საქართველოს სოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 07.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 18/05/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №179
2000 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს „საქართველოს სოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლები“ (დანართი 1) და დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ა. ჯორბენაძე) მიმდინარე წლის 30 ივნისამდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს სოციალური განვითარების საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელების სტრატეგიული გეგმა.
2. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა (დანართი 2) და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმა (დანართი 3).
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ 1999 წლის 28 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ ბიუროში (ქ. კოპენჰაგენი, დანია) გაიმართა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და მისი განვითარების სტრატეგიული გეგმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც მოიწონა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი ქვეყნების მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში.
4. დამტკიცდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი (დანართი 4). ეროვნული მოხსენების პრიორიტეტები ყოველწლიურად აისახოს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიურ გეგმაში, რის საფუძველზეც გათვალისწინებულ იქნეს მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ღონისძიებათა უპირატესი დაფინანსება.
5. „ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №107 ბრძანებულებით დამტკიცებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის მართვისა და კოორდინაციის სახელმწიფო კომისია გარდაიქმნას სოციალური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების კომისიად. დამტკიცდეს მისი შემადგენლობა (დანართი 5) და მუშაობის დებულება (დანართი 6).
კომისიის მუშაობა უზრუნველყოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
6. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №107 ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის მართვა და კოორდინაცია დაევალოს სოციალური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების კომისიას“.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ლ. ცაავა) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (გ. ცინცქილაძე) ერთ თვეში უზრუნველყონ სოციალური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების კომისიების შექმნა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები.
8. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა უზრუნველყონ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროგრამების მაკოორდინირებელი კომისიების გარდაქმნა სოციალური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების კომისიებად.
9. ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა ერთ თვეში უზრუნველყონ სოციალური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების შესაბამისი კომისიების შექმნა ქალაქების მერებისა და რაიონების გამგებლების თავმჯდომარეობით.
10. საქართველოს სოციალური სფეროს სამართლებრივი ბაზით უზრუნველსაყოფად 2000 წლის 30 ივნისამდე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან (ჯ. ხეცურიანი) ერთად წარმოადგინოს შესაბამისი პროგრამა.
11. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს დემოგრაფიული სტატისტიკის ახალი სტანდარტები და უზრუნველყოს შესაბამისი მიმდინარე აღრიცხვის წარმოება.
12. მოწონებულ იქნეს წინადადებები სოციალური სფეროს რეფორმირებაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმოქმედოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა დადების დროს.
13. დამტკიცდეს სოციალურ სფეროში განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა ნუსხა (დანართი 7).
ე. შევარდნაძე