საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2000
ძალის დაკარგვა 01.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №136
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 13/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 46.35pt 40.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2000 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ზოგიერთი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები მათ ბალანსზე არსებული ქონების ბაზაზე:
ა) ფარმაკოპეის კომიტეტი;
ბ) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი;
გ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
დ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ე) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი;
ვ) ფარმაკოლოგიის კომიტეტი;
ზ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;
თ) ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანდართული დებულებები:
ა) ფარმაკოპეის კომიტეტისა (დანართი №1);
ბ) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრისა (დანართი №2);
გ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა (დანართი №3);
დ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა (დანართი №4);
ე) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრისა (დანართი №5);
ვ) ფარმაკოლოგიის კომიტეტისა (დანართი №6);
ზ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა (დანართი №7);
თ) ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა (დანართი №8);
ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრისა (დანართი №9).
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
4. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ა. ჯორბენაძემ დანიშნოს ბრძანებულებაში აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირები.
ე. შევარდნაძე
დანართი №1
ფარმაკოპეის კომიტეტის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფარმაკოპეის კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. კომიტეტის საქმიანობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, იგი რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც ეხება უშუალოდ მისი საქმიანობის სფეროს, აგრეთვე ამ დებულებით.
3. კომიტეტი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. კომიტეტი არის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული წამლების ხარისხის კრიტერიუმების განმსაზღვრელი და წამალთა და მათი ნედლეულის სტანდარტიზების ორგანო.
5. კომიტეტი არის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი შტამპი, გერბიანი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა საბუღალტრო ანგარიშები ბანკებში, მათ შორის, სავალუტო. კომიტეტმა სამინისტროს თანხმობით და კანონით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხების აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების მიღება.
6. მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. კომიტეტი დასახული მიზნების შესასრულებლად ქმნის სპეციალიზებულ საექსპერტო კომისიებს, ლაბორატორიებს, სამსახურებს, დროებით შემოქმედებით ჯგუფებს.
II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
8. ფარმაკოპეის კომიტეტის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) ფარმაკოპეის და მისი დებულებების ფორმირება და განვითარება, სტატიების შეფუთვა-მარკირების განხილვა-დამტკიცება, ტექნოლოგიური რეგლამენტების განხილვა შეთანხმებისათვის;
ბ) საქართველოში წარმოებული ყველა სამკურნალო საშუალების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების საექსპერტო განხილვა, დამტკიცება და მათში სათანადო ცვლილებების შეტანა, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების კრებულების გამოცემა, ტექნოლოგიური რეგლამენტების არქივის შექმნა;
გ) იმპორტული პრეპარატების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების განხილვა-ექსპერტიზა, მათი რეგისტრაცია;
დ) ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო ექსპერტიზის განხორციელება;
ე) სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციისა და მათი ხარისხის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ფარმაცევტული დაწესებულებებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ვ) წამლის ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნვა, რეგისტრირებული პრეპარატების საერთაშორისო რეფერენცსტანდარტების შეძენა-მოპოვება;
ზ) პრეპარატების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებისა და მათი ვარგისიანობის ვადების კრებულისა და სხვა მასალების მომზადება-გამოცემა ხელშეკრულების საფუძველზე;
თ) წამლის შესაფუთი მასალების, ანალიზისათვის რეაქტივების და სხვათა სტანდარტების პროექტებზე დასკვნის მიცემა;
ი) ფარმაკოლოგიის კომიტეტთან ერთობლივად სამკურნალო საშუალებათა „ა“ და „ბ“ სიებისადმი მიკუთვნება და დოზების განსაზღვრა-დამტკიცება;
კ) მონაცემთა კომპიუტერული ბანკის შექმნა და სისტემატური შევსება.
9. კომიტეტი:
ა) თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მათ გარეთ სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულება იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირთან;
ბ) აკომპლექტებს სამსახურს და ეწევა საექსპერტო, საკვლევ და სარედაქტორო-საგამომცემლო საქმიანობას;
გ) იწვევს სპეციალისტთა თათბირებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებსა და კოლოკვიუმებს სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციისა და წარმოების საკითხებზე;
დ) დებს ხელშეკრულებებს სამედიცინო პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სპეციალიზებულ ლაბორატორიებთან წამალთა სტანდარტიზაციის მეცნიერული შესწავლისათვის, გასამრჯელოს ანაზღაურებით;
ე) საკვლევ-საექსპერტო სამუშაოების შესასრულებლად საბაზო დაწესებულებებად ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენებს სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრებს, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის ლაბორატორიებსა და სხვა პროფილურ დაწესებულებებს;
ვ) ორგანიზაციას უწევს სპეციალისტთა მომზადებას სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციის დარგში, ამისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებსა და სპეციალიზებულ საწარმოებს;
ზ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ამზადებს და გამოსცემს სახელმძღვანელო დოკუმენტებს, წარმართავს წამლის ხარისხზე მოთხოვნათა განსაზღვრის სამუშაოებს.
