⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.02.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2010
ძალის დაკარგვა 12.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016024
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 21/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,339 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2010 მიღება
12.02.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in 59.15pt 21.3pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 2010 წლის 14 დეკემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის (№ 1111, 10.11.10 წ.) საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ოქტომბრის №41 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                              ა. კალანდაძე        დანართი №1                                        მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის  ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები. 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე. 2 .სამსახური წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3.სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება –მთავარი არქმშენინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შერჩევით შემოწმებას მეთოდური დახმარების და მითითებების გაცემის მიზნით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.  6. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით .  7. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდელობით და წინამდებარე დებულებით.  8. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №73.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1.სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავათ მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და  საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის  განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა; ბ) შემოწმება მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლი შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმ ების დაცვაზე; გ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე ზედამხედველობა; დ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება; ე) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობა. 2. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი  გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების , ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების. მცხეთაში საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;  დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა- დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; ე) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტუ რული ფორმების ინსპექტირება; ვ) სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, თვითნებური  შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგის ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებაზე კონტროლი.     მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. ამ დებულებით და კანონმდებლო ბის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების  შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია; ა ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის    ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში; ბ ) მშენებლობის მონაწილეებზე მითითება გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკვეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილია შეამოწმოს დამრღვევი, რაზედაც ადგენს შემოწმების აქტს; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და/ან მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება; ე) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას; ვ) წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან; ზ ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების , მეცნიერების , სპეციალისტების , ექსპერტების მოწვევის თაობაზე; თ ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.      მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; დ ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის, ორგანიზებისა და დ აგეგვმის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.  ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის კომპეტენციების და ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო თანხები გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.     მუხლი 6🔗.  დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 3. სამსახურის რეორგანიზაციის ან მისი საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება.