📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 5 აქტს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.12.2010
ძალაში შესვლა 17.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №160/01
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 17/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,206 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2010 მიღება
17.12.2010 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 5 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:115%; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; } h2 { margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:115%; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.muxlixmlChar { font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.danartixmlChar { font-weight:bold; font-style:italic;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №160/01 2010 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 27-ე, 28-ე, 31-ე მუხლების და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულება“ თანდართულ დანართთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №43/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №42/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №114/01 ბრძანება „მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“; ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. 2010 წლის 17 დეკემბრამდე გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის რეგისტრაციის ნომერი შეიცვალოს ამ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად და დარეგისტრირდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში. 4. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით, ასევე დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის 2010 წლის 17 დეკემბრიდან ერთობლივად ამოქმედების აუცილებლობით. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 17 დეკემბრიდან.                                                                                     გ. ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. დებულების მიზანი 1. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მონეტარულ ოპერაციებსა და მონეტარული ოპერაციებისათვის განკუთვნილი გირაოს მართვის საკითხებს. 2. ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციები მოიცავს საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიას, ღია ბაზრის ოპერაციებს, სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციებს, სავალუტო აუქციონის ოპერაციებს. 3. ეროვნული ბანკი ახოციელებს მონეტარულ ოპერაციებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 4. ეროვნული ბანკი ადგენს მონეტარული ოპერაციების პარამეტრებს, მათ შორის, ოპერაციების მოცულობას, მინიმალურ და/ან მაქსიმალურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპროცენტო განაკვეთებს და/ან ვალუტის კურსს, ინსტრუმენტების ვადიანობას, საერთო მოცულობას ან ინდივიდუალურ ლიმიტებს (საჭიროების შემთხვევაში), სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან. 5. მონეტარულ ოპერაციებს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეროვნული ვალუტით. 6. მონეტარულ ოპერაციებს ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოში მოქმედ რეზიდენტ კომერციულ ბანკებთან და არარეზიდენტი ბანკების ფილიალებთან (შემდგომში – ბანკები), რომელთაც შესაბამისი ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ფასიანი ქაღალდები – საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობისა და/ან მისი სახელით გამოშვებული და/ან პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; ბ) ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელისა და ნომინალური მფლობელის შესახებ; გ) გამოცხადებული ემისია – ემიტენტის მიერ გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების ოდენობა; დ) ემისიის რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს ემიტენტი ფასიანი ქაღალდების ყოველ გამოშვებას; ე) აუქციონის თანხა – მონეტარული ოპერაციების აუქციონის წესით განხორციელებისას, აუქციონის განაცხადით გამოცხადებული თანხა; ვ) შეძენის დღე – დღე, როდესაც მოხდა ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე გარიგების დადება; ზ) ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით განაღდება; თ) ბლუმბერგის სისტემა – სავაჭრო ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება გარიგებების დადება; ი) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თვითოეული განაცხადი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით; კ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელსაც ემიტენტი უხდის ფასიანი ქაღალდების მფლობელს დაფარვის ვადის დადგომის დღეს; ლ) დისკონტის თანხა – სხვაობა ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მის საანგარიშსწორებო/შესყიდვის ფასს შორის, როდესაც ეს უკანასკნელი ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია; მ) კუპონი – ფიქსირებული სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც ღებულობს კუპონური ფასიანი ქაღალდის მფლობელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში; ნ) საანგარიშსწორებო ფასი – თანხა, რომელსაც მყიდველი უხდის გამყიდველს ანგარიშსწორების დღეს გარიგების პირობების შესაბამისად; ო) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისაპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ფინანსურ ინსტრუმენტს; პ) მინიმალური საპროცენტო განაკვეთისაპროცენტო განაკვეთი, რომლის ქვემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ფინანსურ ინსტრუმენტს; ჟ) საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი; რ) საშუალო შეწონილი ფასი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასი; ს) ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი იურიდიული პირი, რომელსაც მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის უფლებას; ტ) სასესხო დავალიანება – ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ვადაში დაუფარაობის პირგასამტეხლოს ან/და სესხის პირობების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის სასარგებლოდ წარმოქმნილი ნებისმიერი სხვა გადასახდელის ერთობლიობა; უ) სესხი – ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი ან ერთდღიანი სესხი; ფ) სესხის დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცული პროცენტის გადახდა; ქ) ფასი – ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების გამომსახველი საპროცენტო განაკვეთი ან ფულადი ღირებულება; ღ) საბანკო დღე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სამუშაო დღე, როდესაც მუშაობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემა; ყ) ანგარიშსწორების ანგარიში – ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში; შ) უზრუნველყოფის პორტფელი – კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციების წარმოებისას უზრუნველყოფად გამოსაყენებელი საერთაშრისო საბანკო გარანტიების და ბანკის სასესხო აქტივების ერთობლიობა; ჩ) უზრუნველყოფის ხელშეკრულება – კომერციული ბანკის სასესხო აქტივების ეროვნულ ბანკთან სესხის უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება, კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან აღებული სესხების უზრუნველყოფად სასესხო აქტივების გამოყენების თაობაზე; ც) უზრუნველყოფის ხელშეკრულების განახლების დღე – ყოველი თვის 10 რიცხვის მომდევნო ოთხშაბათი ან დასვენების დღის დამთხვევის შემთხვევაში, წინა საბანკო დღე, როდესაც ხდება სასესხო აქტივების რეესტრის განახლება; ძ) საერთაშორისო საბანკო გარანტია – ამ დებულების მიზნებისათვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და/ან „ეგთო“ (OECD) ქვეყნების რეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია; წ) სასესხო აქტივები – კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხები და მასზე დარიცხული პროცენტები; ჭ) სასესხო აქტივების რეესტრი – ეროვნული ბანკის ელექტრონული ჩანაწერები, რომელშიც აღირიცხება ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოყენებულ სასესხო აქტივებზე; ხ) ლევერაჟის კოეფიციენტი – იურიდიული პირის მთლიანი აქტივების შეფარდება მთლიან კაპიტალთან. თავი II. მონეტარული ოპერაციების საერთო წესები     მუხლი 3🔗. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფა 1. მონეტარული ოპერაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკებისათვის სესხის გაცემას, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უზრუნველყოფით. 2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების სახეობებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. 3. სესხის დაფარვის ვალდებულების დადგომიდან მომდევნო საბანკო დღეს სასესხო დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იწყებს სესხის უზრუნველყოფაში მყოფი აქტივების გასხვისებას მის მიერ დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული კომუნიკაცია 1. მონეტარული ოპერაციების ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი შეტყობინებას აგზავნის ბანკებთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით. 2. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ბანკებს ეცნობებათ არაუგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე, თუკი ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ბანკების მიერ მონეტარული ოპერაციების განხორციელების შესაბამისი განაცხადების წარდგენა ეროვნულ ბანკში ხდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის ან „სვიფტის“ ავტორიზებული შეტყობინების მეშვეობით. განაცხადის წარდგენის საშუალების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ ატყობინებს ბანკებს შესაბამისი შეტყობინებით. 4. იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი უარს განუცხადებს ბანკს სესხის გაცემაზე, ამის შესახებ ბანკს ეცნობება იმავე საშუალებით, რითაც მოხდა განაცხადის წარდგენა სესხის აღებაზე. 5. თუ მონეტარული ოპერაცია ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, შედეგები აუქციონის მონაწილეებს ეგზავნებათ აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, თუ ამ დებულებით სხვა არ არის გათვალისწინებული. შედეგები იგზავნება იმავე საშუალების გამოყენებით, რითაც მოხდა განაცხადების მიღება. 6. ზოგადი ინფორმაცია აუქციონის შედეგების თაობაზე ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, აუქციონის დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღის 18:00 საათისა.     მუხლი 5🔗. მონეტარული ოპერაციების განხორციელებაზე განაცხადების წარდგენა 1. განაცხადის გაგზავნით ბანკი ადასტურებს მონეტარული ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებას და ამ დებულებით დადგენილი წესების შესრულების ვალდებულებას. 