10. ფარმაკოპეის კომიტეტი საექსპერტო სამუშაოებს ასრულებს ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი წესით.
III. კომიტეტის ქონება
11. დასახელებული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად კომიტეტს ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება. ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება კომიტეტის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
12. კომიტეტის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილობითი ნებართვით.
IV. მართვა
13. კომიტეტს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს თავმჯდომარე, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
14. კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება კომიტეტის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კომიტეტის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს და შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებების წინაშე.
15. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სწავლული მდივანი, საექსპერტო კომისიების ხელმძღვანელები და კომიტეტის შემადგენლობაში მოწვეული სპეციალისტები.
16. კომიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები არიან სპეციალიზებული საექსპერტო კომისიები: ფარმაკოქიმიური, ტექნოლოგიური, ფარმაკოგნოსტური, ნომენკლატურული და სხვ.
17. საექსპერტო კომისიები განიხილავენ და კომიტეტზე დასამტკიცებლად წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებებსა და მათ ნედლეულზე დროებით ფარმაკოპეის სტატიებს (დფს), ფარმაკოპეის სტატიებს (ფს), ტექნიკურ პირობებს (ტპ) და ტექნოლოგიურ რეგლამენტებს.
18. კომიტეტის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ განსახილველად წარმოდგენილი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების პროექტების ავტორები.
19. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს კომიტეტის შემოქმედებით, საექსპერტო-კვლევით და საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) მოქმედებს კომიტეტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშებს;
გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს კომიტეტის ორგანიზაციული სამეურნეო საქმიანობის ყველა საკითხზე.
20. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომიტეტის თავმჯდომარე.
21. კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება კომიტეტის სხდომაზე ხმების უბრალო უმრავლესობით.
22. კომიტეტის სხდომები მოიწვევა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საჭიროების მიხედვით.
23. სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
24. კომიტეტის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
25. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება კომიტეტის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
26. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
28. კომიტეტის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) კომიტეტი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამო;
გ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
29. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
30. კომიტეტის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს კომიტეტის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
31. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
32. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო ცენტრის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებულ ორგანიზაციული წარმონაქმნი. მიღებული ლიცენზიის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლით ცენტრი დამოუკიდებლად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ და სასწავლო საქმიანობას.
2. ცენტრის საქმიანობა სრულად უნდა შესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. იგი რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელეობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ მისი საქმიანობის სფეროს ეხება, აგრეთვე ამ დებულებით.
3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხების აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა ფუნდამენტური და გამოყენებითი აუდიოლგიური კვლევა, კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვა, აუდიოვესტიბულოლოგიური დიაგნოსტიკა, სმენისა და/ან მეტყველების დარღვევათა კორექცია და რეაბილიტაცია, სმენის პროთეზირება, სამეცნიერო და პრაქტიკოს-სპეციალისტთა კადრების მომზადება ასპიტრანტურისა და მაძიებელთა ინსტიტუტების მეშვეობით.
II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
6. ცენტრის ფუნქციონირების მიზანია ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და მიღებული ლიცენზიის ფარგლებში აწარმოოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დანერგოს კვლევის შედეგები აუდიოლოგიურ პრაქტიკაში. გაუწიოს კოორდინაცია შესაბამის კვლევებს, გაუწიოს მობილიზება დარგის ინტელექტუალურ პოტენციალს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით, შეუსრულოს სათანადო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები და აღმოუჩინოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება საქართველოს მოქალაქეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს.
7. კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სპეციფიკური ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის აუდიო- და ვესტიბულოლოგიური მეცნიერული კვლევა;
ბ) თანამშრომელთა და პროფილის სპეციალისტთა ცოდნის ამაღლება, მათი შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობის უზრუნველყოფა და აუდიოლოგიური მეცნიერების განვითარების მსოფლიო პროცესში ჩართვა;
გ) არსებული სამეცნიერო და საქმიანი კონტაქტების გაფართოება და ახალი კონტაქტების დამყარება შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და სტრუქტურებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში მონაწილეობა და მათი თავად გამართვა;
ე) აუდიო- და ვესტიბულოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა;
ვ) სმენის და/ან მეტყველების დარღვევების რეაბილიტაცია;
ზ) სმენის პროთეზირება;
თ) მორფოლოგიური კვლევა;
ი)ახალი აუდიოლოგიური სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა, არსებულის სრულყოფა;
კ) გრანტების მოპოვება;
ლ) უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში დადგენილი წესით საკუთარ ბაზაზე პროფილის სპეციალისტების, ასპირანტების მომზადება;
მ) სამეცნიერო-სასწავლო პოტენციალისა და მატერიალურ შესაძლებლობათა ინტეგრაცია;
ნ) შესაბამისი პროფილის სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესში ჩართვა და უზრუნველყოფა;
ო) სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო საშუალებების, მეთოდების, პროცედურების, შესაბამისი საგნებისა და ტექნიკის ექსპერტიზა და აპრობაცია, სათანადო დასკვნების გაცემა;
პ) შესაბამისი ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დაკვეთით ან სახელშეკრულებო პრინციპით მოსახლეობის განსაზღვრულ კონტინგენტში სმენავესტიბულური ფუნქციის შესწავლა და სათანადო დასკვნების გაცემა;
ჟ) აუდიოლოგიური პროფილის მსოფლიოს წამყვან ფირმებთან ერთობლივი სამეცნიერო, სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაცია;
რ) რეგიონში განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;
ს) ცენტრალიზებული სახელმწიფო დაკვეთის აუცილებელი შესრულება დაკვეთის ვადებისა და მოცულობის მკაცრი დაცვით.
8. ცენტრი საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და ფარგლებს გარეთ სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულება იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკულ შემთხვევებში ცენტრის საქმიანობა სათანადო ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად წარიმართება.
III. ცენტრის ქონება
9. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისას ცენტრს მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით და ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცემა სახაზინო საწარმო „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო ცენტრის“ ქონება, მათ შორის, დანადგარ-აღჭურვილობათა სრული კომპლექტი და დაკავებული ფართობი. ქონება დადგენილი წესით აისახება ცენტრის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც სამინისტრო ამტკიცებს.
10. ცენტრის ქონების განკარგვა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილობითი ნებართვით ხორციელდება.
IV. მართვა
11. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
12. ცენტრის დირექტორს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დირექტორი ცენტრის საქმეებს ერთპიროვნულად განკარგავს. იგი ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის. მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო.
13. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
14. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას გულისხმობს.
15. კონტროლის განხორციელებისათვის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ცენტრს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა, შეარჩიოს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილებანი.
V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
16. ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყაროებია:
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
17. შემოსავლის წყაროებიდან ფორმირებული სახსრები კანონით გათვალისწინებული წესით ცენტრის დებულებით განსაზღვრული ფუნქციის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებას ხმარდება. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
18. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და მას დასამტკიცებლად სამინისტროს წარუდგენს.
19. ცენტრის წლიურ ბალანსს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი ამოწმებს.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
20. ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს:
ა) ძირითადი საქმიანობიდან არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლისას;
ბ) დასახული მიზნისა და ამოცანების მიუღწევლობისას;
გ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას;
დ) საქმიანობის ლიცენზიის ვერმიღებისას.
21. ცენტრის საქმიანობა კანონით დადგენილი წესით წყდება.
22. ცენტრის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. ლიკვიდატორი შეიძლება ცენტრის დირექტორი იყოს. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებენ. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.
24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №3
ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას.
2. ცენტრის საქმიანობა სრულიად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. იგი რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც ეხება უშუალოდ მისი საქმიანობის სფეროს, აგრეთვე ამ წესდებებით.
3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. ცენტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხების აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ძირითადი საქმიანობაა სამეცნიერო კვლევების წარმოება საბაზისო ნევროლოგიურ დისციპლინათა დარგში, ფუნდამენტური კვლევების შედეგების დამუშავება და მიყვანა პრაქტიკაში დანერგვის ეტაპამდე და დანერგვის განხორციელებაში მონაწილეობა, სამეცნიერო და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა კადრების მომზადება ასპირანტურისა და მაძიებელთა ინსტიტუტის მეშვეობით.
6. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უზრუნველყოფა ფუნდამენტური ნევროლოგიური კვლევის შედეგებით.
II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
7. ცენტრის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უზრუნველყოფა ფუნდამენტური ნევროლოგიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებით; ამისათვის ქვეყანაში არსებული ფუნდამენტური ნევროლოგიური დარგების ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება, ინტერდისციპლინური სამეცნიერო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და კოორდინაცია; სამეცნიერო კვლევათა შედეგების თავმოყრა და მათი ცხოვრებაში გატარების ხელშეწყობის ორგანიზება.
8. ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამეცნიერო კვლევათა წარმოება და კოორდინაცია ფუნდამენტური ნევროლოგიის ძირითად დარგებში;
ბ) უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა კადრების მომზადება;
გ) მსოფლიოს წამყვან დაწესებულებებთან და ფირმებთან ერთობლივი სამეცნიერო, სამედიცინო და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაცია;
დ) მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მედიცინის მეცნიერებაში ნევროლოგიური დარგების სრულყოფა-განვითარებას და ამით განაპირობებენ ნევროლოგიური სამსახურის წინსვლას;
ე) სათანადო საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ვ) სამეცნიერო და პროფესიული გრანტების მოპოვება;
ზ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარალელურ სტრუქტურებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაფართოება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
თ) სახელმწიფო შეკვეთების უცილობელი შესრულება ვადებისა და მოცულობის მკაცრი დაცვით.
9. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მის გარეთ სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულება იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან.
III. ცენტრის ქონება
10. დასახელებული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილების დანადგარ-აღჭურვილობა და სხვა შესაბამისი ქონება (სათანადო ლაბორატორიებითა და ვივარიუმით) (გუდამაყრის ქ. №2ა). ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება ცენტრის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
IV. მართვა
11. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
12. ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვის გამო. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
13. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
14. ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის ფარგლებსა და წესებს განსაზღვრავენ შესაბამისი დებულებები, ინსტრუქციები და საკონტრაქტო პირობები, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
15. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი სამეცნიერო პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ცენტრში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე (ცენტრის დირექტორი), სწავლული მდივანი და საბჭოს წევრები. სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან ცენტრის წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები. საბჭოს წევრებად შეიძლება იყვნენ სხვა დაწესებულებათა თანამშრომლებიც.
V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
16. ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
17. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
18. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
19. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
20. ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცენტრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამო;
გ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
22. ცენტრის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №4
შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი. ინსტიტუტი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას.
2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი საქმიანობის სფეროს.
3. ინსტიტუტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. №223.
4. ინსტიტუტი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს ინსტიტუტისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
5. ინსტიტუტმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
II. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
7. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
ა) შრომის ეკონომიკის, დასაქმების, შრომის ანაზღაურების, ცხოვრების დონის, ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცვის, დემოგრაფიის, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის პრობლემების გადაჭრის მეცნიერული უზრუნველყოფა;
ბ) სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობა და მათი გამართვა;
გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად უმაღლესი განათლების სპეციალისტების მომზადება, კადრების პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
8. ინსტიტუტი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულებები იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში ინსტიტუტის საქმიანობა ხორციელდება სათანადო ადმინისტრაციული აქტის შესასრულებლად.
III. ინსტიტუტის ქონება
9. ინსტიტუტს დასახული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა „შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის“ ქონება (დანადგარ-აღჭურვილობა და შენობა-ნაგებობები შესაბამისი კაბინეტ-ლაბორატორიებით და დამხმარე სათავსებით). ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
10. ინსტიტუტის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილობითი ნებართვით.
IV. მართვა
11. ინსტიტუტს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
12. ინსტიტუტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ინსტიტუტის დირექტორს ეკისრება ინსტიტუტის წარმომადგენლობა და იგი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვის გამო. მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ინსტიტუტის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
13. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი.
14. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი სამეცნიერო პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით,ს ინსტიტუტში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე (ინსტიტუტის დირექტორი), სწავლული მდივანი და საბჭოს წევრები (ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები). საბჭოს წევრებად შეიძლება იყვნენ სხვა დაწესებულებათა თანამშრომლებიც.
15. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) გრანტების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
16. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უშუალოდ ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
17. ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბუღალტრული ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
18. ინსტიტუტის წლიური ბუღალტრული ბალანსის შემოწმებას აწარმოებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
19. ინსტიტუტის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ინსტიტუტი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში.
ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
20. ინსტიტუტის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
21. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
22. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №5
ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი. ცენტრი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას.
2. ცენტრის საქმიანობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. იგი რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი საქმიანობის სფეროს.
3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. ცენტრი შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფილის მიხედვით სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ცენტრს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპი საკუთარი დასახელებით, სხვა აუცილებელი რეკვიზიტები და ატრიბუტები.
II. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
7. ცენტრის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში ტრადიციული მედიცინის აღორძინება, მისი მეცნიერულ საფუძველზე გადაყვანა და ზრუნვა მისი შემდგომი განვითარებისა და კლასიკურ მედიცინაში მისი ინტეგრაციისათვის.
8. ცენტრის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია:
ა) მონაწილეობა ტრადიციული მედიცინის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში;
ბ) ქვეყანაში ტრადიციული მედიცინის დარგების მდგომარეობის შესწავლა, ამ დარგებში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და სერტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ტრადიციული მედიცინის დარგებში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამედიცინო ლიცენზირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) ტრადიციული ფარმაციის განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) ტრადიციული მედიცინის ახალ საშუალებათა ფარმაკოპეის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ტრადიციული მედიცინის სფეროში სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა, ორგანიზაცია და კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევით კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში მონაწილეობის მიღება და მათი გამართვა;
ზ) ტრადიციული მედიცინის სამკურნალო საშუალებებისა და სამკურნალო მცენარეების რეალიზაციის ნებართვის გაცემაში როგორც რესპუბლიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ მონაწილეობის მიღება;
თ) ჰერბალური რესურსების სამრეწველო ფონდების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
ი) ტრადიციული მედიცინის სფეროში საინფორმაციო და მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ტრადიციული მედიცინის დარგების სპეციალისტთა კვალიფიციური კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ტრადიციული მედიცინის აპრობირებული მეთოდებისა და საშუალებების პოპულარიზაცია, საგამომცემლო და საკონსულტაციო საქმიანობა;
კ) საერთაშორისო კავშირურთიერთობის დამყარება, ზრუნვა ტრადიციული მედიცინის დარგების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აყვანისათვის, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
9. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულებები იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში ცენტრის საქმიანობა ხორციელდება სათანადო ადმინისტრაციული აქტების შესასრულებლად.
III. ცენტრის ქონება
10. ცენტრს დასახული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, გადაეცემა გარკვეული ქონება. ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
11. ცენტრი მოვალეა უზრუნველყოს ქონების ნორმალური ექსპლუატაცია. იგი იყენებს ქონებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
IV. მართვა
12. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
13. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
14. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
15. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმარების, დარგში ერთიანი პოლიტიკის გატარების, რეკომენდაციებისა და მეთოდიკის შემუშავების მიზნით ცენტრში“ იქმნება მრჩეველთა (სამეცნიერო) საბჭო. საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე მოწვეული პირები.
V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
16. ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) გრანტების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
17. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უშუალოდ ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
18. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
19. წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
20. ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცენტრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
გ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
22. ცენტრის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №6
ფარმაკოლოგიის კომიტეტის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფარმაკოლოგიური კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი. იგი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. კომიტეტის საქმიანობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. მისი საქმიანობა რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი საქმიანობის სფეროს, ასევე მოცემული დებულებით.
3. კომიტეტი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც კონტროლის განსახორციელებლად უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. კომიტეტი არის მეთაური საექსპერტო ორგანო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში და უზრუნველყოფს სამეცნიერო, ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას წამალთა ექსპერტიზის სფეროში.
II. კომიტეტის მიზნები
5. კომიტეტის მიზნებია:
ა) საექსპერტო-სარეგისტრაციო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამამულო და უცხოური წარმოების მაღალეფექტიანი და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების ბრუნვას;
ბ) საინფორმაციო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებებზე ახალი ინფორმაციის შეგროვებას, მათ სათანადო დამუშავებას და ჯანდაცვის სისტემის შესაბამისი სამსახურებისათვის, ექიმებისათვის, პროვიზორებისა და მოსახლეობისათვის მიწოდებას;
გ) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრისა და ეროვნული ფორმულარის შექმნა;
დ) საკუთარი ლაბორატორიული ბაზის შექმნა;
ე) საინფორმაციო-საგამომცემლო ბაზის შექმნა;
ვ) სამკურნალო საშუალებების თანამდევი ეფექტების მონიტორინგი;
ზ) ფარმაკოლოგიური სამეცნიერო-საკვლევი სამუშაოების ორგანიზაცია, რეკომენდაციების მიცემა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ფარმაკოლოგიის დარგში პრიორიტეტული კვლევების დაფინანსებასა და მათ ექსპერტიზაზე;
თ) ფუნდამენტური, საექსპერტო-საძიებო, საინფორმაციო და პრაქტიკული კვლევების დაფინანსება საკონკურსო საწყისებზე;
ი) სხვადასხვა სახის სიმპოზიუმების, კონგრესების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზაცია.
