⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.08.2003)
გაუქმებულია:

საქართველოში ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2000
ძალის დაკარგვა 20.08.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 05/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 569 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2000 მიღება
20.08.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №121 2000 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოში ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამოსწორებისათვის, არსებული კრიზისული მდგომა­რეობის დაძლევისა და ქვეყნის ენერგეტიკული კომპლექსის შემდგომი სტაბი­ლური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ენერგო­სისტემის განვითარების გენერალური სქემით გათვა-ლის­წინებული ბაზისური თბოელექტროსადგურების მშენებლობის პრო-ექ­ტების რეა­ლიზაციას. ასეთი პროექტია ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ქვეყნის ეკონომიკისა და მისი სტრატეგიული დარგის - ენერგე­ტიკის განვითარების საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, გურიაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის კ.გუჯაბიძის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან,  ოზურგეთის რა­­ი­­ონ­ში სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტ­რო­სადგურის მშენებ­ლობის შესახებ. აღინიშნოს, რომ მშენებლობის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საფინანსო და საბანკო გარანტიების გარეშე. 2. დადგინდეს, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობის პრო­ექტს ახორციელებენ გერმანიის კომპანია „ACT  LTD“-ს წარმომად­გენელი საქართველოში „დაგითი“ და მენაშენე კომპანია სააქციო საზოგადოება „ჯიპპკო“. 3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მშენებლობის ვადა განსაზღვ­რულია პროექტის რეალიზაციის დაწყებიდან 15 თვით. 4. პროექტის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით: ა) პროექტი შემუშავდეს ევროპული სტანდარტების მიხედვით (გერმანული ნორმები); ბ) თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის ფირმა „დაგითს“ გამოეყოს საკუთრებაში მერიის სამხედრო  აეროდ­რომის მიმდებარე ტერიტორიიდან სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საცხოვ­რებლად უვარგისი მიწის ნაკვეთი 160 ჰა ოდენობით, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 200 (ორასი) ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით. 5. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ (ა. გოცი­რიძე) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინოს დახმარება მენაშენეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესრულებაში. 6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის  სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყოს 300 მგვ თბოე­ლექტროსადგურის მშენებლობის პროექტის სახელმწიფო კომპლექ­სური ექსპერტიზა მისი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით. 7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხუ-ლავა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბოსად­გურის მენაშე­ნეს მისცეს ენერგოსისტემაში განთავსების ლიცენზია. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი), ეკო­ნომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონო­მიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), სათბობ-ენე­რ­გეტიკის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება მენაშენეს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმებაში. 9. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვ­ნულ კომისიას (ე. ერისთავი) ოზურგეთის რაიონში თბოელექტ­როსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ინვესტიციების ეფექ­ტი­ანობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს თბოელექტროსადგურში წარმოებული ელექტროენერგიის გრძელვადიანი ტარიფი. 10. პროექტის, დაბანდებული აქტივების, ფირმის უძრავ-მოძრავი ქონების, ელექტროენერგიის, ტრანსპორტირების უსაფრთხოება უზრუნ­ველყოფილ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულებები მენაშენესა და სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს შორის გაფორმდეს 300 მგვ-იანი  თბოელექტროსადგურის მშენებ­ლო­ბის პროექტის სახელმწიფო ექსპერტიზისა და დამტკიცების შემდეგ. 11. თბოელექტროსადგურის დაპროექტებისა და მშენებლობის წარ­მარ­თვის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა  და მშენებლობის მინისტრს მ.ჩხენკელს. 12. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ი. ჩხარტიშვილმა. ე. შევარდნაძე