⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.01.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს ძეგლთადაცვის დეპარტამენტის შექმნისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2000
ძალის დაკარგვა 26.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 17/04/2000
matsne.gov.ge 512 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2000 მიღება
26.01.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ძეგლთადაცვის დეპარტამენტის შექმნისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 50.85pt 51.05pt 58.5pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №138 2000 წლის  8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონისა და „კულტურის შესახებ“ საქარ­თველოს კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე 1999 წლის 28 მაისის კანონის შესაბამისად, კულტურის სფეროში ერთიანი სახელ­მწიფო პოლიტიკის განხორციელების, მისი განვითარების კოორდინაციის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ამ მიზნით სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად: 1. შეიქმნას საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სამეცნიერო-საწარმოო სამ­მართველოს ბაზაზე. 2. დაევალოს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აღმას­რულებელი ხელისუფლების ფუნქციების განხორციელება. 3. დაევალოს საქართველოს კულტურის სამინისტროს (ვ. ასათიანი) საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების მომზადება და მისი დამტკიცება კანონით დადგენილი წესით. 4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის აპარატისა (59 საშტატო ერთეული) და მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სახსრები გათვალისწინებულია საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის № 209 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ა) დებულების II თავის მე-7 პუნქტში სიტყვები: „კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო ლიცენზირების განხორციელებას“ შეიცვალოს სიტყვებით: „კულტურის სფეროში სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფისათვის ახორციელებს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო აღრიცხვას, სერტიფიცირებასა და კონტროლს“. ბ) II თავის მე-12 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „ლიცენზიის გარეშე“ შეიცვალოს სიტყვებით: „სერტიფიცირების გარეშე“. გ) III თავის მე-20 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ლიცენზირება“ შეიცვალოს სიტყვებით: „აღრიცხვა, სერტიფიცირება და კონტროლი“. დ) V თავის მე-7 აბზაცში სიტყვები: „კულტურის სფეროს ინდუსტრიისა და სახელმწიფო ლიცენზირების სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო აღრიცხვის, სერტიფიცირებისა და კონტროლის სამმართველო“. ე) VI თავის 34-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურის სფეროში სახელმწიფო აღრიცხვის, სერტიფიცირებისა და სამმართველოსი –კულტურის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აღრიცხვა, მათი საქმიანობის სერტიფიცირება და კონტროლი“. ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი: „1. სამინისტროს შემადგენლობაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. 2. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებას კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი. 3. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი“. ზ) დებულების VII, VIII, IX თავები გადაინომროს შესაბამისად VIII, IX, X თავებად. ე. შევარდნაძე