III. კომიტეტის მოვალეობები
6. კომიტეტის მოვალეობებია:
ა) სამკურნალო საშუალებების კლინიკური და წინაკლინიკური გამოცდის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;
ბ) წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდის პროგრამის შედგენა და გამოცდის მოსაწყობი ბაზების შერჩევა დადგენილი წესით;
გ) სამამულო და უცხოური სამკურნალო საშუალებების კლინიკური გამოცდის ორგანიზაცია და მიღებული შედეგების დამტკიცება;
დ) მეთოდური რეკომენდაციების განხილვა და დამტკიცება სამკურნალო საშუალებების კვლევის სფეროში;
ე) სამამულო და უცხოური სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის ექსპერტიზა;
ვ) სამკურნალო საშუალებების სარეკლამო ტექსტებისა და ინსტრუქციების მომზადება და ექსპერტიზა;
ზ) სამკურნალო საშუალებების თანამდევი ეფექტების მონიტორინგის სისტემის ერთიანი კოორდინაცია და მიღებული შედეგების ექსპერტიზა;
თ) ნებადართულ პრეპარატთა გამოყენების შეზღუდვისა და ჩვენებების გაფართოების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადება;
ი) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრისა და ეროვნული ფორმულარის შექმნა; რეგისტრიდან მცირეეფექტიანი ან გამოხატული თანამდევი ეფექტების მქონე პრეპარატების ამოღების შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება სამინისტროსათვის, აგრეთვე მათი პრაქტიკაში ხმარებიდან ამოღების სისტემის შექმნა;
კ) სამამულო და უცხოური სამკურნალო ბიოაქტიური ნაერთებისა და ნარევების, მათ შორის, სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებითი დანამატების სახით გამოყენებული, სამკურნალო მინერალური წყლების, სამკურნალო ეთერზეთების, სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების, ცხოველური, მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსპერტიზა.
IV. კომიტეტის უფლებამოსილებანი
7. კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) სამკურნალო საშუალებათა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მასალათა საექსპერტო შეფასებისათვის მოიწვიოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო საზოგადოებები და ცალკეული სპეციალისტები, რომლებიც შეთანხმებულ ვადებში წარმოადგენენ წერილობით დასკვნებს;
ბ) კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად შექმნას დარგობრივი საექსპერტო კომისიები სამინისტროს მთავარ სპეციალისტებთან შეთანხმებით;
გ) აწარმოოს სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) არსებული კანონმდებლობის ფარგლებში განსაზღვროს და დაამტკიცოს კომიტეტის შინაგანაწესი, შეიმუშაოს საექსპერტო, სამეცნიერო, საკვლევ-საანალიზო და საძიებო ტარიფები, აგრეთვე შრომის ანაზღაურების ფორმები და ზომები;
ე) სახელშეკრულებო საწყისებზე წამალთა კვლევის პროცესში გაუწიოს მეთოდური კონსულტაცია ჯანდაცვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს;
ვ) მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები;
ზ) შეასრულოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო შეკვეთები ხელშეკრულებების საფუძველზე;
თ) კომიტეტს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
ი) სისტემატურად განახორციელოს ღონისძიებები თანამშრომლების მატერიალური, საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
8. კომიტეტმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; სესხის აღება, თავდებობა, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა, სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
9. სესხის აღებისა და თავდებობის განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
V. კომიტეტის სახსრების შექმნა და გამოყენება
19. კომიტეტის სახსრები იქმნება მოქმედი კანონმდებლობით მოზიდული და მიღებული შემოსავლებით:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
ე) მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება კომიტეტის დებულებით განსაზღვრული მიზნების და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
10. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
12. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა.
VI. კომიტეტის ქონება
13. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად კომიტეტს ფლობისა და სარგებლობის უფლებით კანონით დადგენილი წესით გადაეცემა დანადგარ-აღჭურვილობა და ფართობი. ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება კომიტეტის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
14. კომიტეტის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილობითი ნებართვით.
VII. კომიტეტის სტრუქტურა და საქმიანობის მართვა
15. კომიტეტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. თავმჯდომარე წარმოადგენს კომიტეტს სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საკუთრების ფორმის მიუხედავად, ხელს აწერს ხელშეკრულებებს და იღებს გადაწყვეტილებებს. თავმჯდომარე ახორციელებს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობას და პასუხისმგებელია კომიტეტის ფუნქციონირებისათვის. გასცემს მინდობილობებს თანამშრომლებისათვის. თავმჯდომარე განაგებს კომიტეტის ქონებასა და საშუალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს და ათავისუფლებს კომიტეტის თანამშრომლებს, გზავნის მივლინებებში, მათ შორის, საზღვარგარეთ. კომიტეტის მუშაკების საქმიანობის ზომებსა და წესებს განსაზღვრავენ შესაბამისი დებულებები, ინსტრუქციები და საკონტრაქტო პირობები, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
16. თავმჯდომარე ყოველწლიურად აბარებს სამინისტროს კომიტეტის მუშაობის ანგარიშს. კომიტეტში იქმნება სათათბირო, რომელშიც შედიან კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილეები და განყოფილების გამგეები.
17. კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომიტეტის თავმჯდომარე.
18. კომიტეტის სტრუქტურა:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდის განყოფილება;
გ) ბიოაქტიურ ნაერთთა განყოფილება;
დ) ინფორმაციის განყოფილება.
VIII. კომიტეტის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
19. კომიტეტის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) კომიტეტი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამო;
დ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
20. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
21. კომიტეტის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს კომიტეტის თავმჯდომარე. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
22. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
23. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №7
მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიხელ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.
2. მუზეუმის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.
3. მუზეუმი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს მუზეუმისაგან კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ყველა მასალა და ინფორმაცია.
4. მუზეუმმა სამინისტროს თანხმობით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;
გ) თავდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. მუზეუმის ძირითადი საქმიანობაა:
ა) სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ექსპოზიციების მოწყობა;
ბ) საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო და პროგრამული სასწავლო ბაზით უზრუნველყოფა;
გ) ქართული მედიცინის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოძიება (შესყიდვა), შესწავლა და დაცვა;
დ) სამეცნიერო ფორუმებისა და ექსპედიციების მოწყობა;
ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, ბიბლიოთეკის, მთარგმნელობითი ცენტრის ორგანიზება;
ვ) საგამომცემლო საქმიანობა.
6. მუზეუმის ძირითადი ფუნქციაა მოემსახუროს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული და თანამედროვე სამეცნიერო-პრაქტიკული ინფორმაციის მიღებაში.
II. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
7. მუზეუმის ფუნქციონირების მიზანია უზრუნველყოს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული მასალისა და თანამედროვე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, დაცვა და ექსპონირება კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით.
8. მუზეუმის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული რარიტეტების, თანამედროვე ინფორმაციის ანალიზი და გადაცემა ვიზუალური და სხვა საშუალებებით;
ბ) შესაბამისი პროფილის სამუზეუმო-საისტორიო ექსპოზიციის მოწყობა;
გ) სამედიცინო-ისტორიული რარიტეტების მოძიება (შესყიდვა);
დ) საექსპოზიციო და საარქივო მასალის დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ე) მედიცინის თანამედროვე მიღწევების ექსპოზიციის მოწყობა;
ვ) საქართველოს თანამედროვე სამედიცინო-სამეცნიერო პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსების ექსპოზიციის მოწყობა;
ზ) ბიბლიოთეკის მოწყობა შესაბამისი წესისა და პირობების დაცვით;
თ) სამეცნიერო სემინარების, კონფერენციებისა და კონგრესების ორგანიზება;
ი) სამეცნიერო-პრაქტიკული ექსპედიციების მოწყობა;
კ) სამეცნიერო და საინფორმაციო-ანალიზური საქმიანობის წარმართვა;
ლ) მთარგმნელობითი საქმიანობის ორგანიზება;
მ) საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა.
9. მუზეუმი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მათ გარეთ, სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მუზეუმი უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. ცალკეულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუზეუმმა სათანადო ადმინისტრაციული აქტის შესასრულებლად შეიძლება განახორციელოს ერთჯერადი საქმიანობა.
III. მუზეუმის ქონება
10. მუზეუმს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ქონება, რომელიც დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში და მტკიცდება სამინისტროს მიერ.
11. მუზეუმის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
IV. მუზეუმის მართვა
12. მუზეუმს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
13. მუზეუმის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება მუზეუმის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მას ეკისრება პასუხისმგებლობა მუზეუმის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებების წინაშე.
14. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
15. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მუზეუმში იქმნება მეთოდური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დირექტორი, მოადგილეები, განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების გამგეები და მუზეუმის წამყვანი სპეციალისტები.
V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
16. მუზეუმის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართვლოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
17. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
18. მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
19. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
20. მუზეუმის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მუზეუმი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამო;
გ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
22. მუზეუმის ლიკვიდაციის დროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს მუზეუმის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №8
ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, სამეცნიერო, მეთოდურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ ეხება მის საქმიანობას, აგრეთვე ამ დებულებით.
3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე.
4. სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით ცენტრმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
6. ცენტრის საქმიანობის მიზანია:
ა) შეიმუშაოს ადამიანის განვითარების პრობლემების მეცნიერული მეთოდოლოგია და ამ მიმართულებებით უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მხარდაჭერა;
ბ) დაამუშაოს პერიოდული მოხსენებები ადამიანის განვითარების პრობლემებზე, გამართოს კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გამოავლინოს ადამიანის განვითარების დემოკრატიული მიზანდასახულობები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის;
დ) აწარმოოს საკონსულტაციო საქმიანობა სახელმწიფო დეპარტამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
7. ცენტრის ფუნქციაა უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის მეცნიერული უზრუნველყოფა და პრინციპული საჯარო მხარდაჭერა.
8. ცენტრის საქმიანობის საგანია ადამიანის განვითარების პრობლემების შესწავლა, კვლევა და დადებითი ტენდენციების გამოვლენა, მათი განზოგადება და მიწოდება როგორც ხელისუფლებისათვის, ისე საზოგადოებისათვის.
III. ცენტრის მართვის ორგანოების შექმნა და კომპეტენცია
9. ცენტრს მართავს დირექტორი ერთპიროვნულად, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად. მას ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და მისი საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა.
10. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
11. ცენტრის პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვისათვის იქმნება სპეციალური ორგანო – სამეცნიერო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა დირექტორი, ხოლო წევრები გარდა თანამშრომლებისა შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა ორგანიზაციებიდან. საბჭო იქმნება და მისი შემადგენლობა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.
1V. მართვა
12. ცენტრის მართვას ახორციელებენ დირექტორი და სამეცნიერო საბჭო. დირექტორი არის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირი.
13. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
14. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
15. ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
16. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
17. ცენტრი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
18. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა.
V. საქმიანობის შეწყვეტა
19. ცენტრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ცენტრი არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) ვერ შეასრულებს დასახულ მიზნებს.
20. ცენტრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
21. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში სამინისტრო ნიშნავს ლიკვიდატორებს, რომლებიც მოქმედებენ კანონით დადგენილი წესით და იზღუდებიან ლიკვიდაციის მიზნებით.
22. ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
23. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება დადგენილი წესით.
დანართი №9
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროფილის ყველა სახის გამოკვლევას.
2. ცენტრის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.
3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ცენტრისაგან მასალები და ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა საქმიანობის გასაკონტროლებლად.
4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ცენტრის ძირითადი საქმიანობაა:
ა) გვამების გამოკვლევა;
ბ) ცოცხალ პირთა გამოკვლევა;
გ) ნივთმტკიცებათა გამოკვლევა;
დ) ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტებით;
ე) ექსპერტიზა საქმის მასალებით.
7. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა მოემსახუროს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროფილის გამოკვლევათა განხორციელებაში.
II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
8. ცენტრის ფუნქციონირების მიზანია დადგენილი წესით უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო პროფილის მომსახურება.
9. ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო მომსახურების მაღალხარისხოვნად უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით;
ბ) გვამების გამოკვლევა;
გ) ცოცხალ პირთა გამოკვლევა;
დ) ნივთმტკიცებათა გამოკვლევა;
ე) ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტებით;
ვ) ექსპერტიზა საქმის მასალებით;
ზ) სამედიცინო კრიმინალური ექსპერტიზა;
თ) სასამართლო-ქიმიური გამოკვლევები და ექსპერტიზა;
ი) სასამართლო ბიოლოგიური გამოკვლევები და ექსპერტიზა;
კ) სასამართლო ჰისტოლოგიური გამოკვლევები და ექსპერტიზა;
ლ) სასამართლო ბიოქიმიური გამოკვლევები და ექსპერტიზა.
10. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მათ გარეთ, სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ცენტრი უფლებამოსილია ხელშეკრულებები გააფორმოს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. ცალკეულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცენტრმა სათანადო ადმინისტრაციული აქტის შესასრულებლად შეიძლება განახორციელოს ერთჯერადი საქმიანობა.
III. ცენტრის ქონება
11. ცენტრს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა სახაზინო საწარმო „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის“ ქონება, რომელიც დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში და მტკიცდება სამინისტროს მიერ.
12. ცენტრის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
IV. მართვა
13. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
14. ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
15. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
16. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის გამო, ერთიანი პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ცენტრში იქმნება მეთოდური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დირექტორი, მოადგილეები, განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების გამგეები და ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
V. დაფინანსება
17. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
18. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უშუალოდ ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
19. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.
20. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა.
VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
21. ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცენტრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
ბ) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
გ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
22. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
23. ცენტრის ლიკვიდაციის დროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
24. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
25. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.