საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 19/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №185
2000 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქათველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 თებერვლის №105 ბრძანებულება.
3. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსს (ბ. ხატიძე) სამსახურის სათათბიროს სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მონაწილეობით განიხილოს და ყოველთვიურად წარმოადგინოს ინფორმაცია რეგიონების, რაიონებისა და ქალაქების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, თვითმმართველობის ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი მმართველობის სისტემაში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. შეიმუშაოს არსებული მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებათა პროექტები და შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს მათ განხორიცელებას.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულება
I. ზოგადი ნაწილი
1. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ _ სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება (სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში), რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფოს რეგიონალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; კოორდინაციას უწევს სახელმწიფო-ტერიტორიული და ადმინისტრაციული მოწყობის, ადგილობრივი მმართველობის სისტემის გარდაქმნის, რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო და ტერიტორიულ ერთეულთა ბიუჯეტებს შორის ურთიერთობის, ადგილობრივი საფინანსო-ეკონომიკური ბაზის განმტკიცებისა და ბიუჯეტის შესრულების საკითხებს; საქართველოს პრეზიდენტისათვის ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რეკომენდაციებსა და წინადადებებს; კოორდინაციას უწევს ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას.
2. სამსახური შეიმუშავებს ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს; აანალიზებს, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
3. სამსახურის ამოცანები, კომპეტენცია, ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
II. სამსახურის ძირითადი მიზნები
სამსახურის ძირითადი მიზნებია:
ა) ტერიტორიული მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა პროექტების შემუშავება. საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობების) საქმიანობისათვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ბაზის მომზადება; ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობების) ორგანოებს შორის ურთიერთობათა კოორდინაცია, საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ქვეყნის რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; შესაბამისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება;
დ) ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოთა მიერ მიღებული აქტების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ე) კონტროლი სახელმწიფო რწმუნებულის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ აქტებზე;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, სამხარეო სამსახურების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.
III. სამსახურის ძირითადი ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) განიხილოს საერთო-სახელმწიფო და რეგიონალური ინტერესების შეხამების, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობის საკითხები; საქართველოს პრეზიდენტისათვის შეიმუშაოს შესაბამისი პროექტები, პროგრამები, რეკომენდაციები და წინადადებები;
ბ) განიხილოს ტერიტორიული მართვისა და ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პრეზიდენტისათვის შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები მმართველობის სისტემაში რეფორმების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრის, მათი მიმდინარეობის, კოორდინირებისა და კორექტირების თაობაზე;
გ) შეიმუშაოს, აგრეთვე წინასწარ განიხილოს საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებებისა და განკარგულებების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც შეეხება ტერიტორიულ მართვასა და სახელმწიფოს რეგიონალურ პოლიტიკას, სახელმწიფო-ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ მოწყობას, ადგილობრივი ორგანოების სისტემის გარდაქმნას, რეგიონალური განვითარებისა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების საკითხებს;
დ) გაუწიოს ორგანიზაცია და კონტროლი სახელმწიფო რწმუნებულების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას;
ე) ხელი შეუწყოს თვითმმართველობათა ჩამოყალიბება-განვითარების პროცესს; რაიონსა და მასში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ურთიერთობათა რეგულირებას; ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას შორის ქონებისა და კომპეტენციათა გამიჯვნას. მოამზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორგანიზაციულ-მეთოდური სახის რეკომენდაციები და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტები;
ვ) მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებები და რეკომენდაციები სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობის, მათი ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწის შესახებ;
ზ) მიიღოს მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს სტიქიური მოვლენებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობისას წამოჭრილი პროცესების რეგულირებას;
თ) შეიმუშაოს სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა პროექტები; კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ატესტაციის ჩატარებას; განიხილოს ატესტაციის შედეგები და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი საკადრო ცვლილებების შესახებ;
ი) აღრიცხოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელი კადრები; ორგანიზება გაუწიოს კადრების შერჩევის, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებას; შექმნას სახელმწიფო რწმუნებულის, მისი აპარატის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კადრების რეზერვების ბანკი; შეისწავლოს და გაანალიზოს ამ ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები; წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები;
კ) მოახდინოს სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების დადებითი გამოცდილების განზოგადება და ხელი შეუწყოს მათ დანერგვას;
ლ) გაანალიზოს რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებათა შორის ურთიერთობები; მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
მ) შეიმუშაოს სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკა რეგიონების განვითარების ხელშეწყობისათვის და ორგანიზება გაუწიოს მის განხორციელებას;
ნ) მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში; შეიმუშაოს წინადადებები საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების, ტრანსფერტების რეგიონებზე გადანაწილებისა და გამოყენების შესახებ; გამოითხოვოს ინფორმაცია განაწილებული სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ო) შეიმუშაოს რეგიონალური ეკონომიკური მართვის ოპტიმალური მოდელის, მართვაში პოლიტიკა-პროგრამა-ბიუჯეტი პრინციპების რეალიზაციის მექანიზმი; მოამზადოს რეკომენდაციები და დასკვნები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ურთიერთობის პრინციპების შესახებ;
პ) მონიტორინგი გაუწიოს ბიუჯეტების შესრულების პროცესს, შეიმუშაოს წინადადებები, დავალებები და რეკომენდაციები საბიუჯეტო სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების შესახებ;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში; შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ინვესტიციების რეგიონებზე განაწილებისა და გამოყენების შესახებ;
რ) მონაწილეობა მიიღოს რეგიონალური სოციალური პრობლემების, რაიონებში დემოგრაფიული, მიგრაციული და სოციალური ტენდენციების, შრომის ბაზრის სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების მდგომარეობის შესწავლაში. მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და წინადადებები;
ს) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალური განვითარების, ადგილობრივი საკუთრების შექმნის, მისი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის საკითხებზე;
ტ) მოახდინოს რეგიონთაშორისი ურთიერთობების ანალიზი; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; ხელი შეუწყოს რეგიონების საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირურთიერთობების დამყარებას;
უ) კოორდინაცია გაუწიოს რეგიონალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; თავის კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან შეთანხმებები და ხელშეკრულებები;
ფ) განახორციელოს ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა, ინფორმაციის მოპოვება, სელექცია, მათი დამუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეგიონალურ საინფორმაციო სისტემათა მომზადება და დანერგვა, რეგიონალური საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და მის აღსრულებაზე კონტროლი; მოამზადოს და გამოსცეს საინფორმაციო ბიულეტენი.
IV. სამსახურის კომპეტენცია
ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებიდან ნორმატიული აქტები, ოქმები და სხვა მასალები; მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მისთვის საჭირო მასალები;
ბ) მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებასთან დაკავშირებით;
გ) მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებზე;
დ) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს ტერიტორიული მართვის, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სრულყოფისათვის საჭირო კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები;
ე) სამინისტროთა, უწყებათა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან, აგრეთვე სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან შექმნას კომისიები და მუშა ჯგუფები პროგრამების, კონცეფციების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესამუშავებლად და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხთა მოსამზადებლად;
ვ) კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობას. მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) ორგანიზაცია გაუწიოს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელი კადრების აღრიცხვას; შეადგინოს ამ ორგანოთა მუშაკებისა და მათთვის საჭირო სპეციალისტების მონაცემთა ბანკი და კადრების რეზერვების ბანკი;
თ) შექმნას კადრების შერჩევის, მომზადების და გადამზადების სისტემა; ორგანიზაცია გაუწიოს კადრების სწავლების პროცესს; ჩაატაროს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელების და თანამშრომლების ატესტაციები;
ი) დაამყაროს ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან; გაცვალოს დელეგაციები; კოორდინაცია გაუწიოს და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუნიციპალური სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად; დადოს მათთან შეთანხმებები და ხელშეკრულებები; მოაწყოს კონფერენციები, სიმპოზიუმები, თათბირ-სემინარები; მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
V. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უმაღლეს საკონსულტაციო ორგანოებს;
ბ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სამსახურის სათათბიროს სხდომის დღის წესრიგს, იწვევს და თავმჯდომარეობს სამსახურის სათათბიროს სხდომებს; კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებას;
დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და განყოფილებათა უფროსების კანდიდატურებს;
ე) იწვევს და დებს შრომით ხელშეკრულებებს სამსახურის მოწვეულ თანამშრომლებთან, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;
ვ) ისმენს სამსახურის განყოფილებების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებათა დებულებებს, სამუშაო გეგმებს, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას; საშტატო ერთეულის ფუნქციონალურ ინსტრუქციას;
თ) ორგანიზაციას უწევს ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის საკითხთა განხილვა-შეთანხმების პროცესს პარლამენტის კომიტეტებთან, სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ი) ორგანიზაციას უწევს რეგიონალური თათბირების ჩატარებას; საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ადგენს რეგიონალური თათბირის დღის წესრიგს, აკონტროლებს თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა შესრულებისა და კომპლექსური მომზადებისათვის იწვევს თათბირებს სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა ხელმძღვანელების, აგრეთვე შესაბამისი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი, საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, ამ დებულებით გათვლისწინებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს სამსახურის სახელით გამოცემულ დოკუმენტაციას და ოფიციალურ კორესპონდენციას.
4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე:
ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ მუშაობას;
ბ) ხელმძღვანელობს სამსახურში კადრების შერჩევა-მომზადების საკითხს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული სასჯელის დადების შესახებ;
გ) აკონტროლებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებისა და დავალებების დროულ შესრულებას;
დ) საერთო კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აპარატის უფროსების საქმიანობას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს, ატარებს ინსტრუქტაჟებს;
ე) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
6. სამსახურის უფროსის მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
7. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) მთავარი საინსპექციო განყოფილება;
დ) რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილება;
ე) რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) საკრებულოებთან ურთიერთობის განყოფილება;
ზ) კადრებთან მუშაობის განყოფილება;
თ) რეგიონალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საინფორმაციო განყოფილება;
ი) მასმედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ჯგუფი.
8. სამსახურის განყოფილებათა უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით.
9. სამსახურის განყოფილებების უფროსის მოადგილეებს, კოორდინატორებსა და განყოფილების სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი სამსახურის უფროსის წარდგინებით.
10. სამსახურის განყოფილებათა უფროსები შეიმუშავებენ შესაბამისი ერთეულების დებულებებსა და სამუშაო გეგმებს, ანაწილებენ დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; სამსახურის უფროსს განსახილველად წარუდგენენ განყოფილების მიერ მომზადებულ წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
11. სამსახურის განყოფილებათა უფროსები და თანამშრომლები თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
VI. სამსახურის სათათბირო
1. სამსახურის სათათბირო წარმოადგენს სამსახურის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც სამსახურის ამოცანებიდან გამომდინარე შემუშავებს საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებსა და რეკომენდაციებს ტერიტორიული მართვის და რეგიონალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრის, მართვის დეკონცენტრაციისა და დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობათა ჩამოყალიბებისა და განვითარების სამართლებრივი და ეკონომიკური ბაზის შექმნისა და სრულყოფის, რეგიონალური და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის, ტერიტორიული მართვის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და სხვა ნორმატიულ აქტების შესრულების საკითხებზე.
2. სამსახურის სათათბირო, სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე ისმენს რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ. ახდენს დადებითი გამოცდილების განზოგადებას, აძლევს დავალებებსა და რეკომენდაციებს რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და შესაბამის თანამდებობის პირებს.
3. სამსახურის სათათბიროს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები. სათათბიროს სხდომებზე სამსახურის უფროსის მიერ შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც.
4. სამსახურის სათათბიროს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. სამსახურის სათათბიროს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს, სათათბიროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს სამსახურის უფროსი.
5. სათათბიროს სხდომებზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ამზადებენ და სხდომის ჩატარებას საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან ერთად ორგანიზაციულად უზრუნველყოფენ სამსახურის შესაბამისი განყოფილებები.