საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.01.2006
ძალის დაკარგვა 22.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.008017
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 17/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- „თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPGrotesk;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 42.55pt 61.8pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.008.017
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №9
2006 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ” 2004 წლის 4 ოქტომბრის № 62 ბრძანების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თანდართული დებულება;
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. იგი შექმნილია დაცული ტერიტორიების სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. დეპარტამენტის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.
7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა № 6.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ”, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.
3. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილების ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) დაცულ ტერიტორიებზე კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
გ) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვის საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ე) სამინისტროს კოორდინაციით ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციის, სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის გაძღოლა, მოპოვებული მონაცემების შენახვა, დამუშავება და გავრცელება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებსა და აღკვეთილებში ინფრასტრუქტურის მოწყობის ორგანიზება და დაცულ ტერიტორიებზე მის განხორციელებაზე კონტროლი;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება;
თ) სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებსა და აღკვეთილებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
ი) დაცული ტერიტორიების რეჟიმის დაცვის კონტროლი;
კ) დადგენილი წესით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ლ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
მ) დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ნ) დაცული ტერიტორიების საინფორმაციო სისტემის ინტეგრირება დარგობრივ საინფორმაციო სისტემებთან;
ო) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილების მართვის სფეროში დასაქმებული კადრების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საუწყებათაშორისო თანამშრომლობა დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული ტერიტორიების მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. დეპარტამენტი, სამინისტროს სახელით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით ახდენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებასა და მათი მინისტრისათვის წარდგენას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სამშენებლო საქმიანობასა და კეთილმოწყობის სამუშაოების ორგანიზებაში;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ე) მოამზადოს წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის სასამართლო ორგანოში);
ზ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის.
2. დეპარტამენტის თანამდებობის ის პირები, რომელთა სიაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული (“იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი”) ნუსხის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების მიმართ დეპარტამენტის უფლებამოსილებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელი მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და დირექციების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად შესაბამისი წინადადებების შემუშავება და გადაწყვეტილების მიღების მიზნით მათი მინისტრისათვის წარდგენა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების საქმიანობის მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის საკითხების განხილვაშეფასება და შეფასების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება მინისტრისათვის წარსადგენად;
დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობასთან (უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა, სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებული, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს) დაკავშირებული თანხმობების გასაცემად შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრისათვის წარდგენა. ამასთან, თუ დირექციის და ადმინისტრაციის საქმიანობა უკავშირდება სესხის აღებასა და თავდებობას, საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და დირექციების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით დირექციის მიერ წარმოდგენილი წლიური ბალანსის განხილვა-შემოწმება, აღნიშნულთან მიმართებაში საკუთარი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (დასამტკიცებლად) მინისტრისათვის წარდგენა;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების და აღკვეთილების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1. დეპარტამენტის მართვას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მისივე წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
ბ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექციებისა და ადმინისტრაციების დირექტორების კანდიდატურებს;
გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) აუქმებს დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების აქტებს;
ვ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათი მოადგილეების კანდიდატურებს;
ზ) მინისტრთან წინასწარი შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
თ) ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს დეპარტამენტს შიდა და საერთაშორისო ურთიერთობებში, მასმედიისა და მესამე პირების წინაშე;
ლ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
მ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სამივე სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კვარტალურ სამოქმედო გეგმას;
ო) წარუდგენს კვარტალურად სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს მინისტრს, ხოლო წელიწადში ერთხელ – ტექნიკურსა და ფინანსურ ანგარიშს;
პ) დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ჟ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) დაგეგმვის სამმართველო;
ბ) განვითარების სამმართველო;
გ) ადმინისტრაციული სამმართველო.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1. დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მენეჯმენტის გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში მონაწილეობა;
გ) ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციისა (მათ შორის ტყეთმოწყობის) და მონიტორინგის მონაცემთა ბაზების წარმოება;
დ) მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვა;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების და აღკვეთილების დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) დაცული ტერიტორიებისთვის მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;
თ) კულტურული რესურსების ინვენტარიზაცია და მონიტორინგი;
ი) ეროვნულ პარკებში და აღკვეთილებში რესურსებით სარგებლობის დაგეგმვა;
კ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევის და მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია;
ლ) დეპარტამენტის გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა.
2. განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების და აღკვეთილების ბუნებრივი რესურსების მართვა და ამ რესურსების განაწილების სქემის მომზადება;
ბ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ზედამხედველობის და კონტროლის გაწევა დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განსახორციელებლად;
გ) დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მომსახურების საქმიანობის ხელის შეწყობა და კოორდინაცია;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტების მიმდინარეობაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული პროგრამების შესრულების კონტროლი;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევის და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა;
ზ) სამეცნიერო (ბიომრავალფეროვნების, კულტურული და სხვა) კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე ეკოსისტემის აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების და დირექციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების გამოთხოვა და განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრისთვის წარსადგენად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ლ) დაცული ტერიტორიების კანონმდებლობის საკითხებში კონსულტაციების გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და წვრთნის საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია.
3. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის ფინანსური მართვა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების მიერ წარმოდგენილი ბალანსის განხილვა-შემოწმება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილების მისაღებად, მათი მინისტრისათვის წარდგენა.
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტების გაფორმება და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება;
დ) დეპარტამენტის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗. დაცული ტერიტორიების დეპარატამენტის ტერიტორიული ორგანოები
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ბ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
თ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ი) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
კ) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ლ) იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
მ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ნ) ყორუღის აღკვეთილისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ო) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
პ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.