2. ეროვნული ბანკი არ განიხილავს/მიიღებს ისეთ განაცხადს, რომელიც დადგენილ დროზე გვიან არის წარდგენილი, ან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას ან მონაცემებს, რომელიც შეუსაბამოა გამოცხადებულ პარამეტრებთან. 3. ბანკს უფლება აქვს აუქციონის დაწყებამდე გამოგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გათხოვა.     მუხლი 6🔗. მონეტარული ოპერაციების ორგანიზება 1. მონეტარული ოპერაციების წარმოებას ახორციელებს ეროვნულ ბანკში შექმნილი საბაზრო ოპერაციების ჯგუფი. 2. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, საბაზრო ოპერაციების ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონეტარული ოპერაციების განხორციელების დროის შეცვლის შესახებ, კერძოდ, აუქციონზე განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების და შედეგების დაგზავნის დროის შეცვლის შესახებ. 3. თუ ტექნიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის გამოცხადებული აუქციონის გამართულად ჩატარებას, ეროვნულ ბანკს შეუძლია მოახდინოს გამოცხადებული აუქციონის გაუქმება. 4. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიზეზის მითითების გარეშე გააუქმოს დანიშნული აუქციონი განაცხადების წარდგენის დაწყებამდე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკებს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა აუქციონის გამოცხადება. 5. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების ოპერაციები ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამ დებულებისა და აღნიშნული სისტემების წესების შესაბამისად. 6. თუ ბანკის ანგარიშსწორებისა და საკორესპოდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ბანკის მიერ ეროვნული ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. მონეტარული ოპერაციების აუქციონის წესი 1. ეროვნული ბანკი მონეტარული ოპერაციების განხორციელებისას შეიძლება იყენებდეს აუქციონის მეთოდს. 2. აუქციონები ტარდება მრავალი ფასის მეთოდით. 3. აუქციონის მეთოდით მონეტარული ოპერაციების განხორციელებისას, ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტებს ამ დებულებით დადგენილი წესის დაცვით. 4. აუქციონზე ვაჭრობა შესაძლებელია შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტებით: ა) ფასიანი ქაღალდები; ბ) რეფინანსირების სესხი; გ) უცხოური ვალუტა სპოტი. 5. გაყიდვის აუქციონებს განეკუთვნება: ა) რეფინანსირების სესხის აუქციონი; ბ) სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიის აუქციონი; გ) ფასიანი ქაღალდების გაყიდვის აუქციონი; დ) უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონი. 6. ყიდვის აუქციონებს განეკუთვნება: ა) ფასიანი ქაღალდების ყიდვის აუქციონი; ბ) უცხოური ვალუტის ყიდვის აუქციონი. 7. აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა ხდება შემდეგი წესის დაცვით: ა)გაყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება: ა.ა) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით; ა.ბ) რეფინანსირების სესხის შემთხვევაში – საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით; ა.გ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის კლების მიხედვით; ბ) ყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება: ბ.ა) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით; ბ.ბ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის ზრდის მიხედვით; 8. პირველ რიგში დაკმაყოფილდება სიის დასაწყისში მყოფი განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონის თანხას ან განაცხადში მითითებული ფასი ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზღვრულ (მინიმალურ ან მაქსიმალურ) ფასს ან საპროცენტო განაკვეთს. 9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის ან ფასის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი ფინანსური ინსტრუმენტების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით. 10. აუქციონები ტარდება ეროვნული ბანკის მიერ აუქციონის შეტყობინებაში მითითებული პირობების შესაბამისად. 11. აუქციონის შედეგების შესაბამისად ანგარიშსწორება ხორციელდება აუქციონის შეტყობინებაში მითითებულ დღეს. თავი III. მონეტარული ოპერაციები     მუხლი 8🔗. რეფინანსირების სესხის ოპერაციები 1. რეფინანსირების სესხი წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკებისათვის ფულადი რესურსის მიწოდებას საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვისა და ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით. 2. ბანკებზე რეფინანსირების სესხს ეროვნული ბანკი გასცემს: ა) აუქციონის წესით; ბ) აუქციონის გარეშე, წინასწარ დადგენილი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. 3. აუქციონის წესით რეფინანსირების სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს: ა) რეფინანსირების სესხის აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს; ბ) აუქციონზე გამოტანილი რეფინანსირების სესხის საერთო მოცულობას; გ) რეფინანსირების სესხის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს; დ) რეფინანსირების სესხის აღებისა და დაფარვის თარიღებს; ე) რეფინანსირების სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან; ვ) რეფინანსირების სესხის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას. 4. რეფინანსირების სესხის განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია: ა) რეფინანსირების სესხის მოცულობა; ბ) რეფინანსირების სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი. 5. აუქციონის წესით რეფინანსირების სესხის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხის ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისა, ეროვნული ბანკი სესხის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 6. აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი არის ფიქსირებული, რომელსაც წინასწარ ადგენს ეროვნული ბანკი და რომელიც წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის სპრედის ჯამს. 7. თუ ეროვნული ბანკის მიერ ზედიზედ ნებისმიერი სამი კალენდარული თვის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ორ პროცენტულ პუნქტზე მეტად გაიზარდა, ამ ფაქტის დადგომიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში აუქციონის გარეშე აღებული და ჯერ დაუფარავი რეფინანსირების სესხის განახლებისათვის საპროცენტო განაკვეთი რჩება უცვლელი. 8. აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის ვადიანობა და შესაბამისად სესხის აღებისა და დაფარვის თარიღები იდენტურია აუქციონის წესით რეფინანსირების სესხის აღებისა და დაფარვის თარიღების. 9. აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის აღების შესახებ შეტყობინების არდაგზავნის შემთხვევაში, ავტომატურად მოქმედებს აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის აღების შესახებ ეროვნული ბანკის ბოლო შეტყობინებით განსაზღვრული პირობები. 10. აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს: ა) რეფინანსირების სესხის აღებისა და დაფარვის თარიღებს; ბ) რეფინანსირების სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს; გ) რეფინანსირების სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან; დ) რეფინანსირების სესხის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას. 11. აუქციონის გარეშე რეფინანსირების სესხის განაცხადის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, რეფინანსირების სესხის ანგარიშწორების დღეს არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, ეროვნული ბანკი სესხის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 12. რეფინანსირების სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, სესხის დაფარვის დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე. 13. რეფინანსირების სესხის დაფარვის დღეს, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის გამო სესხის არდაფარვის შემთხვევაში, სესხის სრულ თანხაზე ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტი. 14. ბანკს ახალი სესხის აღება შეუძლია ეროვნული ბანკისაგან აღებული სესხის დასაფარად, იმავე უზრუნველყოფის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე ახალი სესხის თანხის ჩარიცხვისთანავე ამ თანხით დაიფარება უკვე არსებული სესხი.     მუხლი 9🔗. დღის შიდა სესხი 1. დღის შიდა სესხს ეროვნული ბანკი გასცემს ბანკებზე საბანკო სისტემაში ლიკვიდობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. 2. ბანკს შეუძლია ისარგებლოს დღის შიდა სესხით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამ სისტემებში არსებული დღის შიდა ლიკვიდობის საშუალების გამოყენებით, შესაბამისი საოპერაციო საათების განმავლობაში, ამავე სისტემების წესების შესაბამისად. 3. დღის შიდა სესხის გამოყენების საჭიროებას განსაზღვრავს ბანკი, ეროვნული ბანკისაგან წინასწარი დასტურის გარეშე. 4. დღის შიდა სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი არ წესდება. 5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საოპერაციო საათების განმავლობაში არ მოხდა ბანკის მიერ გამოყენებული დღის შიდა სესხის დაფარვა, იგი ავტომატურად გარდაიქმნება ამ დებულებით გათვალისწინებულ ერთდღიან სესხად.     მუხლი 10🔗. ერთდღიანი სესხი 1. ერთდღიანი სესხი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრის რეგულირებას. 2. ერთდღიანი სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს: ა) ერთდღიანი სესხის საპროცენტო განაკვეთს; ბ) ერთდღიანი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას ერთდღიანი სესხის უზრუნველყოფასთან; გ) ერთდღიანი სესხის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას. 3. ბანკის მიერ ზედიზედ ხუთჯერ ან მეტჯერ ერთდღიანი სესხის გამოყენების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უარი უთხრას ბანკს ერთდღიანი სესხის გაცემაზე. 4. ეროვნული ბანკი ერთდღიან სესხს გასცემს შემდეგ შემთხვევებში: ა) ბანკის სასესხო განაცხადის საფუძველზე; ბ)ავტომატურად ბანკის სასესხო განაცხადის გარეშე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყო დღის შიდა სესხის დაფარვა. ამ შემთხვევაში ერთდღიანი სესხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისას დაუფარავი დღის შიდა სესხის ოდენობით. 5. ერთდღიანი სესხის განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია: ა) ერთდღიანი სესხის აღების თარიღი; ბ) ერთდღიანი სესხის მოცულობა; გ) ერთდღიანი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი. 6. ერთდღიანი სესხის განაცხადის დროულად და სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, იმავე დღეს არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, ეროვნული ბანკი ერთდღიანი სესხის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 7. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს უარი უთხრას ერთდღიანი სესხის გაცემაზე მიზეზის მითითების გარეშე, რის შესახებაც ბანკს აცნობებს იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც მოხდა განაცხადის წარდგენა. 