 ფერმერული სასწავლებელი 1 100 000 100 000 5 გასამხედროებული სასწავლებელი: ა) სასაზღვრო სასწავლებელი ბ) საზღვაო სასწავლებელი 1 1 100 000 100 000 100 000 100 000 6 კულტურულ-სპორტული სასწავლებელი 1 100 000 100 000 7 შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები 100 000 100 000 ს უ ლ 1 000 000 არასრულწლოვანთა დაცვისა, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის ბ ი უ ჯ ე ტ ი (2000 წელი) № ორგანიზაციის დასახელება ხელფასი დარიცხვა ხელფასზე 31% კვება სხვადასხვა სულ ორგ. რაოდენობა საშტ ერთეული სულ 1 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პროგრამა 47760 14806 – 37434 100000 1 18 100000 2 შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები 100000 100000 3 სარეაბილიტაციო ცენტრი 24000 7440 45000 23560 100000 3 38 300000 4 სკოლა-ბაღი 15000 4650 23800 6550 50 000 2 19 100000 5 კულტურულ-სპორტული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 5 სასაზღვრო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 6 საზღვაო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 7 ფერმერული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 ს უ ლ: 1000000 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის ბ ი უ ჯ ე ტ ი (2001 წელი) № ორგანიზაციის დასახელება ხელფასი დარიცხვა ხელფასზე 31% კვება სხვადასხვა სულ ორგ. რაოდენობა საშტ ერთეული სულ 1 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პროგრამა 47760 14806 – 37434 100000 1 18 100000 2 შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანა წილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები 100000 100000 3 სარეაბილიტაციო ცენტრი 24000 7440 45000 23560 100000 3 38 300000 4 სკოლა-ბაღი 15000 4650 23800 6550 50 000 2 19 100000 5 კულტურულ-სპორტული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 5 სასაზღვრო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 6 საზღვაო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 7 ფერმერული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 ს უ ლ: 1000000 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის ბ ი უ ჯ ე ტ ი (2002 წელი) № ორგანიზაციის დასახელება ხელფასი დარიცხვა ხელფასზე 31% კვება სხვადასხვა სულ ორგ. რაოდენობა საშტ . ერთეული სულ 1 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პროგრამა 47760 14806 – 37434 100000 1 18 100000 2 შსს შესაბამისი სამსახურის და არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანა წილებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ხარჯები 100000 100000 3 სარეაბილიტაციო ცენტრი 24000 7440 45000 23560 100000 3 38 300000 4 სკოლა-ბაღი 15000 4650 23800 6550 50 000 2 19 100000 5 კულტურულ-სპორტული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 5 სასაზღვრო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 6 საზღვაო სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 7 ფერმერული სასწავლებელი 35000 10850 45000 9150 100000 1 38 100000 ს უ ლ: 1000000 არასრულწლოვანთა დაცვის, განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამაში შემავალ ღონისძიებათა ხარჯთა ნუსხა I 1. ხელფასი – 6 240 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 1935 3. მივლინება – 150 4. ოფისი – 425 5. სხვადასხვა – 250 სულ: 9 000 II 1. ხელფასი – 7 560 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 2 344 3. მივლინება – 150 4. ოფისი – 200 5. სხვადასხვა – 246 სულ: 10 500 III 1. ხელფასი – 18 360 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 5 692 3. მივლინება – 700 4. ოფისი – 8500 5. სხვადასხვა – 1 748 სულ: 35 000 IV 1. ხელფასი – 16 000 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 4 960 3. ოფისი – 1 040 4. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 23 000 5. კომუნალური – 2 000 სულ: 47 000 V 1. ხელფასი – 20 610 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 6 390 3. ოფისი – 3 000 4. სხვადასხვა – 4 000 5. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 45 000 6. ტრანსპორტის შენახვის ხარჯი – 500 7. კომუნალური – 1 500 სულ: 81 000 VI 1. ხელფასი – 27 000 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 8 370 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 35 000 4. ოფისი – 4 000 5. კომუნალური – 630 სულ: 75 000 VII 1. ხელფასი – 15 000 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 4 650 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 60 000 4. ოფისი – 12 000 5. სხვადასხვა – 8 350 სულ: 100 000 VIII 1. ხელფასი – 24 000 2. დარიცხვა – 31% – 7 440 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 45 000 4. ოფისი – 3 500 5. სხვადასხვა – 2 060 სულ: 82 000 IX 1. ხელფასი – 11 880 2. დარიცხვა – 31% – 3 683 3. მივლინება – 700 4. ოფისი – 1 500 5. სხვადასხვა – 1 237 სულ: 19 000 X 1. ხელფასი – 7 440 2. დარიცხვა ხელფასზე – 31% – 2 306 3. მივლინება – 200 4. ოფისი – 700 5. სხვადასხვა – 354 სულ: 11 000 XI 1. ხელფასი – 3 000 2. დარიცხვა – 31% – 930 3. მივლინება – 270 4. ოფისი – 300 5. სხვადასხვა – 500 სულ: 5 000 XII 1. ხელფასი – 28 000 2. დარიცხვა – 31% – 8 680 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 48 000 4. ოფისი – 5 000 5. სხვადასხვა – 1820 6. კომუნალური – 2 000 სულ: 93 5000 XIII 1. ხელფასი – 38 000 2. დარიცხვა – 31% – 11 780 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 38 000 4. ოფისი – 5 000 5. სხვადასხვა – 15 220 სულ: 108 000 XIV 1. ხელფასი – 18 000 2. დარიცხვა – 31% – 5 580 3. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 45 000 4. ოფისი – 1 000 5. სხვადასხვა – 420 სულ: 70 000 XV 1. ხელფასი – 58 000 2. დარიცხვა – 31% – 17 980 3. ოფისი – 15 000 4. სხვადასხვა – 8 000 5. კომუნალური – 500 6. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 3 000 7. მივლინება – 2 520 სულ: 105 000 XV 1. ხელფასი – 25 000 2. დარიცხვა – 31% – 7 750 3. ოფისი – 5 000 4. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 25 000 5. სხვადასხვა – 4 250 სულ: 67 000 XVI 1. ხელფასი – 8 900 2. დარიცხვა – 31% – 2 760 3. ოფისი – 1 500 4. სხვადასხვა – 840 5. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 1 000 სულ: 15 000 XVII 1. ხელფასი – 10 080 2. დარიცხვა – 31% – 3 125 3. ოფისი – 5 000 4. ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა – 50 795  სულ: 69 000