საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2010 წლი ს 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა სს „საქაგროსერვისის“მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს „საქაგროსერვისის“ გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა და განმარტა, რომ მოვალის ქონების რელიზაციის მიზნით ჩატარებულ ორ აუქციონ ზ ე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების გასხვისება მყიდველის არარსებობის გამო. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის – კრედიტორების მიერ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების გამოყენება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზ ღ ვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამდენად, ამ დანაწესის თანახმად, საჭიროა კრედიტორებმა მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „საქაგროსერვისის“ (ს/კ 204870808) მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი; ბ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება;
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 27 დეკემბერი 12 (თორმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №22;
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 დეკემბრისა ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდ ვ ით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს სს„საქაგროსერვისის“ გაკოტრების მმართველს გიორგი ზედელაშვილს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა;
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე