⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2006
ძალის დაკარგვა 02.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.023.008229
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 09/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,067 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2006 მიღება
02.02.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.008.229 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №131 2006 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფი საქვეუწყებო დაწესებულებების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის         დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. იგი შექმნილია სატყეო მეურნეობის სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 6. დეპარტამენტის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. 7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მინდელის ქ. №9.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება „საქართველოს ტყის კოდექსით“, „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონთა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მართვა. 3. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ტყის ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობა; ბ) ტყის რესურსების კვლავწარმოება, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხის გაუმჯობესება, მათი პროდუქტიულობის ამაღლება, ტყეების დაცვა ხანძრისა და უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან; ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების შენარჩუნებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების პირობების შექმნა; გ) დადგენილი წესით სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა; დ) ტყის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის, მათ შორის, ტყის ფონდის კადასტრის შედგენის გაძღოლა და უზრუნველყოფა; ე) დარგობრივი ინფორმაციული ბანკის შევსებისა და განახლების ორგანიზაცია; ვ) სატყეო დარგის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება; ზ) დეპარტამენტის დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობის ორგანიზება და მის განხორციელებაზე, აგრეთვე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდზე კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საუწყებათაშორისო თანამშრომლობა სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ის ღონისძიებები და სამუშაოთა გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მდგრად მართვას და მისი ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას; ბ) აწარმოოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული რესურსების აღრიცხვა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად მისი გამოყენების რეგულირება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტყეებში საანგარიშო ტყეკაფი და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით შეთანხმებული წინადადებანი წარუდგინოს მინისტრს; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და წარუდგინოს მინისტრს წინადადებანი საქართველოს ტყეების შესაბამისი კატეგორიებისათვის (ტერიტორიებისათვის) მიკუთვნების, აგრეთვე მათი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის შესახებ; ვ) დააწესოს სისტემური კონტროლი ტყის დაცვასა და ტყით სარგებლობის წესების დაცვაზე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე; ზ) დადგენილი წესით მიაწოდოს და მოსთხოვოს სამინისტროებს, უწყებებს, იურიდიულ (საკუთრების და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკურ პირებს სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები ტყის რესურსების გამოყენებისა და კვლავწარმოების ღონისძიებების შესრულების თაობაზე დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; თ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახელმწიფოებ-რივი და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის საკითხის გადაწყვეტაში; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა სამართალდამცავ ორგანოებში; კ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის და მისი ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სამშენებლო საქმიანობასა და კეთილმოწყობის სამუშაოების ორგანიზებაში; მ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსლებანი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 1. დეპარტამენტის მართვას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის; ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის, დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ტერიტორიული ოგანოების ხელმძღვანელების და მთავარი მეტყევეების კანდიდატურებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს დეპარტამენტს საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობებში, მასმედიისა და მესამე პირების წინაშე; ი) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგენს მინისტრს; კ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ლ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე; მ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სამივე სტრუქტურულ ქვედანაყოფის საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას; ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმას; საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე სამინისტროში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ო) წარუდგენს კვარტალურად სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს მინისტრს, ხოლო წელიწადში ერთხელ ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშს; პ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება კანონით, მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით. ჟ) დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს: რ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის მუშაკებს. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე; 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; 5. თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის კოლეგია.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამსახური; ბ) ტყის კვლავწარმოებისა და მონიტორინგის სამსახური; გ) ადმინისტრაციული სამსახური.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაა: ა.) ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა.ა.) სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, ტყის მერქნითი და არამერქნითი რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება. ტყით სარგებლობის დაგეგმვა, ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების ორგანიზება-კოორდინირება და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება; ა.ბ.) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყეებისათვის შესაბამისი კატეგორიის მიკუთვნებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება; ა.გ.) სანადირო მეურნეობის შექმნის საჭიროებებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი სავარგულების გამოყოფის ორგანიზება; ა.დ.) ტყეების აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის საკითხთა შესწავლა და მათი ორგანიზაციის სრულყოფისათვის საჭირო კონკრეტული წინადადებების შემუშავება; ბ.) ტყის კვლავწარმოების და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ბ.ა.) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის სისტემაში ტყეების დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზების ორგანიზება; ბ.ბ.) ტყის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის ორგანიზება; ბ.გ.) სახელმწიფო ტყის ფონდზე შესაძლო უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების მონიტორინგის და საფრთხის არსებობის შემთხვევაში შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზება; ბ.დ.) სახელმწიფო ტყის ფონდზე განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება; ბ.ე.) სახელმწიფო ტყის ფონდში ტყის აღდგენითი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;. ტყის აღდგენითი სამუშაოების წლიური გეგმების შედგენა-განხილვა; ბ.ვ.) სპეციფიკის გათვალისწინებით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაცვისა და აღდგენა-განახლების საკითხთა შესწავლა და მათი ორგანიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტული წინადადებების შემუშავება; ბ.ზ.) დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის ტყეების დაცვისა და აღდგენის სფეროში მეთოდური და ოპერატიული დახმარების გაწევა; ბ.თ.) სატყეო მეურნეობის განვითარების პროექტების დაგეგმვა და შემუშავება; ბ.ი) სატყეო მეურნეობის დარგში და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა; ბ.კ.) სატყეო მეურნეობის დარგში დაკვირვება და მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა; ბ.ლ.) სატყეო მეურნეობის დარგში კვლევის კოორდინირება;  გ). ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: გ.ა.) დეპარტამენტის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და საოქმო უზრუნველყოფა; გ.ბ.) დეპარტამენტის სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი; გ.გ.) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ.დ.) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური, ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი; გ.ე.) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გაანალიზება, მოსამსახურეთა გადამზადების, კვალიფიკაციის შეცვლის და ამაღლების ორგანიზაცია; ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობებზე მოსამსახურეთა კონკურსის მოწყობა, ატესტაციის უზრუნველყოფა; მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; გ.ვ) დეპარტამენტში საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.     მუხლი 8🔗. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები 1. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ადიგენის სატყეო მეურნეობა; ბ) ამბროლაურის სატყეო მეურნეობა; გ) ახალგორის სატყეო მეურნეობა; დ) ახალციხის სატყეო მეურნეობა; ე) ახმეტის სატყეო მეურნეობა; ვ) ბაღდადის სატყეო მეურნეობა; ზ) ბოლნისის სატყეო მეურნეობა; თ) ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა; ი) დუშეთის სატყეო მეურნეობა; კ) ზემო სვანეთის სატყეო მეურნეობა; ლ) თბილისის სატყეო მეურნეობა; მ) თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობა; ნ) თელავის სატყეო მეურნეობა; ო) თიანეთის სატყეო მეურნეობა; პ) კასპის სელექციური სატყეო მეურნეობა; ჟ) კოლხეთის სატყეო მეურნეობა; რ) ლენტეხის სატყეო მეურნეობა; ს) მარტვილის სატყეო მეურნეობა; ტ) მცხეთის სატყეო მეურნეობა; უ) ოდიშის სატყეო მეურნეობა; ფ) ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა; ქ) ონის სატყეო მეურნეობა; ღ) საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობა; ყ) ჭიათურა-საჩხერის სატყეო მეურნეობა; შ) ქიზიყის სატყეო მეურნეობა; ჩ) ქუთაისის სატყეო მეურნეობა; ც) ყვარლის სატყეო მეურნეობა; ძ) ყორნისის სატყეო მეურნეობა; წ) ჩოხატაურის სატყეო მეურნეობა; ჭ) ცაგერის სატყეო მეურნეობა; ხ) ცხინვალის სატყეო მეურნეობა; ჯ) ხარაგაულის სატყეო მეურნეობა; ჰ.) ხაშური-ქარელის სატყეო მეურნეობა; ჰ.ა) ჯავის სატყეო მეურნეობა; ჰ.ბ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობა; ჰ.გ) საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) აჟარის სატყეო მეურნეობა; ბ) გაგრის სატყეო მეურნეობა; გ) გალის სატყეო მეურნეობა; დ) გუდაუთის სატყეო მეურნეობა; ე) გულრიფშის სატყეო მეურნეობა; ვ) სოხუმის სატყეო მეურნეობა; ზ) ოჩამჩირის სატყეო მეურნეობა.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის ლიკვიდაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.