⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2001)

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულებისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2000
ძალის დაკარგვა 15.11.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 13/04/2000
matsne.gov.ge 857 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2000 მიღება
15.11.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულებისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 50.85pt 45.0pt .75in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №132 2000 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულებისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგა�დოებრივი ახალგაზრდული საბჭოს თანდართული დებულება და პროგრამა. ე. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭო (შემდგომში � საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 აპრილის № 148 განკარგულებით. საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის შესწავლასა და გათვალისწინებას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას. საბჭო ამზადებს წინადადებებს და მონაწილეობს ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, რეკომენდაციას უწევს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთაც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ. II. საბჭოს ძირითადი ამოცანები 2. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) გააანალიზოს და შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) მხარი დაუჭიროს და ლობირება გაუწიოს იმ ინიციატივებს, რომლებსაც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ; გ) უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისა და სახელისუფლებო თუ არასამთავრობო ინსტიტუტების ობიექტური ინფორმირებისათვის; დ) მოამზადოს და გამოსცეს დამოუკიდებელი ანგარიში საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობისა და ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შესახებ; ე) ხელი შეუწყოს ცალკეული ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას მეცნიერების, განათლების, კულტურის, მრეწველობის, სპორტისა და სხვა სფეროებში. III. საბჭოს უფლება-მოვალეობანი 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) მოამზადოს წინადადებები ახალგაზრდული საზოგადოებრივი ინიციატივების შესახებ და გაუწიოს რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელისუფლებო ორგანოების წინაშე სამთავრობო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) დაამყაროს ურთიერთობები სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, ითანამშრომლოს მათთან განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისათვის; გ) შექმნას და ითანამშრომლოს დროებით თუ მუდმივ კომი�სიებთან, სამუშაო ჯგუფებთან საბჭოს წინაშე მდგომი ამოცანების რეალიზაციისათვის; დ) გამოხატოს დამოუკიდებელი პოზიცია საინვესტიციო პოლი�ტიკის მიმართ; ე) მიავლინოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საზღვარ�გარეთ საბჭოს წარმომადგენლები; ვ) უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობანი საზოგადოებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. IV. საბჭოს სტრუქტურა 4. საბჭოს საქმიანობის კოორდინაციისათვის საბჭო თავის წევრთაგან მონაცვლეობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. 5. თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებსა და სხვა დოკუმენტებს, ზედამხედველობს საბჭოს ადმინისტრაციის საქმიანობას. 6. საბჭოს ადმინისტრაცია იქმნება საბჭოს მუშაობისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. 7. საბჭოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. 8. საბჭოს აღმასრულებელ მდივანს ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. 9. საბჭოს შემადგენლობაში შესვლა ხდება საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრე�ზიდენტის განკარგულებით. 10. საბჭოს მუშაობაში საბჭოს მოწვევით შეიძლება მონა�წილეობდნენ ის პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. 11. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. 12. საბჭოს წევრობაზე უარის თქმა ნებაყოფლობითია. V. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 13. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს თავმჯდომარე საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. 14. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა ორი მესამედის თანხმობით (IV მუხლის მე-8 პუნქტის გარდა). 15. საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომლებიც უნდა მოხსენდეს პრეზიდენტს. VI. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 16. საბჭოს სხდომები მოიწვევა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მაინც. 17. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით. 18. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების გარშემო წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებანი, წინადადებანი, რომლებიც საბჭოს სხდომამდე ორი დღით ადრე ეგზავნება საბჭოს თითოეულ წევრს გასაცნობად. 19. საბჭო წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს, საქმიანობის ყოველთვიურ კვარტალურ გეგმებს. VII. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად 20. საბჭო განიხილავს. ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) სხვადასხვა ახალგაზრდული გაერთიანების, კერძო პირების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს, პროექტებს, პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია საბჭოს დანიშნულებასთან და მიზნებთან. 21. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იყოს განმარტებითი ბარათი, სადაც მოკლედ და გასაგებად იქნება ჩამოყალიბებული პროექტის, წინა�დადების მიზანი და შესაბამისობა საბჭოს საქმიანობასთან, განხორციელების გეგმა და განხორციელებისათვის საჭირო რესურსები (მათ შორის, ეკონომიკური დასაბუთება), მოსალოდნელი შედეგები და მნიშვნელობა ქვეყნისათვის. VIII. ფინანსები და სხვა შემოსავლები 22. საბჭოს დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს შემოწირულობით, გრანტებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლებით. IX. საბჭოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია 23. საბჭოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს სამუშაო პროგრამა 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის შექმნა. 2. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება და ანალიზის მომზადება საქართველოს პრეზიდენტისათვის. 3. განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერა და ლობირება. 4. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული რეგიონალური საბჭოების ჩამოყალიბება. 5. მეცნიერების, კულტურის, მრეწველობის, სპორტისა თუ სხვა სფეროებში ცალკეული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა. 6. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობა. 7. ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და რეგიონებში გასვლითი სემინარების მოწყობა ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე. 8. ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება სახელმწიფო უწყება-დაწესებულებებიდან. 9. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიების სამუშაო ჯგუფებთან ურთიერთობა. 10. მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდასაჭერად ლობირების ინსტიტუტის შექმნა.