ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 21.04.2000
ძალის დაკარგვა 07.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №161
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 28/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,248 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2000 მიღება
07.04.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 50.85pt 51.05pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №161 2000 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ ევროკომისიის მიერ ორგანიზებული 1993 წლის კონფერენციაზე ტრასეკას სამთავრობათაშორისო პროგრამის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქმენეთსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ სერაქსის 1996 წლის, „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის“ ბაქოს 1998 წლის ხელშეკრულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად: 1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის ბაზაზე შეიქმნას ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი უფლებამონაცვლე. 2. დამტკიცდეს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის თანდართული დებულება. 3. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 4. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ. 5. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად (ჯ. ხეცურიანი) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 ოქტომბრის N696 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი. 6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 თებერვლის №174 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – სატრანსპორტო დერეფანი) განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 2. ცენტრი შექმნილია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. 3. ცენტრის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან. 4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ. 5. ცენტრის მისამართია: საქართველო, თბილისი, ა. ყაზბეგის გამზ. 12, 380060. II. ცენტრის სტატუსი 1. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ბეჭედი და ბლანკები. 2. ცენტრს აქვს ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის – სავალუტო. III. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ა) სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით; ბ) სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო პროექტების მომზადება ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით და მათი განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; გ) სერაქსის 1996 წლის, ბაქოს 1998 წლისა და სტამბოლის 1999 წლის ხელშეკრულებათა რეალიზაციის ხელშეწყობა. IV. ცენტრის საქმიანობის საგანი ცენტრის საქმიანობის საგანია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საინვესტიციო, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სატრანსპორტო-ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, მოსახლეობისა და განსახლების, საწარმოო ძალების განვითარებისა და გადაადგილების, სატრანსპორტო დარგებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიული ორგანიზაციის შესწავლის, პროექტირების და განხორციელების ღონისძიებებში მონაწილეობა; ბ) სატრანსპორტო დერეფნის ტერიტორიაზე ეკონომიკური განვითარების ზონების პროექტირება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და განხორციელების მხარდაჭერა; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საინვესტიციო წინადადებებისა და პროექტების ექსპერტიზის კოორდინაცია; დ) სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) საინვესტიციო-საკონსულტაციო და საექსპერტიზო საქმიანობის განხორციელება; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმომადგენლობითი საქმიანობა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესებულ საერთაშორისო, უცხოეთის სამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთან ურთიერთობისას; ზ) სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარებისათვის გამიზნული საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მირ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საერთო კოორდინაცია; თ) სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული საექსპერტო ინფორმაციის, ნორმატიული დოკუმენტების, საერთაშორისო სატრანსპორტო და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; ი) სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება; კ) საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში, ტრანსპორტის სისტემის რეფორმისა და რეაბილიტაციის პრობლემების შემსწავლელი სასწავლო-საკონსულტაციო საქმიანობისათვის ხელშეწყობა; ლ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნისათვის გამოყოფილი საინვესტიციო პროექტების მართვის სპეციალიზებული ჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა; მ) სატრანსპორტო მომსახურების დარგში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მისი განზოგადება და საქართველოში დანერგვის რეკომენდაციათა მომზადება; ნ) ტრანსპორტისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პრობლემებზე საერთაშორისო სემინარების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა. V. ცენტრის უფლებები ცენტრი თავისი მიზნების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანიზაციებთან გამართულ მოლაპარაკებაში; გ) უშუალოდ მიმართოს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო სტრუქტურებს სატრანსპორტო დერეფნის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გაცვალოს მათთან შესაბამისი ინფორმაცია; დ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები, რაც აუცილებელია ცენტრის მიზნების განსახორციელებლად. VI. ცენტრის მართვა 1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ორგანიზაციას; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების საქმიანობას; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს და სხვა თანამშრომლებს; დ) აფორმებს ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგსა და ხარჯთა ნუსხას კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით; თ) წარმოადგენს ცენტრს და პერსონალურად პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაქვს საკითხები განსახილველად საქართველოს მთავრობაში, სამინისტროებსა და უწყებებში. 3. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 4. დირექტორი უფლებამოსილია შექმნას ცენტრის საკონსულტაციო საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო. VII. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. VIII. ცენტრის ქონება ცენტრის ქონება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ქონებას და გადაცემული აქვს მას უსასყიდლო სარგებლობის უფლებით. ცენტრის ქონების გასხვისება ან სხვაგვარი დატვირთვა შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით კანონმდებლობით დადგენილი წესით. IX. ცენტრის ანგარიშგება ცენტრი აწარმოებს ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. X. დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონით დადგენილი წესით. XI. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის დავები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.