„სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 14.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.180
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 50.65pt 45.0pt 49.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №46
2005 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მმართველობის რეფორმის განხორციელების მიზნით:
ა) შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ხატია დეკანოიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ლელა მეტრეველი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
დავით სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
კახა სიხარულიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი სულხანიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ფიცხელაური – სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
ბ) კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
დავით ბაქრაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ლევან ბერძენიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ხათუნა გოგორიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
მაკა იოსელიანს – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ვარლამ კილაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ქეთევან მახარაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ნიკოლოზ რურუას – საქართველოს პარლამენტის წევრს
ზაზა რუხაძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ანნა ქათამიძეს – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ქართლოს ყიფიანს – საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს
გიორგი ხევიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ვანო ხუხუნაიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
გივი ჯანდიერს – ახალი ეკონომიკური სკოლა „საქართველო“.
2. კომისიამ 2005 წლის 15 აგვისტომდე შეიმუშაოს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 30 აგვისტომდე.
4. დამტკიცდეს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებს მმართველობის სტრუქტურულ და ფუნქციურ რეფორმასთან დაკავშირებით.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაადგინოს კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის საჯარო სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ბ) დაადგინოს კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურის მიზანშეწონილი ფორმა („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრუქტურა, ადგილმდებარეობა, სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლების დადგენა და ვერტიკალური დაქვემდებარება) და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საჯარო სამსახურის საბჭოსთან შეთანხმებული წინადადებები;
გ) საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის საჯაროსამართლებრივი რეგულირების ვადასთან დაკავშირებით;
დ) შეიმუშაოს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და შესაბამისი წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საჯარო სამსახურის საბჭოსთან შეთანხმებით;
ე) განახორციელოს სახელმწიფოში მმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ინფორმაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს დასკვნები კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის საჯარო სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობის თაობაზე;
ბ) ყველა ადმინისტრაციული ორგანოსა და თანამდებობის პირისაგან მოითხოვოს სახელმწიფო ინსტიტუციონალური რეგულირების დასაბუთება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მმართველობის განხორციელების პრობლემატიკასთან დაკავშირებით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს სრული ინფორმაცია ამ ორგანოს როგორც სტრუქტურული ქვედანაყოფის, ისე ტერიტორიული ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების არსებული ფორმისა და ფუნქციური დანიშნულების დასაბუთებით;
ე) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები მმართველობის კონკრეტული სფეროების მოწყობის თაობაზე;
ვ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები შესაბამისი სფეროებიდან.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
3. კომისიის წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის მდივანს, რომელიც ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მომზადებას, სხდომის ოქმის შედგენას.
4. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შესაბამისი უწყების წარდგინებით ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომაზე.
2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-სა.
4. კომისიის შეკრებისა და ორგანიზების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.