"გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №929
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ”ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.2005წ., №32, მუხ.306) დამტკიცებული „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ მასალებს, შემოსავლების სამსახური ს ადმინისტრირების დეპარტამენტი ერთი თვის ვადაში განსახილველად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო წარმოდგენილი მასალების ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, 10დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“და „დ.გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".?
- "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ". მიღებულია 15.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №929. სარეგისტრაციო კოდი — 200010000.22.033.016081.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"., №929, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1136887/