8. ერთდღიანი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, სესხის დაფარვის დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე. 9. ერთდღიანი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულების მომენტისათვის დაუფარაობის შემთხვევაში, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება სესხის სრული თანხის 0.5 პროცენტის გადახდა, რომლის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი, უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან. 10. ერთდღიან სესხზე პროცენტი ბანკს დაერიცხება სესხის აღებისა და დაფარვის დღეებს შორის კალენდარული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.     მუხლი 11🔗. ერთდღიანი დეპოზიტი 1. ერთდღიანი დეპოზიტი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ქვედა ზღვრის რეგულირებას. 2. ერთდღიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ ეროვნული ბანკი ბანკებს აცნობებს მათთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებით ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე. 3. ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსება ბანკს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ყოველ საბანკო დღეს, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე. 4. ეროვნულ ბანკში განსათავსებელი ერთდღიანი დეპოზიტის თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბანკი. 5. ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსებისათვის, შესაბამისი გადარიცხვის დავალებით დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ბანკმა თანხა უნდა გადარიცხოს ეროვნულ ბანკში თავის ერთდღიანი დეპოზიტის ანგარიშზე. 6. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მომდევნო საბანკო დღეს, ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი საოპერაციო საათების დაწყებისთანავე, ერთდღიანი დეპოზიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს ეროვნული ბანკი ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 7. ერთდღიან დეპოზიტზე პროცენტი ბანკს დაერიცხება დეპოზიტის განთავსებისა და დაბრუნების დღეებს შორის კალენდარული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.     მუხლი 12🔗. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები 1. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის მოკლევადიანი სავალო ფასიანი ქაღალდი, რომელსაც ეროვნული ბანკი უშვებს საბანკო სისტემიდან ფულადი მასის ამოღებისათვის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. 2. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება და რეგისტრაცია ხდება არამატერიალიზებული ფორმით. 3. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან და დაგირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად. 4. სადეპოზიტო სერტიფიკატების თითოეულ ემისიას ეროვნული ბანკი ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს და არეგისტრირებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში. 5. სადეპოზიტო სერტიფიკატებისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან: ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE; ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმნიშვნელი B; გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის, როგორც დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში D; დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი; ე) მეშვიდე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი; ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი; ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი; თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად. 6. ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება არის 1000 ლარი. 7. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება არა უმეტეს ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. 8. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების გასხვისება ან დაგირავება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ბანკთან ან სხვა ბანკთან. 9. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით. 10. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. 11. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების შესახებ აცნობებს არა უგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე. 12. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) აუქციონის ჩატარების თარიღი და დრო; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ნომერი; გ) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; დ) ანგარიშსწორების დღე; ე) ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა; ვ) განაცხადის წარდგენის დრო და საშუალება. 13. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე ბანკების განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში. 14. ბანკის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ) საპროცენტო განაკვეთს. 15. სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვაზე ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში სადეპოზიტო სერტიფიკატების რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ცალზე ნაკლები. 16. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ხდება აუქციონში გამარჯვებული ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 17. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ის განაცხადები, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება, უქმდება. 18. სადეპოზიტო სერტიფიკატები განთავსება ითვლება დასრულებულად ანგარიშსწორების დღეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისთანავე, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განხორციელდა აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების ეროვნული ბანკის ანგარიშწორების ანგარიშზე ჩარიცხვა და შესაბამისი მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატების რეგისტრაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში. 19. სადეპოზიტო სერტიფიკატების დაფარვის დღეს, დროის რეალური რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ხდება ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით. 20. დაფარვის დღის არასაბანკო დღეზე დამთხვევის შემთხვევაში, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.     მუხლი 13🔗. ღია ბაზრის ოპერაციები 1. ღია ბაზრის ოპერაციებით ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს ფასიან ქაღალდებს ფულადი მასის რეგულირებისათვის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე. 2. ღია ბაზრის ოპერაციების შედეგად ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემების წესების შესაბამისად. 3. ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებს ყიდის და ყიდულობს მეორად ბაზარზე აუქციონის მეშვეობით. 4. აუქციონზე ბანკების განაცხადების წარდგენა იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში. 5. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ხდება აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება. 6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ის განაცხადები, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება, უქმდება. 7. დაფარვის დღის არასაბანკო დღეზე დამთხვევის შემთხვევაში, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.     მუხლი 14🔗. სავალუტო აუქციონის ოპერაციები 1. სავალუტო აუქციონი წარმოადგენს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. 2. სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 საათით ადრე. 3. სავალუტო აუქციონის შეტყობინება მოიცავს: ა) სავალუტო აუქციონის ჩატარების თარიღს და დროს; ბ) აუქციონის ვალუტას; გ) აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა); დ) შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას; ე) საჭიროების შემთხვევაში მინიმალურ და/ან მაქსიმალურ კურსებს; ვ) ანგარიშსწორების თარიღს; ზ) განაცხადების მიღების დროს და საშუალებას. 4. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღეს, განაცხადების მიღების დაწყებამდე. 5. სავალუტო აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება T+1 წესით, აუქციონის შემდეგ იმ პირველ დღეს, როცა საქართველოში და აუქციონში გამოყენებული უცხოური ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში არის საბანკო დღე. 6. ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე წარდგენილ განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას: ა) მოთხოვნილი ან მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობა; ბ) მოთხოვნის/მიწოდების ფასი (იმ ფორმატით, რა ფორმატითაც არის გამოსახული ოფიციალური გაცვლითი კურსი ამ ვალუტის მიმართ). 7. სავალუტო აუქციონზე თითო ბანკიდან დასაშვებია ერთი განაცხადის წარდგენა. 8. უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნულ ბანკი, ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ახდენს თანხის ჩამოჭრას და ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე შესაბამისი ვალუტის ჩარიცხვას. 9. უცხოური ვალუტის შესყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ახდენს უცხოური ვალუტის ჩამოჭრას და ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას. 10.თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღის 15:30 საათამდე არ აღმოჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. 11. თუ სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, კალენდარული დღის ბოლომდე არ მოხდება სავალუტო აუქციონის ანგარიშწორებისათვის აუცილებელი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული თანხის 2 პროცენტის ოდენობით. 12. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღის შემდეგი საბანკო დღის 15:30 საათამდე არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადი ჩაითვლება ბათილად. 13. პირგასამტეხლოს თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, ხოლო თუ თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშიდან და/ან სხვა უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებიდან. პირგასამტეხლოს თანხის გაანგარიშებისას და გადახდისას გამოიყენება იმ დღეს მოქმედი ოფიციალური კურსები. თავი IV. მონეტარული ოპერაციების გირაოს მართვა     მუხლი 15🔗. გირაოს მართვის საერთო წესები 1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკის მიერ ბანკებზე გაცემული სესეხები უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტივებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი საერთაშორისო საბანკო გარანტიებისა და სასესხო აქტივების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბანკი, რისთვისაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში თითოეული უზრუნველყოფის ხელშეკრულებისა და თითოეული საერთაშორისო საბანკო გარანტიების მიხედვით ქმნის არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიურ ტექნიკურ საშუალებას, რომელთა ღირებულება შეესაბამება უზრუნველყოფის ხელშეკრულებისა და საერთაშორისო საბანკო გარანტიის თანხას ლარებში. 3. არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციებისათვის. 4. სესხის დაფარვის ვალდებულების დადგომიდან მომდევნო საბანკო დღეს კომერციული ბანკის მიერ ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტების დაუფარაობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ახორციელებს სესხის უზრუნველყოფაში არსებული აქტივის რეალიზაციას ან საკუთრებაში მიღებას და რეალიზაციას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 5. სესხის უზრუნველყოფაში არსებული აქტივის რეალიზაციის თანხიდან ეროვნულ ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ, დარჩენილი ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უბრუნდება კომერციულ ბანკს. 6. თუ დასაკუთრებული აქტივის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი ეროვნული ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 16🔗. ფასიანი ქაღალდები 1. ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით, ფასიანი ქაღალდები უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. 2. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის სესხის დაუფარაობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახორციელებს აუქციონის მეშვეობით, ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ ბანკებს. 4. თუ ეროვნული ბანკის მიერ დასაკუთრებულია სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, აუქციონი შეიძლება ჩატარდეს ცალ-ცალკე ლოტებად სხვადასხვა სახისა და ვადის ფასიანი ქაღალდების მიხედვით. 5. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი ბანკებს უგზავნის ფასიანი ქაღალდების საკუთრებაში მიღების ან რეალიზაცის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შეტყობინება მოიცავს: ა) ფასიანი ქაღალდის სახესა და რეგისტრაციის ნომერს; ბ) ფასიანი ქაღალდის რაოდენობას და ნომინალურ ღირებულებას; გ) ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობას; დ) აუქციონის ჩატარებისა და განაცხადების წარდგენის თარიღსა და დროს; ე) აუქციონის ჩატარების საშუალებას; ვ) ანგარიშსწორების ვადებს; ზ) ეროვნული ბანკის შეხედულებისამებრ, მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. 7. აუქციონში თითოეული ბანკის მიერ წარსადგენი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 8. ბანკი აუქციონის განაცხადში უთითებს: ა) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ) საპროცენტო განაკვეთს. 9. იმ შემთხვევაში თუ აუქციონზე არ იქნა წარდგენილი განაცხადები, არა უგვიანეს შემდეგი საბანკო დღისა ეროვნული ბანკი, აცხადებს ახალ აუქციონს ამ თავით განსაზღვრული წესის დაცვით. 10. თუ ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონზე დადებული გარიგების მიხედვით ანგარიშსწორებას დადგენილ ვადებში, მისი ყველა განაცხადი უქმდება და: ა) კმაყოფილდება დასრულებულ აუქციონზე წარდგენილი ის განაცხადები, რომელშიც საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია სხვა განაცხადებთან შედარებით; ბ) ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო აუქციონზე დადებული გარიგების 5%-ის ოდენობით. 11. აუქციონის მეშვეობით გაყიდული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული თანხები მიმართული იქნება ბანკის სასესხო დავალიანების შედეგად წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად.     მუხლი 17🔗. საერთაშორისო საბანკო გარანტია 1. ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით, გარანტია უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. 2. უცხოურ ვალუტაში გაცემული გარანტიები უზრუნველყოფად გამოყენების მიზნებისათვის აღირიცხება ლარებში და მათი ღირებულების გადაფასება ხდება ყოველკვირეულად, ოთხშაბათობით (ან წინა სამუშაო დღეს, თუ ოთხშაბათი არის დასვენების დღე), გადაფასების დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 3. ეროვნული ბანკი ახორცილებს ბანკის მიერ წარდგენილი გარანტიის შედარებას დადგენილ კრიტერიუმებთან და შესაბამისობის შემთხვევაში აკეთებს ჩანაწერს შესაბამის რეესტრში. უცხოურ ვალუტაში გაცემული გარანტიის შემთხვევაში, რეესტრში ჩანაწერის გაკეთებისას ეროვნული ბანკი იყენებს იმ დღეს მოქმედ ოფიციალურ გაცვლით კურსს. 4. ბანკის მიერ სესხის დაუბრუნებლობისას, სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ეროვნული ბანკი გარანტთან წარადგენს მოთხოვნას გარანტიით გათვალისწინებული ფორმით, გარანტიის სრულად ან ნაწილობრივ ამოქმედების შესახებ. 5. უცხოურ ვალუტაში გაცემული გარანტიის ამოქმედების შემთხვევაში, გარანტისგან გარანტიის თანხის მოთხოვნა ხდება დაუბრუნებელი სესხის გაცემის დღეს გარანტიის გადაფასებისთვის გამოყენებული გაცვლითი კურსით.     მუხლი 18🔗. სასესხო აქტივები 1. არა უგვიანეს ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვის მომდევნო სამშაბათისა (ან წინა საბანკო დღეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამშაბათი იქნება არასაბანკო დღე), ბანკი, რომელსაც სურვილი აქვს საკუთარი სასესხო აქტივები გამოიყენოს ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციების უზრუნველსაყოფად, ეროვნულ ბანკს დოკუმენტური და ელექტრონული სახით წარუდგენს შესაბამისი სესხების მონაცემებს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმატით. 2. ეროვნული ბანკი ახორციელებს სესხებზე წარდგენილი მონაცემების შემოწმებას დადგენილ კრიტერიუმებთან მის მიერვე შემუშავებული მეთოდოლოგიითა და სიხშირით. 3. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად ბანკის სასესხო აქტივის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნულს ბანკს შეუძლია გაითვალისწინოს: ა) ბანკის მიერ გაცემული სესხების ხარისხის ადეკვატურობა; ბ) ბანკის საკრედიტო რისკის მართვის ხარისხისა და პრაქტიკის ადეკვატურობა; გ) ბანკის საერთო ფინანსური მდგომარეობა. 4. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გარდა, ბანკის სასესხო აქტივების ხარისხის ადეკვატურობის შეფასებისას, განხილვისა და ანალიზის ძირითად საგანს წარმოადგენს შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: ა) ბიზნეს სესხების შემთხვევაში: ა.ა) აქტივების კაპიტალთან მიმართების – ლევერაჟის კოეფიციენტი; ა.ბ) სესხის მომსახურების კოეფიციენტი; ა.გ) სესხის პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი; ა.დ) ლიკვიდობის კოეფიციენტი; ა.ე) მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი; ა.ვ)დებიტორული დავალიანების ბრუნვის კოეფიციენტი; ა.ზ) მომგებიანობის კოეფიციენტები; ბ) საცალო სესხების შემთხვევაში, შემოსავლის ანიუტეტთან ფარდობის კოეფიციენტი. 5. ბანკი პასუხისმგებელია მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი სასესხო აქტივების შესახებ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე. 6. ეროვნული ბანკი ბანკთან ერთად საჯარო რეესტრში არეგისტრირებს სასესხო აქტივების უზრუნველყოფის ხელშეკრულებას და მისგან გამომდინარე უფლება-ვალდებულებებს. 7. ბანკის სასესხო აქტივების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი განახორციელებს მათ შესახებ ინფორმაციის შეტანას ეროვნული ბანკის შესაბამის რეესტრში. სასესხო აქტივების რეესტრში არ შეიტანება სასესხო აქტივების ძირითადი თანხაზე მისაღები პროცენტების თანხა. 8. თუ უზრუნველყოფის პორტფელის განახლების დღეს ბანკი არ წარადგენს განაცხადს უზრუნველყოფის ხელშეკრულების განახლებაზე, ეროვნული ბანკი ბანკს შეუჩერებს სასესხო აქტივების უზრუნველყოფის პორტფელში გამოყენების უფლებას, ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 9. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულების განახლების დღის დადგომამდე, ბანკის რომელიმე სასესხო აქტივი აღარ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, და/ან მოხდა სესხის მთლიანად დაფარვა, და/ან მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს ბანკის უზრუნველყოფის პორტფელის სასესხო აქტივების თანხობრივი მოცულობის 10% და/ან მეტი პროცენტით ცვლილებას, ბანკი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს. 10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სასესხო აქტივების რეესტრში ნებისმიერ დროს შეიტანოს კორექტირება ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და/ან ეროვნული ბანკის ხელთ არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას, ბანკი უფლებამოსილია, ჩაანაცვლოს დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამო და/ან დაფარული სესხი მის მიერ წარდგენილი სხვა სესხით, რომელიც აკმაყოფილებს იმ დროისათვის მოქმედ კრიტერიუმებს. 12. უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ხორციელდება იმავე პროცედურით, რაც გათვალისწინებულია უზრუნველყოფის ხელშეკრულების თავდაპირველი რეგისტრაციისას. 13. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უზრუნველყოფის პორტფელის შემცირება განპირობებულია სასესხო აქტივის დაფარვით, უზრუნველყოფის პორტფელის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ მოხდება პორტფელში შემავალი აქტივების ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად ფაქტიური გამოყენების გათვალისწინებით. 14. უზრუნველყოფის ხელშეკრულებით უზრუნველყოფის პორტფელში მოთავსებული სასესხო აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ძალაში შედის უზრუნველყოფის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღის მომდევნო საბანკო დღიდან. თავი V. დებულების პირობების დაცვა     მუხლი 19🔗. ბანკების ვალდებულებები 1. ბანკები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების პირობები და მოთხოვნები. 2. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს გარკვეული დროით შეუჩეროს შესაბამისი მონეტარული ინსტრუმენტით სარგებლობის უფლება. დანართი №1 ანგარიშსწორების ფასები 1. სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო ფასის გაანგარიშების ფორმულა:                                                                           ნომინალური ღირებულება  საანგარიშსწორებო ფასი = ----------------------------------------------------------------------                                        საპროცენტო განაკვეთი   დაფარვამდე დღეების რაოდენობა                               1+[ --------------------------------- * -------------------------------------------]                                                 100                                                                365 2. ობლიგაციის საანგარიშსწორებო ფასი გაანგარიშების ფორმულა: სადაც: P -     საანგარიშსწორებო ფასი F -     ობლიგაციის ნომინალური ღირებულება i -      აუქციონის მონაწილის მიერ შეთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, გაყოფილი 100-ზე N -    კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში W-    ფასიანი ქაღალდის შესყიდვის თარიღსა და მომდევნო კუპონის გადახდის თარიღს შორის დღეების რაოდენობა, შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან R-      წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი, გაყოფილი 100-ზე N- დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე.