ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სრტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 21/03/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სრტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №92
2000 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვებების შესახებ
1. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაწესდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური (სპეციალური პროგრამით) დაკვირვებები.
2. აღნიშნული სამუშაოების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრს“ სათანადო უწყებებთან ერთად ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საქართველოს სტრატეგიული და სოციალური მნიშვნელობის საინჟინრო ნაგებობებზე სახელმწიფო გეოდეზიური კონტროლის დაწესების მიზნით პრეციზიული და მსხვილი საინჟინრო ნაგებობებისათვის ყველა სახის გეოდეზიური პროექტების (მათ შორის დაკვირვებების) ექსპერტიზა ჩატარდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრის“ მიერ მკაცრი საავტორო ზედამხედველობის პირობებში.
4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, საქენერგომშენმა, საქენერგო-გენერაციამ, გეოლოგიისა და საქნავთობის დეპარტამენტებმა, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, რუსთავის მერიებმა განსაზღვრონ მსხვილი საინჟინრო ნაგებობების ნუსხა მათი შესაძლო დეფორმაციების გამოსავლენად.
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრს“ დაევალოს მოთხოვნილებისდა მიხედვით წარუდ-გინოს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ.
6. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების კოორდინაციისათვის მისი მასშტაბურობისა და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშაოს კანონპროექტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე და წარადგინოს საქართველოს პარლამენტში დადგენილი წესისამებრ.
ე. შევარდნაძე