„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№23
2010 წლის 16 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8დადგენილებაში ცვლილებ ებ ის ა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებ აშ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, 12.08.10წ., №10, გვ. 225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები ა:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) საფინანსო სამსახური;
დ) ქონების მართვის ა და აგრარულ საკითხთა სამსახური;
ე) ზედამხედველობის სამსახური;
ვ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
ზ) ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის ა და საინვენსტიციო განვითარების სამსახური;
თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
კ) სახანძრო დაცვის სამსახური;
ლ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“;
ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცი ისათვის ხელშეწყობა,გამგეობის საქმისწარმოების, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურ ი და საინფორმაციო უზრუნველყოფა, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების წარმოება, შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა დავალების შესრულების ანალიზ ი და კონტროლ ი, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2. იურიდიული სამსახური ს ძირითადი ფუნქციებია: გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (თანამდებობის პირების)სამართლებრივ ი უზრუნველყოფა, გამგებლისა და საკრებულო ში ინიციირების მიზნით გადასაგზავნი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ი ექსპერტიზა, წარმოადგენს გამგეობას ყველა ინსტანციის სასამართლოში და სამართლდამცავ ორგანოებში, ახორციელებს შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას.
3. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
4. ქონების მართვის ა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარ განხილვა, ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხების პროექტების შედგენა, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენება.
5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:მშენებლობაზე, არქიტექტურულ საქმიანობაზე და სანიტარიულ მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
6. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: დადგენილი წესით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება, უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას.
7. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების მიზნით წინადადების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საკითხების კოორდინაცია, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება, საინვესტიციო განვითარების მიზნით წინადადების შემუშავება.
8. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა.
9. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაცია, სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა და საჭირო ღონისძიებების გატარება, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვეტერანთა სამართლებრივი და სოციალურ- ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება, აღსრულება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა.
10. სახანძრო დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების განხორციელება, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვა.
11. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და სა მობილიზაციო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“;
გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტს დაემატოს:
„ს.ა) განსაზღვრავს და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის თაობაზე წინადადებებს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;
ს.ბ) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) ან/და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);
ს.გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.“;
დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტს დაემატოს:
„რ.ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) ან/და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);
რ.ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე