სს ,,თბილსრესის" მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს ,,ხრამი 1 -ის" და სს ,,ხრამი 2 -ის" აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხის ჩათვლის წესით სახელმწიფო (ცენტრალურ) ბიუჯეტში ასახვის შესახებ
მიღების თარიღი 26.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 01/06/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.05.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,თბილსრესის" მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს ,,ხრამი 1 -ის" და სს ,,ხრამი 2 -ის" აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხის ჩათვლის წესით სახელმწიფო (ცენტრალურ) ბიუჯეტში ასახვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 62.35pt 51.05pt 62.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №211
2000 წლის 26 მაისი
ქ. თბილისი
სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხის ჩათვლის წესით სახელმწიფო (ცენტრალურ) ბიუჯეტში ასახვის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კორპორაცია „ეი-ი-ეს“-ის შვილეული კომპანიის „ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი. ვი-ის“ მიერ სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემისათვის თანხა გადახდილია „სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 დეკემბრის N697 ბრძანებულების შესაბამისად.
2. სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად, კორპორაცია „ეი-ი-ეს“-ის შვილეული კომპანიის „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგზ ბი. ვი“-ის მიერ გადასახდელი თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 1999 წლის 26 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანების გათვალისწინებით შემცირდეს:
ა) 2489675 ლარით, სს „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
ბ) 1571311,69 ლარით, ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით სს „ეი-ი-ეს თელასისადმი“ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების დავალიანებათა ასანაზღაურებლად;
გ) 468100 აშშ დოლარით, სს „თბილსრესისათვის“ სს „საქგაზის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარავად სს „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შესაბამის ნაწილში ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ი. მანაგაძე):
ა) 2.489.675,0 ლარი ასახოს, როგორც მსხვილგადამხდელთა ინსპექციის მიერ „ეი-ი-ეს თელასისათვის“ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და იგივე თანხა ჩათვალოს „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი“-
ი
ს მიერ სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) შესყიდვის მიზნით გადასახდელი თანხის ანგარიშში;
ბ) 20 დღეში შეადგინოს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი იმ ორგანიზაციათა სია, რომლებსაც აქვთ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება სს „ეი-ი-ეს თელასის“ მიმართ. ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული სიის დადასტურების შემდეგ 1.571.311,69 ლარი ჩათვალოს სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მისაღებ შემოსავლებში, როგორც სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ანაზღაურება და იგივე თანხა ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებში – როგორც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით „ეი-ი-ეს თელასის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა;
გ) 1490100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ჩათვალოს როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული შემოსავალი (მათ შორის
,
სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობიდან – 468100,0 აშშ დოლარის და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემიდან 1022000 აშშ დოლარის ეკვივალენტი). შესაბამისი თანხა ცენტრალურ
ი
ბიუჯეტის ხარჯებში ასახოს როგორც 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სექტორისათვის გადასაცემი სახსრების ხარჯვა.
4. „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, კორპორაცია „ეი-ი-ეს“-ის შვილეული კომპანიების „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი“-ის და „ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი.ვი“-ის მიერ გადასახდელი თანხა ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის შემცირებისა და „მერილ ლინჩის“ დაცვის პოლიციის სახელფასო დავალიანებების 210 ათასი ლარის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კუთვნილი წილის გამოკლების შემდეგ მთლიანად მიიმართოს სახელმწიფოს ბიუჯეტში, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი.
5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მომავალში პრივატიზებიდან მიღებული, ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხიდან სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების განსახელმწიფოებრიობიდან ჩათვლის წესით მიღებული 2535812 აშშ დოლარის 10 პროცენტი მიმართოს გარდაბნის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში, აგრეთვე, სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლის ვადით მართვის უფლებით გადაცემის შედეგად ჩათვლის წესით მიღებული 1022000 აშშ დოლარის 10 პროცენტი მიმართოს დმანისისა და წალკის რაიონების ადგილობრივ ბიუჯეტებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე